x
მარტინ სელიგმანი "დასწავლილი უმწეობა"
29 იანვარი, 20:22

image



სტატიას დავიწყებდი იმით რომ ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ეს არის ჩვენივე აზრები; რასაც ვფიქრობთ სიტუაციაზე და როგორც ვფიქრობთ მასზე, სწორედ ეს ფიქრები წარმოშობენ იმ გრძნობებს, რომლებიც განაგებენ ჩვენს ქცევებსა და ქმედებებს. თვითკონტროლი, ემოციათა და ქმედებათა თვითმართვა იწყება საკუთარი აზრების მართვითა და კონტროლით. როგოც იტყვიან, „ვერავინ გაიძულებთ თავი იგრძნოთ დამცირებულად, თუკი ამის თანხმობა არ მიეცით მას“. ჩემი თვალსაზრისის გასამყარებლად მაგალითად მომყავს დოკუმენტური ფილმი "საიდუმლო", რომელზეც არ ვისაუბრებ, უბრალოდ გირჩევთ რომ უყუროთ.

რაც შეეხება ჩემს თემას დასწავლილი უმწეობის (Learned Helplessness) ფენომენი მარტინ სელიგმანმა აღწერა 1967 წელს, რომელსაც საფუძვლად დაედო ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებულ ძაღლების 3 ჯგუფზე ჩატარებული ექსპერიმენტი: პირველ ჯგუფში ძაღლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბერკეტზე ცხვირის დაჭერით გაეთიშათ დენის წყარო. ძაღლები აკონტროლებდნენ სიტუაციას - მათ ქმედებაზე იყო დამოკიდებული, დაარტყამდათ თუ არა დენი. ძაღლების მეორე ჯგუფი პირველთან იყო „შეკავშირებული" - დენის დარტყმის აცილება მათ რეაქციაზე არ იყო დამოკიდებული - მტკივნეული ზემოქმედება მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როდესაც პირველ ჯგუფში შემავალი ძაღლები ბერკეტს დააჭერდნენ. ძაღლების მესამე ჯგუფს საერთოდ არ ურტყამდნენ დენს, ის საკონტროლო ჯგუფი იყო. „გავარჯიშების" შემდეგ სამივე ჯგუფის ძაღლები მოათავსეს ყუთში, სადაც მათ დენს ურტყამდნენ, მაგრამ იქიდან გაქცევა მათ მარტივად შეეძლოთ. პირველი და მესამე ჯგუფის ძაღლები მაშინვე გადაახტნენ მოაჯირს და თავს უშველეს, მეორე ჯგუფის ძაღლები კი გადახტომას საერთოდ არ ცდილობდნენ, ერთხანს დადიოდნენ ყუთში, წკმუტუნებდნენ, შემდეგ იატაკზე წვებოდნენ და შეშინებულები დაძაბული კუნთებით ხვდებოდნენ დენის დარტყმას. მათ დაისწავლეს უმწეობა! სელიგმანმა დაასკვნა: უმწეობას იწვევს არა თავისთავად უსიამოვნო მოვლენები, არამედ ის, რომ ვერ აკონტროლებ მათ. სელიგმანი მიიჩნევს, რომ დასწავლილი უმწეობა ძირითადად 8 წლის ასაკში ფორმირდება. ის მიგვითითებს 3 წყაროს რომელიც ამ ფენომენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს:

1.განმეორებადი მარცხის განცდა (Recurrent Failure) - როდესაც ვერ ვუწევთ კონტროლს გარკვეულ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში, ვმარცხდებით და ეს უარყოფითი გამოცდილება გადაგვაქვს სხვა სიტუაციებზე, სადაც კონტროლი სრულიად შესაძლებელია. (მაგალითად, წყენა, რომელიც შესაძლოა გამოეწვია მშობლების, აღმზრდელების, პედაგოგის გარკვეულ ქმედებებს, საყვარელი ადამიანის ან ცხოველის, სამსახურის დაკარგვით გამოწვეულ სევდას, ავადმყოფობას, მშობლების გაყრას, ოჯახურ სკანდალებს, და ა.შ.)

2.უმწეო ადამიანებზე დაკვირვების უშუალო გამოცდილება, ასევე სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც დაუცველი მსხვერპლის ისტორიებია მოცემული;

3.ბავშვობაში დამოუკიდებლობის შეზღუდვა, როცა ბავშვის ნაცვლად ყველაფერს მშობელი აკეთებს.

