x
''კარლ როჯერსის თეორია'' და ემპათიის როლი სწავლებასა და განვითარებაში
29 იანვარი, 21:12

imageტერმინი "ემპათია" ნიშნავს-სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარს. ტერმინს დიდი ადგილი უკავია ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. ჰუმანისტი ფსიქოთერაპევტები თავიანთ მეთოდს "კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიას" უწოდებენ. ისინი ცდილობენ კრიზისში მყოფ პიროვნებას დაეხმარონ ემპათიის საშუალებით.
კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, მისი აზრით, ადამიანი, არსებითად კარგი და კეთილი არსებაა თვითრეალიზაციის თანდაყოლილი მიდრეკილებით. როჯერსის აზრით, იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, შემდეგი სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია.
ერთხელაც როდესაც ის ფსიოქოანალიზის მეშვეობით პირომანიით შეპყრობილ ბიჭს მკურნალობდა მან იგრძნო, რომ თითქოსდა სრულებით მართებული და ლოგიკური ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციების მიუხედავად, რომელთაც ის თავის პაციენტს აწვდიდა და რომელთა მიხედვითაც მუშაობდა მასთან, ის მაინც ვერ წვდებოდა ბოლომდე პაციენტის შინაგან სამყაროს და თერაპიაც ამის გამო ფაქტიურად არ იძვროდა წინ. როჯერსმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა შაბლონური ინტერპრეტაციებისთვის და პაციენტს მეტი თანაგრძნობით, უფრო სწორედ თანაგანცდით (ემპათიით) მისდგომოდა. ეცადა მისი თვალით შეეხედა სამყაროსათვის, გაეთავისებინა პაციენტის წარმოდგენები და განცდები, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა შესაბამისი ინტერპრეტაცია თუ რაიმე სხვა სახის უკუკავშირი. ამისთვის კი მას უპირობოდ უნდა მიეღო პაციენტის პიროვნება და თვითონაც გულწრფელი უნდა ყოფილიყო მასთან ურთიერთობისას. სწორედ ამ სამ პრინციპს, ემპათიას, უპირობო დადებით მიღებასა და კონგრუენტულობას ეყრდნობა კლიენტ-ცენტრირებული თერაპია. ამ სამ პრინციპს სხვაგვარად “როჯერსის ტრიადასაც” უწოდებენ.

ეხლა კი ვისაუბრებ, კერძოდ ემპათიაზე, როგორც ძირითად კომპონენტზე ჰუმანისტურ სწავლებაში. ახლანდელ დროში პედაგოგიურ სფეროში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი სწავლების აქტიური ფორმების მიმართ, რომელიც საშუალებას გვაძლევს მონოლოგიური ფორმის სწავლებიდან გადავიდეთ დიალოგის ფორმაზე. რას გულისხმობს თითოეული მოდელი?

სწავლების მონოლოგიური მეთოდი გვთავაზობს სწავლების სისტემას, რომელშიც პედაგოგის აზრი არის ერთადერთი და ის არ ექვემდებარება განხილვას და კრიტიკას მოსწავლეთა მხრიდან. ხოლო დიალოგის მეთოდი ეს არის ჰარმონიულ ერთიანობაში მყოფი სისტემა მოსწავლისა და მასწავლებლის, სისტემა რომელიც მოსწავლის შინაგანი პოტენციალის გამოვლენაზეა ცენტრირებული

ეს მიმართულება ასახავს ერთ-ერთ წამყვან ტენდეციას თანამედროვე პედაგოგიკაში, იმდენად რამდენადაც ფლობს მაქსიმალური განვითარებისა და აღმზრდელობით-შემოქმედებით პოტენციალს. ა.ა. ლეონტევი ხაზს უსვამს, რომ სწავლების ზუსტად ეს მეთოდი " ქმნის საუკეთესო პირობებს მოტივაციის ასამაღლებლად და შემოქმედებითი ხასიათის სწავლების გასაუმჯობესებლად."

დიალოგის მეთოდი აუცილებლად ითვალისწინებს, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უდგება თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და უნარებს. ეს შემოქმედებითობა კი გულისხმობს წინასწარ განსაზღვრო პიროვნების შესაძლო მოქმედებები და ქცევები ფაქტებზე დაყრდნობით. პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროში, როგორც ცნობილია მთავარ როლს ასრულებს ურთიერთობის პროცესი, კერძოდ ემპათიის როლი პედაგოგიური მოღვაწეობის სფეროში. როგორც სუხომლისნკი აღნიშნავდა, იმისათვის რომ მასწავლებელმა შეძლოს იგრძნოს სხვა ადამაინის სულიერი მდგომარეობა პირველ რიგში უნდა შესწევდეს უნარი დააყენოს საკუთარი თავი მის ადგილას ნებისმიერ სიტუაციაში. როგორც უკვე აღვნიშნე ემპათიის მნიშვნელობაზე და მის როლზე საუბრობს ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ როჯერსი. როჯერსის აზრით, პედაგოგი უნდა ეყრდნობოდეს 3 ძირითად პირობას სწავლების პროცესში: 1. მოსწავლესთან დადებითი დამოკიდებულება; 2. მოსწავლესთან ურთიერთობის პროცესში პედაგოგი აუცილებლად უნდა იყოს ის ვინც რეალურად არის, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავიდან ბოლომდე გაიაზრებს და მიიღებს საკუთარ განცდებსა და რეაქციებს. 3.მოსწავლის შინაგანი სამყაროს ემპათიური გაგება.

