x
რეალური ისტორია თუ როგორ მიირთმევდა სასადილოს მზარეული მჟავე მწნილს კასრიდან, სადაც მკვდარი ვირთხა ეგდო.
29 იანვარი, 13:36

image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ ასაკით ჩემზე ბევრად "უფროსია", მისი მთავარი "გმირი" კი მეგობრის ბაბუაა.
ეს ისტორია ზუგდიდის გარეუბანში ერთერთ სასადილოში მზარეულად მუშაობისას გადახდა თავს ბატონ შოთას და დღესაც გაკვირვებით ამბობს: ან მე ან სასადილოს კლიენტები როგორ არ მოვიწამლეთო!
სასადილოში, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს იყო და რკინიგზის თანამშრომლებთან ერთად, მგზავრებიც და "საქმიანი ეზოს" მუშებიც ხშირად სტუმრობდნენ მზარეულად დაიწყო ბატონმა შოთამ მუშაობა.
მზარეული კი მართლაც კარგი იყო და სასადილოს მენიუში უხვად იყო ასარჩევად კერძები, თუმცა მისი თქმით მუშები უფრო არაყს და მჟავე კიტრს უფრო ითხოვდნენ, ვიდრე სხვა კლიენტები.
ბატონმა შოთამ როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩებოდი მეც გავდიოდი სასადილოს დარბაზში და ნაცნობ მუშებთან ერთად ჩემს ხარჯზე მიტანილი არყით და მჟავე მწნილით მეც ბევრჯერ გამიტარებია დროო.
მწნილს ხის კასრში ვამჟავებდი და სასადილოში მისი ხშირი მოხმარების გამო, 1–2 კასრი მუდამ მქონდა "გახაზირებულიო".
ერთხელაც როცა ერთერთ კასრთან მივედი მწნილის ამოსაღებად და მწნილის ამოსაღებად განკუთვნილი ჩამჩა ამოვავლე, დავინახე მწნილთან ერთად რაღაც უცნაური ფორმის გაურკვეველი რამ ამოჰყვაო, კასრიდან რომ ამოვიღე ლამის ცუდად გავხდი, ისეთი რამ აღმოჩნდაო და არ იკითხავთ რა იყო?!
არც მეტი და არც ნაკლები ვირთხა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ–გაქუცული ვირთხა, რომელსაც მჟავე მწნილში ბალანი და ბეწვი ნაწილობრივ გაცლოდა და საშინელი სანახავი იყოო.
ბუნებრივია მწნილი გადავყარე და მერე მთელი დღე მინერალური წყლის გარდა ლუკმა არ გადამსვლია პირში, რამდენჯერაც ჭამა დავაპირე იმდენი იმ კასრიდან ამოღებული მწნილი მახსენდებოდა და ცუდად ვხდებოდიო. კლიენტებმაც ბევრჯერ გადმომძახეს: შოთა გამოდი ჩვენთანო, მაგრამ არც დალევის და მით უფრო ჭამის მადაც და განწყობაც დამეკარგაო.
მერე იმაზე დავიწყე ფიქრი დახურულ კასრში თუ როგორ უნდა მომხვდარიყო ვირთხა და ეს ამბავი სასადილოს მებუფეტეს გავანდეო, იმასაც ჩემსავით "ელდა ეცა" და ბოლოს გაიხსენა, სასადილოს გამგემ ითხოვა რამდენიმე დღის წინ მისთვის მწნილი გამეტანებინა, რადგან შენ უკვე წასული იყავი მე ამოვიღე და გავატანე, კასრის თავი ღია დამრჩენოდა და მეორე დილით დავახურეო.
ეტყობა ვირთხა შიმშილმა ან ცნობისმოყვარეობამ აიყვანა კასრის თავზე, საიდანაც კასრში ან ჩახტა ან ჩავარდა და დაიხრჩოო–ასე დაამთავრა შოთა ბაბუამ ეს ისტორია, თან დაამატა 83 წლის კაცი ვარ და იმ დღის მერე არსად, საკუთარ ოჯახშიც კი მჟავე მწნილი არც კი გამისინჯავსო.

432
16-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
29 იანვარი, 14:48
დრო რომ გექნება მომიყევი. :)))
29 იანვარი, 14:45
კაი ისტორიააა))))))..მაგის მსგავსი ამბავი მეც გადამხდა))))))
0 1 2
ნატაშა კარალიოვამ მაყურებელი შოკში ჩააგდონატაშა კარალიოვამ მაყურებელი შოკში ჩააგდო
ქალაქ უფაში ჩატარდა რუსი მომღერლის, ნატაშა კარალიოვას კონცერტი.ამ პოპ...
მამაკაცური "ღირსების" ქალური შეფასებამამაკაცური "ღირსების" ქალური შეფასება
შვეიცარიელი ექიმები ციურიხის ბავშვთა ჰოსპიტალის უნივერსიტეტიდან(Universit...
რატომ დაიღუპა პატარძალი ქორწილის პირველ ღამესრატომ დაიღუპა პატარძალი ქორწილის პირველ ღამეს
არავისთვის არაა საიდუმლო ის ფაქტი, რომ არაბულ სამყაროში მიღებულია...
10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"
ხშირი არა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი "მკვდრეთით ღდგე...
გაყალბებული ინტერაქტივი რა მოხდა გადაცემა 59 წამში?გაყალბებული ინტერაქტივი რა მოხდა გადაცემა 59 წამში?
რა მოხდა გადაცემა 59 წამში? რატომ შეიცვალა დავით ონოფრიშვილ...
მსოფლიო ისტორიის უძლიერესი მებრძოლები!მსოფლიო ისტორიის უძლიერესი მებრძოლები!
როგორც იცით, მსოფლიო ისტორიაში არსებობდნენ უძიერესი მებრძოლები, რომლ...
მონიკა ბელუჩი მოდების ჩვენებაზე საცვლების გარეშე მივიდამონიკა ბელუჩი მოდების ჩვენებაზე საცვლების გარეშე მივიდა
მონიკა ბელუჩი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ...
ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I )ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I )
სტატიაში წარმოგიდგენილია ცნობილი ადამიანების ბრ...