მარტინ სელიგმანის კონცეფციის თანახმად, დასწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, როცა ინდივიდი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა საერთოდ არ არის დამოკიდებული მის ქცევაზე, მის ძალისხმევაზე, იგი ურიგდება ბედს, პასიურია და არ ეძებს გამოსავალს არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ნებისმიერი მდგომარეობიდან. ეს არ არის ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელი - ეს მას დაასწავლეს. განასხვავებენ სიტუაციურ და პიროვნულ უმწეობას. სიტუაციური უმწეობა ეს არის ადამიანის მიერ მოვლენის გაკონტროლების შეუძლებლობის პირობებში გამოვლენილი დროებითი რეაქცია. პიროვნული უმწეობა - ადამიანის საკმაოდ მყარი მოტივაციური მახასიათებელია, რომელიც ვითარდება არაკონტროლირებად და არაპროგნოზირებად გარემოსთან ხანგრძლივი ურთიერთდამოკიდებულების პროცესში და ვლინდება ჩაკეტილობაში, ემოციურ არამდგრადობაში, აგზნებულობაში, შიშში, პესიმისტურ განწყობებში, ბრალეულობის განცდაში, დაბალ თვითშეფასებაში, უამბიციობასა და უინიციატივობაში, გულგრილობაში, პასიურობაში, არაკრეატულობაში. ამ ფენომენს ხშირად რეაქტიულ დეპრესიას ადარებენ. აღნიშნული ფენომენის მზაკვრობა ის გახლავთ, რომ მას ახასიათებს გაფართოების ტენდენცია და ვრცელდება იმ ქმედებებზეც, რომელიც საერთოდ არაფრით უკავშირდება "დასწავლილ" ქცევას. მაგალითად: ადამიანი, რომელიც სამსახურში პრობლემებს აწყდება, აღმოაჩენს რომ მას არც საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაჭრის უნარი შესწევს. როგორც სელიგმანი აღნიშნავდა დასწავლილი უმწეობა ადრეულ ასაკში უყალიბდებათ ბავშვებს, ამიტომ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია მშობლებისა და მასწავლებლების როლი. განსაკუთრებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ისეთ ბავშვებთან ურთიერთობისას, რომელთა თვითშეფასება გარშემომყოფთა შეფასებაზეა დამოკიდებული. ვინაიდან ბავშვები სწავლის საწყის ეტაპზე გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, სწორედ მასწავლებლებმა უნდა დაეხმარონ აკადემიური ჩამორჩენილობის მიზეზის გადალახვაში. ძალზე საზიანო მასწავლებლის მოასწავლესთან, როგორც უიმედოდ ჩამორჩენილთან (აუტსაიდერთან) ურთიერთობა, ეს დამოკიდებულება კი მიმიკაში, ინტონაციაში, ჟესტებში ვლინდება ამას კი მოასწავლეები უშეცდომოდ გრძნობენ.
დასწავლილი უმწეობის ძირითადი განმსაზღვრელია ის თუ რას მიაწერ წარუმატებლებას - გარეგან თუ შინაგან მიზეზს, ეს არის დასწავლილი უმწეობის განსაზღრელი ერთადერთი განწყობა. ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ წარუმატებლობას განიცდის მხოლოდ "აქ" და "ამჟამად". შეიძლება პირიქითაც ფიქრობდეს, რომ წარუმატებლობა მისი ცხოვრების მუდმივი თანამდევია, თანაც ნებისმიერ საქმიანობაში. მართლაც, ჩამორჩენილ მოსწავლეს შეიძლება მიაჩნდეს რომ ცუდი ნიშნების საფუძველი ინტელექტის დაბალი დონეა- ეს კი უმწეობის შინაგანი მიზეზია- სტაბილური და გლობალური, რადგან დაბალი ინტელექტის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება ყველაფერში წარუმატებელი იყოს და ეს განცდა მუდამ გაჰყვეს. არსებობს მეორე ვარიანტი როცა მოსწავლე ცუდ ნიშნებს გადაღლას აბრალებს. მართალია ამ შემთხვევაშიც მიზეზი შინაგანია მაგრამ არა სტაბილური რადგან დაისვენებ, გამოკეთდები და უკეთ ისწავლი.
აღნიშნული თემის პოზიტიური ასპექტით დასრულების მიზნით, ხაზს გავუსვამ განწყობის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანის ნებისმიერი აქტივობის განხორციელებაში. სწორედ განწყობაა ჩვენი ქცევის წარმმართველი ძალა, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა არასდროს მოირგოთ მსხვერპლის როლი, განდევნეთ ნეგატიური და ტოქსიკური ფიქრები იხელმძღვანელეთ შემდეგი ფრაზით: "არავის მივცემ ჩემს გონებაში ტალახიანი ფეხებით შემობიჯების უფლებას!"© მაჰათმა განდი.

და ბოლოს დავასრულებ სტატიას დიმიტრი უზნაძის სიტყვებით: " თუ ადამიანის განწყობა სტერეოტიპული და არასწორი შეხედულებებისგან შექმნილი ბარიერების მიერ არის შეზღუდული, მისთვის ნაყოფიერი მოქმედებისა და ცვლილებებისთვის აუცილებელი იმპულსის გზა ჩახერგილია."




















39
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლინდა ქათამაძე
ლინდა ქათამაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
10 კვლევა ინტელექტის შესახებ10 კვლევა ინტელექტის შესახებ
ის, რომ მაღალ ინტელექტს ბევრი სარგებელი აქვს, საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს...
ფაქტები, რომლებსაც მეცნიერები ვერ ხსნიანფაქტები, რომლებსაც მეცნიერები ვერ ხსნიან
1. როგორ გაჩნდა სიცოცხლე? მიუხედავად უამრავი თეორიისა, ზუსტა...
სწავლების პროცესის დანერგვა : მასწავლებლის აუცილებებლი უნარები , სწავლების აუცილებებლი უნარები
მასწავლებლის აუცილებელი უნარები მრავალი კვლევის მიხედვით დადგენილი მასწავლებლის აუცილებელი უნარები შეჯამებულია და...