x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61695
  • ვიდეო:311079
  • სურათი:412069
რა თანხას ხარჯავენ ცნობილი ადამიანები თავის მოვლაზე


image

1. კეიტ მიდლტონი
image

კემბრიჯის ჰერცოგინიას მართლაც რომ იდეალური სახის ფერი და მშვენიერი მბრწყინავი თმა, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ძვირი ჯდება. ABC-ს კორესპონდენტებმა მცირე გამოძიება ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ მიდლტონს საკუთარი თავის მოვლა წლიურად დაახლოებით 37 ათასი დოლარი უჯდება.

კეიტის პრიორიტეტია თმის მოვლა: კვირაში 3-ჯერ მიდლტონი 75 დოლარიან ვარცხნილობას იკეთებს, ყოველ 6 კვირაში ერთხელ იღებავს და იჭრის და ამ ყველაფერში კეიტს წელიწადში 11 ათასი დოლარი ეხარჯება. კოსმეტიკური ბრენდებიდან მიდლტონი უპირატესობას ანიჭებს
Lancome-სა და Bobbi Brown-ს, კანის მოვლისთვის ირჩევს შვეიცარიულ ბრენდს Karin Herzog-ს. მანიკიურსა და პედიკურისა და პედიკურისათვის კეიტი იყენებს გელ-ლაქს Essie Allure, და ეს სიამოვნება მას ორ კვირაში 134 დოლარი უჯდება.

თვეში ორჯერ კეიტ მიდლტონი დასთან ერთად დადის "მომენტალურ გარუჯვაზე", რაც ყოველ ჯერზე 118 დოლარი ჯდება. აქვე არ უნდა დავივიწყოთ არც წელიწადში ერთხელ კბილების გათეთრების პროცედურა.

მიუხედავად ამ შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, სპეციალისტები თვლიან, რომ კეიტ მიდლტონმა შეძლო მიეგნო იდეალური ზღვარისთვის თავის მოვლასა და ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას შორის.


2. კიმ კარდაშიანი
image

კიმ კარდაშიანი ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანია, რომლებიც სილამაზის სალონებსა და თავის მოვლაზე უზარმაზარ ფულსა და დრს ხარჯავენ. როგორც მისი ფანატები ამტკიცებენ, კიმი სალონებში თვეში სულ ცოტა 180 საათს ატარებს.

ორ კვირაში ერთხელ კიმი 800 დოლარს ხარჯავს სალონ ბევერლი-ჰილზში მდებარე სალონში Bailey. კვირაში ორჯერ იკეთებს გლიკოლის მჟავით სახის გამაახალგაზრდავებელი პილინგის პროცედურას, თვეში ერთხელ კი - ოქროს ტერაპიას. რეგულარულად სახის ლაზერით მკურნალობა ეხმარება სახის ლამაზი ფერის შენარჩუნებაში, რაც 2 ათასი დოლარი უჯდება. კვირაში ერთხელ წარბების კორექციას იკეთებს, თვეში ორი დღე კი სპა პროცედურებს უთმობს. მისი საყვარელი პროცედურა, ტეკილას, მანდარინის ესენციისა და მზესუმზირის ზეთის შემცველი პილინგი კი 110 დოლარი ღირს.

დღეში ერთ საათს ცნობილი ლამაზმანი მასაჟსა და მანიკურს უთმობს. ვარცხნილობაზე იგი 500 დოლარს ხარჯავს და სამკურნალო ნიღბებსაც იკეთებს სახლის პირობებში. კიმს ყოველდღიურად აქვს ვარცხნილობები გაწერილი: "პირველ დღეს ჩემი სტილისტი მიკეთებს აფუებულ ვარცხნილობას, მეორე დღეს - უფრო ხშირად ვირჩევთ დაუდევარ ვარცხნილობას, მესამე დღეს - თმაზე ვისვამთ ცოტაოდენ ზეთს და ვაუთოვებთ, მეოთხე დღეს ცხენის კუდს ვიკეთებ, მეხუთე დღეს კი - ვიბან."


3. რიანა
image

რამდენადაც რიანას უყვარს თმის ფერსა და ვარცნილობაზე უჩვეულო ექსპერიმენტები, თმის მოვლაზეც უზარმაზარ ფულს ხარჯავს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ერთხელ სალონში სტუმრობა მომღერალს 7 ათასი დოლარი დაუჯდა!

დადის ხმები, რომ კვირაში მხოლოდ თმის სტილისტთან მომღერალი არანაკლებ 16 ათას დოლარს ხარჯავს. იგი ხშირად იზრდის თმას და პარიკებითაც სარგებლობს. ასევე ხშირი სტუმარია კოსმეტოლოგის და უპირატესობას ანიჭებს ჟანგბადის ნიღბებს, პლაზმოლიფტინგს და ლაზეროთერაპიას. ამ ყველაფრის ერთი სეანსი მომღერალს 150 დოლარი უჯდება.


4. ჯენიფერ ენისტონი
image

ჯენიფერ ენისტონი დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას და ვარსკვლავთა იმ ტოპ ათეულშიც შედის, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საერთოდ არ შეცვლილან. დასავლურმა გამოცემამ, Daily Mail-მა ერთხელ გაარკვია, რომ თვიურად სილამაზის სალონებში მსახიობი დაახლოებით 12 ათას დილარს ხარჯავს. აქედან 4 ათასი მიდის კოსმეტოლოგზე, 565 - თმის შეჭრაზე და 125 - გარუჯვაზე. ამას გარდა, ენისტონი დაახლოებით 2 ათას დოლარს ხარჯავს პირად მწვრთნელთან ვარჯიშზე და მასაჟზე.

5. ენ ჰეტუეი
image


განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მსახიობი აქცევს თმას. მას თმის ლამაზი ბუნებრივი ფერი აქვს, რომელსაც ინარჩუნებს კიდეც სპეციალური პროცედურებით.

მისი სტილისტი უკვე მრავალი წელია არის ტეგ გიბსონი, რომელთანაც ერთი ვიზიტი 950 დოლარი ღირს.

6. დევიდ ბეკჰემი
image

ქალებს არც ვარსკვლავი მამაკაცები ჩამორჩებიან. სპორტსმენი და მოდელი დევიდ ბეკჰემი, ყოველთვიურად სპორტდარბაზში ვარჯიშზე არანალებ 2 ათას დოლარს ხარჯავს. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია. ვარცხნილობა, რომელსაც ბევრი მამაკაცი შენატრის, დევიდს 6 ათასი დოლარი უჯდება!

504
9-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
29 იანვარი, 15:12
;(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((( მც მინდა
0 1 1