x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61778
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
რევოლუციური გამოგონება: გელი, რომელიც სისხლდენას მომენტალურად აჩერებს +(ვიდეო)

1/6. სწორედ წელს იწყება იმ მედიკამენტის ფართო წარმოება, რომელსაც ვეტიგელი ჰქვია. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ ბიჭი ბარძაყში დაჭრეს და ძლიერი სისხლდენის გამო გარდაიცვალაო, ან გულის არეში დანა დაარტყეს და სისხლისგან დაიცალაო, ან ესროლეს და მოკვდაო. 3 წუთი საკმარისია, რომ საშუალო სიძლიერის სისხლდენამ ძლიერი ჰემორაგიული შოკი ან სიკვდილი გამოიწვიოს. დროულად მისულ სასწრაფოსაც კი მისვლის მომენტიდან კიდევ რამდენიმე წუთი სჭირდება, სისხლდენა რომ შეაჩეროს, თუ მანამდე ხელში არ ჩააკვდათ დაჭრილი. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ვეტიგელი. ის იმდენად სწრაფია, რომ 10 წამში აჩერებს ნებისმიერ გარეგან და შინაგან სისხლდენას. მას არ სჭირდება ძალდატანება, უბრალოდ, უნდა მიასხა და მორჩა, ჭრილობა მყისიერად იხურება. ეს იმიტომ, რომ მასში არსებული ჰემოფილური მონომერები ტორნადოს სისწრაფით ქმნის პოლიმერულ ბადეს, იმდენად ძლიერს, რომ მსხვილ არტერიულ სისხლდენასაც უძლებს. და ის აბსოლუტურად ბიოშეთავსებადი და სტერილურია.
პ.ს. ამ გელის წარმოება ემერჯენსისა და სამხედროებისთვის ისეთივე დიდი მიღწევა იქნება, როგორი მიღწევაც თავის დროზე პენიცილინის შექმნა იყო.

ის გამოიგონა 20 წლის ჯო ლანდოლინა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (New York University) სტუდენტია.

მოკლედ რომ ვთქვათ, Veti-Gel ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
.წებოს

.ჩალიჩის

.შეხორცების აქტივატორის

.ტრომბოციტების აქტივიზატორის როლს

ის ეხმარება კანს, რომ დაზიანებულ ადგილზე სწრაფად წარმოიქმნას თრომბი, რაც ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.

https://www.youtube.com/watch?v=dJLxRcU9No4

image

0
270
2-ს მოსწონს
17
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ცერცვა
ცერცვა
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0