x
20 საინტერესო ფაქტი დედამიწის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
30 იანვარი, 15:49

1. პლანეტის ოქროს მარაგის 99% დედამიწის ბირთვში არის.

image

2. დედამიწის ბირთვის ტემპერატურა 5500 გრადუსია, რაც მზის ზედაპირზე არსებული ტემპერატურის ტოლი არის.

image

image

3. ქარს, ყოველწლიურად, 40 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს, საჰარის უდაბნოდან მდ. ამაზონის აუზში.

image

image

4. დედამიწა მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ფილების ტექტონიკური მოძრაობა მიმდინარეობს. ამ პროცესის გარეშე, დედამიწაზე არ იქნებოდა სათბურის აირები, რომლებიც დედამიწაზე ტემპერატურას არეგულირებენ. რომ არა ეს აირები, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა -18 გრადუსი იქნებოდა, დღევანდელი, +15 გრადუსის ნაცვლად.

image

image

5. პლანეტის ვულკანების 90% წყლის ქვეშ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის სეისმურულად აქტიური სარტყელი ლითოსფეროს ფილების საზღვრებს ემთხვევა. ამ სარტყელში მოექცა მოქმედი ვულკანების უმრავლესობა, რომლის უდიდესი ნაწილი, წყნარი ოკეანის სანაპიროზე არის თავმოყრილი და ე. წ. “ცეცხლოვან რკალს" ქმნის.

image

image

6. 1 ლ. მარილიანი წყალი 1/13000000000 გრ. ოქროს შეიცავს.

image

image

7. დედამიწაზე არსებული წყლის 97 % – მარილიანი წყალია.

image

image

8. დარჩენილი 3% -ის 68, 7% პლანეტის ყინულოვან “ქუდებზე", ხოლო 30, 1% მიწისქვეშა წყლებზე მოდის.

image

image

9. დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის 1, 2% ხმელეთის ზედაპირის წყლებზე, ატმოსფეროს და ნიადაგის ტენზე ნაწილდება.

image

image

10. ხმელეთის ზედაპირის წყლების 20% ბაიკალის ტბაშია არის კონცენტრირებული.

image

image

11. ყოველდღიურად, დედამიწის ზედაპირს, დაახლოებით, 8, 6 მილ. მეხი ეცემა.

image

image

12. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწის ზედაპირზე, მაკ-მერდოს (Dry Valleys) მშრალი ველები. იქ ნალექი 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა.
ამრიგად, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი ატაკამის უდაბნოა, სიმართლეს არ შეესაბამება. იქ ნალექი 400 წლის მანძილზე არ მოსულა და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ ის II ადგილზეა მშრალი რეგიონების სიაში.

image

image

13. იმ შემთხვევაში, თუ მზის სისტემას შორიდან შევხედავთ, დედამიწა იქნება ერთადერთი ხილული პლანეტა, იმიტომ რომ წყლის ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლა ხდება.

image

image

14. დედამიწის ზედაპირიდან, 19 კმ. სიმაღლეზე მდებარეობს ამსტრონგის ზღვარი (Armstrong Limit). ამ სიმაღლეზე მოხვედრის შემთხვევაში, ადამიანმა სკაფანდრი უნდა ჩაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიღუპება. ამ სიმაღლეზე, წნევა იმდენად დაბალია, რომ წყალი დუღდება ადამიანის ტემპერატურაზე.

image

image

15. დედამიწის ორბიტა დაბინძურებულია 38 ათასი ანთროპოლოგიური ობიექტით. მათ შორის, 22 ათასის სიგრძე 10 მ-ს აღემატება.

imageimage

image

16. ყოველდღიურად, მინიმუმ 1 ასეთი ობიექტი ვარდება დედამიწაზე.

image

image

17. დედამიწის ყველაზე შორეული სურათი 183 მლნ. კმ-ს დაშორებიდან არის გადაღებული, Messenger-ის ამერიკული კოსმოსური სადგურიდან. ფოტოსურათს «Pale Blue Dot» ჰქვია, რაც ქართულად «ფერმკრთალი ცისფერი წერტილი» არის. ფოტოზე ჩანს არა მარტო დედამიწა, არამედ მთვარეც.

image

image

18. ოზონის ხვრელი მცირდება. ეს ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ოზონის ხვრელი საგრძნობლად შემცირდა წინა წლებთან შედარებით. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ტენდენცია თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, 2040 წლისთვის, ოზონის ხვრელი დაიხურება.

image

image

19. მოფლიო ოკეანე, ყველაზე მეტად, პლასტიკატით არის დაბინძურებული, რომელსაც უკანასკნელი 100 წლის მანძილზე იყენებენ ადამიანები. ამჟამად, მსოფლიო ოკეანეში არსებული ნაგვის 90 % სწორედ პლასტიკატზე მოდის.

imageimage20. ჩვენ სამყაროს შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე დედამიწის ბირთვის და მსოფლიო ოკეანის შესახებ. დღემდე ოკეანეების 95% გამოკვლეული არ არის.
image

721
6-ს მოსწონს
161
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რა მოხდება თუ კი დედამიწა გაჩერდება?(ვიდეო)რა მოხდება თუ კი დედამიწა გაჩერდება?(ვიდეო)
თუ დედამიწა მოულოდნელად შეწყვიტავს თავის ღერძის გარშემო ბრუნვას რა...
მსოფლიო ისტორიის უძლიერესი მებრძოლები!მსოფლიო ისტორიის უძლიერესი მებრძოლები!
როგორც იცით, მსოფლიო ისტორიაში არსებობდნენ უძიერესი მებრძოლები, რომლ...
მტაცებლების სამყაროდან, ველური კადრები!მტაცებლების სამყაროდან, ველური კადრები!
ველური ბუნებას კანონები არ აქვს! ამ საკითხზე თუ დაიწყებთ მსჯელობას, მა...
10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნ...
როგორც ჩანს მოგეჩვენათროგორც ჩანს მოგეჩვენათ
ამ ადამიანებმა არ იცოდნენ რომ მათ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, კარგად დააკვირ...
ყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოშიყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოში
არ არსებობს რეიტინგი, რომელიც საკამათო არ გახდეს, ეს შეეხება ნებისმიერ...
რა უნდა ვიცოდეთ თოვლის შესახებ – გასაოცარი ფაქტებირა უნდა ვიცოდეთ თოვლის შესახებ – გასაოცარი ფაქტები
თოვლი ჩვენთვის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გაყინული...
ავარიები, რომლებიც ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება!ავარიები, რომლებიც ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება!
ავარიები დღევანდელ ცხოვრებაში უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, მა...
ჯადოსნური შელოცვები - ფულის პოვნის შელოცვაჯადოსნური შელოცვები - ფულის პოვნის შელოცვა
აქვე სანამ გეტყვით თუ როგორ იპოვნოთ ფული შელოცვის სახით მინდა გითხრა...