x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტრაგედია,რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.
image



აშშ-ს ქალაქ ნიუ-ჯერსიში საშინელი ტრაგედია მოხდა.


ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი (1 და 3 წლის) ავტომანქანაში ჩასხდნენ.მისი მეუღლე გზას წმენდდა თოვლისგან.(ამას ხომ ყველა ასე აკეთებს თოვლიან დღეებში.)


რამდენიმე წუთში მისი ოჯახის სამივე წევრი დაიღუპა.



ეს მოხდა 23 იანვარს.ეს ისტორია საჭიროა ყველამ იცოდეს.


Washington Post წერს, რომ დედამ გადაწყვიტა თბილად მჯდარიყო მანქანაში შვილებთან ერთად.მამამ გზის გადათოვლვა დაიწყო.მან ვერ შეამჩნია, რომ გამოსაბოლქვ მილში თოვლი იყო შეყრილი.სასიკვდილო გამონაბოლქვი გაზი მთლიანად შევიდა მანქანაში და რამდენიმე წუთში მოკლა სამივე.


ნახშირჟანგს ''ჩუმ მკვლელს'' ეძახიან.მას არ აქვს სუნი, გემო და ფერი.ის ძალიან ტოქსიკურია.



ადამიანი მას ვერ გრძნობს და უეცრად ''იძინებს'', გონებას კარგავს.ფაქტიურად საეჭვოს ამ დროს ვერც გრძნობს ვერაფერს.



ექსპერტი კრის დიბელი გვირჩევს- ''ნებისმიერ თოვლს, რომელიც მანქანის გამოსაბოლქვ მილშია შეყრილი, შეუძლია მოგკლათ.მანქანის გაწმენდვა დაიწყეთ მილიდან.ეს გააკეთეთ მანქანის დაქოქვამდე.''


ასეთივე გაფრთხილება გაავრცელა ნიუ-ჯერსის მუნიციპალიტეტმა.


1999 წლიდან 2010 წლამდე მონაკვეთში, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი უბედური შემთხვევებისგან დაიღუპა 5100 ადამიანზე მეტი.


რა თქმა უნდა ეს საშინელი ისტორიაა და ყველას გვაფრთხილებს: ჩვენ ხომ უმრავლეს შემთხვევაში არასოდეს არ დავკვირვებივართ ამ თითქოს უმნიშვნელო დეტალს.

0
3449
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
3449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0