x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რეალური ისტორია თუ როგორ მიირთმევდა სასადილოს მზარეული მჟავე მწნილს კასრიდან, სადაც მკვდარი ვირთხა ეგდო.

image ისტორია რომელზეც მინდა მოგითხროთ ასაკით ჩემზე ბევრად "უფროსია", მისი მთავარი "გმირი" კი მეგობრის ბაბუაა.
ეს ისტორია ზუგდიდის გარეუბანში ერთერთ სასადილოში მზარეულად მუშაობისას გადახდა თავს ბატონ შოთას და დღესაც გაკვირვებით ამბობს: ან მე ან სასადილოს კლიენტები როგორ არ მოვიწამლეთო!
სასადილოში, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს იყო და რკინიგზის თანამშრომლებთან ერთად, მგზავრებიც და "საქმიანი ეზოს" მუშებიც ხშირად სტუმრობდნენ მზარეულად დაიწყო ბატონმა შოთამ მუშაობა.
მზარეული კი მართლაც კარგი იყო და სასადილოს მენიუში უხვად იყო ასარჩევად კერძები, თუმცა მისი თქმით მუშები უფრო არაყს და მჟავე კიტრს უფრო ითხოვდნენ, ვიდრე სხვა კლიენტები.
ბატონმა შოთამ როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩებოდი მეც გავდიოდი სასადილოს დარბაზში და ნაცნობ მუშებთან ერთად ჩემს ხარჯზე მიტანილი არყით და მჟავე მწნილით მეც ბევრჯერ გამიტარებია დროო.
მწნილს ხის კასრში ვამჟავებდი და სასადილოში მისი ხშირი მოხმარების გამო, 1–2 კასრი მუდამ მქონდა "გახაზირებულიო".
ერთხელაც როცა ერთერთ კასრთან მივედი მწნილის ამოსაღებად და მწნილის ამოსაღებად განკუთვნილი ჩამჩა ამოვავლე, დავინახე მწნილთან ერთად რაღაც უცნაური ფორმის გაურკვეველი რამ ამოჰყვაო, კასრიდან რომ ამოვიღე ლამის ცუდად გავხდი, ისეთი რამ აღმოჩნდაო და არ იკითხავთ რა იყო?!
არც მეტი და არც ნაკლები ვირთხა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ–გაქუცული ვირთხა, რომელსაც მჟავე მწნილში ბალანი და ბეწვი ნაწილობრივ გაცლოდა და საშინელი სანახავი იყოო.
ბუნებრივია მწნილი გადავყარე და მერე მთელი დღე მინერალური წყლის გარდა ლუკმა არ გადამსვლია პირში, რამდენჯერაც ჭამა დავაპირე იმდენი იმ კასრიდან ამოღებული მწნილი მახსენდებოდა და ცუდად ვხდებოდიო. კლიენტებმაც ბევრჯერ გადმომძახეს: შოთა გამოდი ჩვენთანო, მაგრამ არც დალევის და მით უფრო ჭამის მადაც და განწყობაც დამეკარგაო.
მერე იმაზე დავიწყე ფიქრი დახურულ კასრში თუ როგორ უნდა მომხვდარიყო ვირთხა და ეს ამბავი სასადილოს მებუფეტეს გავანდეო, იმასაც ჩემსავით "ელდა ეცა" და ბოლოს გაიხსენა, სასადილოს გამგემ ითხოვა რამდენიმე დღის წინ მისთვის მწნილი გამეტანებინა, რადგან შენ უკვე წასული იყავი მე ამოვიღე და გავატანე, კასრის თავი ღია დამრჩენოდა და მეორე დილით დავახურეო.
ეტყობა ვირთხა შიმშილმა ან ცნობისმოყვარეობამ აიყვანა კასრის თავზე, საიდანაც კასრში ან ჩახტა ან ჩავარდა და დაიხრჩოო–ასე დაამთავრა შოთა ბაბუამ ეს ისტორია, თან დაამატა 83 წლის კაცი ვარ და იმ დღის მერე არსად, საკუთარ ოჯახშიც კი მჟავე მწნილი არც კი გამისინჯავსო.

2
438
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
438
  
2016, 29 იანვარი, 14:48
დრო რომ გექნება მომიყევი. :)))
2016, 29 იანვარი, 14:45
კაი ისტორიააა))))))..მაგის მსგავსი ამბავი მეც გადამხდა))))))
0 1 2