ურთიერთობის ესეთი სისტემა საშუალებას აძლევს მოსწავლეს გახდეს უფრო მეტად კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე, ამბიციური და დისციპლინირებული. ასევე შეიმჩნევა შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება და ასევე თვითშეფასების გაზრდა. ზუსტად ამ მეთოდის მეშვეობით პედაგოგი ამყარებს ინდივიდუალურ ურთიერთობას თითოეულ მოსწავლესთან და აწვდის უკუკავშირს, რაც ეჭვ გარეშეა რომ დადებით გავლენას ახდენს მთლიანად სწავლის პროცესზე.

პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ემპათია დღემდე რჩება ნაკლეშესწავლილ ფენომენად, თუმცა მისი მრავალი დეფინიცია არსებობს.
მ. შელერი და ვ. უიოლმერი ემპათიას განმარტავენ როგორც, ადამიანის წვდომის და გაგების განსაკუთრებულ ფორმას.
დ. რიჩარდსონი ემპათიას განსაზღვრავს, როგორც ინდივიდის უნარს ადეკვატური ინტერპრეტაცია გაუკეთოს სხვა ადამიანის გამოკვეთილ ქმედებას.
საბჭოთა ფსიქოლოგიაში წარმოდგენილია სხვადსხვა მოსაზრება ემპათიის ბუნების შესახებ. ა.ა. ბონდარევი განსაზღვრავს ემპათიას როგორც პიროვნების უნარს:" ემპათია გულისხმობს არა მარტო ღრმად და სწორად გაიაზრო ემოციური მდგომარეობის ხასიათი, არამედ შეძლო გამოეხმაურო და მოერგო სწორედ მის ამ ემოციურ მდგომარეობას."
ვ.ვ. ბოიკო საუბრობს ემპათიაზე როგორც არეკვლის რაციონალურ-ემოციონალურ და ინტუიციურ ფორმაზე, რომელიც არის ერთადერთი საშუალება შეხვიდე სხვა ადამიანის მდგომარეობაში. ბოიკოს აზრით, ემპათია არის ადამიანის ინდივიდუალურობის წვდომის დაუფასებელი და უნიკალური მეთოდი, რომელიც გამოიყენება მისი აღზრდის, სწავლების მკურნალობის და თერაპიის მიზნით.
პედაგოგისთვის ემპათიურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო მახასიათებელი, რადგან ის თავის თავში გულისხმობს გაიაზრო და კორექტირება გაუკეთო სწავლების ამოცანებსა და მიზნებს მოსწავლის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით.
ემპათია, როგორც ფენომენი ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:
1.ემპათიის, როგორც პიროვნული მახასიათებლის განვითარებას ხელს უშლის სხვადასხვა პირობები: ზედმეტი კონტაქტისგან თავის შეკავება და ჩათვალო უადგილოდ და არასაჭიროდ ინტერესის გამოვლენა მოსწავლის მიმართ.
2. ემპათია არის " შეხედე საგნებს მისი თვალებით"
3. ასაკის მატებასთან ერთად ემპათიის უნარი უქვეითდება ინდივიდს, რაც დაკავშირებულია სტერეოტიპების ჩამოყალიბებასთან. პრაქტიკა გვიჩვენებს რომ შემოქმედებითი და განვითარებადი პიროვნება ინარჩუნებს ემპათიის უნარს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
იმისათვის რომ აიმაღლო ემპათიის უნარი მასწავლებლებს ვთხოვდი გამოეყენებინათ შემდეგი სახის რეკომენდაციები:
1. მიმართო ბავშვს მხოლოდ სახელით, რადგან სახელი გვევლინება ურთიერთობის დასამყარებელად ძლიერ მექანიზმად.
2. გრძნობების ვერბალიზაცია, გამოისახოს მეტყველებაში
3.ბავშვის ემოციური მდგომარეობის არეკვლა, სადაც მთავარ კომპონენტად გველინება "აქტიური მოსმენა"
4. ფსიქლოგიური შექება ( ყოჩაღ, შენ კარგი ხარ და ა.შ)

52
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლინდა ქათამაძე
ლინდა ქათამაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...
მუკდახანში (ტაილანდი) ძველ სასაფლაოზე წარმოებული გათხრების ...
მომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდემომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდე
რეი კურცვეილი არის ერთ-ერთი თანამედროვე მიღწევების სფეროში უძლიერესი და ...
საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდანსაუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან
პაკისტანში ექიმები ორი ადგილობრივი მცხოვრების, ორი ...
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თ...
გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთადგემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პროდუქტების ნაწილს ჩვენ მხოლოდ 20 წ...
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?
შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბ...
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
NASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნაNASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნა
მარსი სიშორით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მის...
მითიური არსებები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენმითიური არსებები, რომლებიც სინამდვილეში არსებობდნენ
გრაფი დრაკულა 1890 წელს ირლანდიელმა მწერალმა ბრემ სტოკერ...