x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61788
  • ვიდეო:311332
  • სურათი:412199
შოკისმომგვრელი სამართალი ირანის ქალთა საპყრობილეებში!

ირანის ისლამური რესპუბლიკა — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით.

დედაქალაქი — ქალაქი თეირანი. ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს. ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში.ქვეყანაში

გავრცელებულია ისლამი.


ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ქვეყანაა, აქვთ დაუნდოებლი სასამართლო

და რელიგია უპირველეს ყოვლისა. ამ სტატიაში გაჩვენებთ ირანელი ქალი პატიმრების

ფოტოებს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში პირველად გავრცელდა, საქართველოშიც

ჩვენი საიტის საშუალებით შეძლებთ, ნახოთ თუ როგორი პირობები აქვთ ირანელ

ქალ პატიმრებს...


image


ბოლო წლებში ირანი საკმაოდ აქტუალური ქვეყანაა, ნებისმიერ დარგში. ირანელი ფოტოგრაფები ამ სიტუაციით კარგად სარგებლობენ და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყნის კულტურა მსოფლიოს გააცნონ. ფოტოგრაფმა სადეგ საურიმ მოახერხა, ირანელ პატიმარ ქალბატონების ფოტოების გავრცელება, რომელიც დღემდე მსოფლიოსთვის უცნობი იყო.


image


ირანის ქალთა საპყრობილეში, ზოგიერთი მათგანი სიკვდილის მოლოდინშია, რადგან

ქვეყანაში სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედი კანონია. ზოგიერთი კიდევ მხოლოდ

და მხოლოდ დროის გაყვანაზე ფიქრობს, რათა თავისუფლებას ისევ ეღირსოს.


image


ირანის სასამართლოს თანახმად, ქვეყანაში 9 წლიდან მოქმედებს სიკვდილით

დასჯის კანონები. სადეგ საური თავის ფოტოებში ამ ქალბატონების ან კიდევ

"ახლად მომწიფებულ" ქალიშვილების დრამას აგვიღწერს.


image






ციხეები ნამდვილ საღორეს გავს!


ირანელი ფოტოგრაფი, სადეგ საური ქვემოთ მოცემულ ფოტოს ასე ასათაურებს:

ციხეები ნამდვილ საღორეს გავს! ქალთა საპყრობილეებში ისეთი სიბინძურეა, რომ

უბრალოდ ცხოვრებაც კი შეუძლებელია. ქალბატონები აქ ჩვილებთან ერთად

იმყოფებიან, საკვების რიგში დგომა უწევთ საათობით, ხანდახან საკვების მიღება

მხოლოდ და მხოლოდ დღის ბოლოს ხდება შესაძლებელი.


image






ძმებმა სიკვდილით დასჯა მოითხოვეს!


ირანის ქალთა საპყრობილეში არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლების

სიკვდილის დასჯა საკუთარ ძმებმა მოითხოვეს სასამართლოში. მკაცრი წესების

თანახმად, "ირანელ ვაჟკაცები" ხალხის აზრს უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ,

ვიდრე საკუთარი დის სიცოცხლეს - ასე ახასიათებს ფოტოგრაფი ირანელებს.

ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი 9 წლისა, ერთ-ერთი კიდევ 17 წლის, მას მაშა

ჰქვია. მან მოკლა საკუთარი მამა, რომელმაც მაშას სასიყვარულო რომანი და

ქორწინების ოცნებები დაუნგრია. ირანის სასამართლომ მაშას მამის მკვლელობისთვის

სიკვდილი მიუსაჯა.


image






ბავშვები პალატაშივე იზრდებიან!


ქალთა საპყრობილეში ორსული ან ჩვილის ბავშვის მეპატრონე ქალები ვალდებულები

არიან, რომ ბავშვი 2 წლამდე საპყრობილეში გაზარდონ. რათქმა უნდა ეს ყველა

ჩვენთაგანისთვის მიუღებელია. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ჩანს 17 წლის ზაჰრა.

მას ჰყავს წლინახევრის ბავშვი, იგი დააკავეს ტელეფონის მოპარვისთვის.

ზაჰრას კიდევ 3 წლის გატარება მოუწევს ამ ბინძურ საპყრობილეში.


image






როდესაც ის სრულწლოვანი გახდება.......


სათაური ინტრიგებით აღსავსეა, მაგრამ სიმართლეა. ფოტოში ხედავთ 15 წლის

შექაიექს, რომელმაც თეირანის ერთ-ერთი ქსელურ სუპერმარკეტის გაძარცვა

სცადა. ის იყო შეიარაღებული, მაგრამ ამაოდ. დაკავებულს სიკვდილით დასჯა

ემუქრება, მაგრამ ვინაიდან ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, ამისთვის 3 წელი ლოდინი

მოუწევს.


პ.ს

როგორც ხედავთ, ძვირფასო მკითხველებო 15 წლის ბავშვი ელოდება

თუ როდის გახდება 18 წლის, შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ - "15 წლის ბავშვი

ელოდება თუ როდის მოკლავენ მას!" დანარჩენი თქვენ გაანალიზეთ....


image







ის გააუპატიურეს და რატომ დააპტიმრეს?!


13 წლის კრატენერი ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. პოლიციამ იგი

გონებადაკარგულ მდგომარეობაში იპოვა. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი

დააპატიმრეს, რას აბრალებენ ამ პატარა გოგონას დღემდე უცნობია.


image







1 საათი ბაღში დასასვენებლად!


ირანის ქალთა ციხის პატიმრების 24 საათი გადის საკვების რიგში დგომით და

მხოლოდ 1 საათით ბაღში გასვლით. კვირაში ერთხელ სასულიერო პირი

ციხეს სტუმრობს და პატიმრებს ლოცვის და ცოდვების მონანიების საშუალებას

აძლევს.


image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი












0
1588
8-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0