x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ერთი წელია უკვე ამ სილამაზეს ვკოცნი დილაობით"-თინა მახარაძეს შეყვარებული კომპლიმენტებით საჯაროდ ანებივრებს

image
მსახიობი თინა მახარეძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "გარეუბნელი თამუნას" უკან ასეთი სასიამოვნო გარეგნობის გოგო იმალებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი თინა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოგვევლინა. მსახიობის გულახდილ ინტერვიუს სექსსთან და ქართულ მენტალიტეტთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თინა შეყვარებულია. მისი რჩეული დიმუ მენაბდეა. ის ადრე ერთ-ერთ ბარში მუშაობდა, ამჟამად კი "რუსთავი 2"-ზე მუშაობს. სავარაუდოდ წყვილმა "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვეობით გაიცნო ერთმანეთი.

თინა და დიმუ უკვე თვეებია ერთად ცხოვრობენ. "ერთი წელია უკვე ამ სილამაზეს ვკოცნი დილაობით. და რძე, რომი, თაფლი"-წერს დიმუ სოციალურ ქსელში და მსახიობის ფოტოსაც ავრცელებს. როგორც ირკვევა წყვილი ახალ ბინაში გადასვლას გეგმავს. "ერთად ცხოვრების ერთი წელი და ჩვენი ახალი სახლი"-წერს თინა სოციალურ ქსელში.image

შეგახსენებთ რომ, თინა შეყვარებული გახლდათ ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეზე. "არაჩვეულებრივად ვარ ჩემს არაჩვეულებრივ გიორგი სამხარაძესთან ერთად. სტანდარტული, სტაბულური შეყვარებულები არ ვართ, რომლებიც ხელჩაკიდებულნი დადიან. გიორგი წარმატებული ბიზნესმენია, თუმცა ამის გარდა ბევრ რამეს აკეთებს. ძალიან ცნობილ სარეკლამო სტუდიაში მუშაობს და ძალიან ცნობილი კაფეც აქვს"-გვიამბობდა თინა. წყვილის ურთიერთობა უკვე ხუთ წელზე მეტს ითვლიდა და თავს ერთად შესანიშნავად გრძნობდნენ. წყვილი ჯერ დაქორწინებას არ გეგმავდა. ისედაც ერთად ვართ და რაღაც ფორმალობები რა საჭიოროაო. ჯერ გვირჩევნია ჩვენს საქმეებს მივხედოთო. სამწუხაროდ ურთიერთობა ქორწინებით არ დაგვირგვინდა, წყვილი დაშორდა.imageimageimage


2
1212
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1212
  
2016, 12 თებერვალი, 23:46
ოჰ სტსტიის ავტორო შენც კარგად ხარ რა!
2016, 1 თებერვალი, 0:06
აბა სილამაზე?
0 1 2