x
საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზე სომხეთის უარს აფხაზეთი ეხმიანება
29 იანვარი, 2:36

imageაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუსლან აჯინჯალი სოხუმში არშემდგარ ფეხბურთის მატჩს ეხმიანება და აცხადებს, რომ სომხეთის გუნდმა “არარატმა” პოლიტიკური მიზეზებით თქვა უარი მატჩში მონაწილობაზე.


“მატჩი არ შედგა, რადგან გუნდ “არარატს” ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ” რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე” ტარდება, მონაწილეობა აუკრძალეს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ფორმულირებით მიმართა საქართველოს სახელმწიფომ სომხეთის წარმომადგენლობას. ვერ ვხვდები, თუ რატომ არ პასუხობს სომხეთი ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას იმავე დამოკიდებულებით. აფხაზეთში სომხური სათვისტმო და სომხური სკოლები ფუნქციონირებს და დიდი დიასპორაა. ეთნიკურად სომეხი ადამიანები არა მხოლოდ წამყვან პოლიტიკურ თანამდებობზე მყოფ პირებს შორის არიან, მათში ბევრია აფხაზეთის თავისუფლებისთვის თავდადებული ადამიანიც. აფხაზეთის რესპუბლიკამ ოფიცალურად აღიარა სომეხთა გენოციდი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს”, - განაცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა. ინფორმაციას კი “აფსნიპრესი”, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური სააგენტო ავრცელებს.


მისივე განცხადებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მიზანმიმართულად არ მიმართავს საპასუხო ზომებს და სანქციებს, რადგან პოლიტიკისა და ფეხბურთის აღრევა არ მოხდეს. ამხანაგური მატჩი ნიჟნი ნოვგოროდის საფეხბურთო კლუბ “ვოლგას” და სომხეთის “არარატს” შორის სოხუმში 27 იანვარს უნდა გამართულიყო.

685
7-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
   ქართული კლავიატურა
30 იანვარი, 22:43
რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, ეგ საცოდავები ერთ სტადიონს ვერ ავსებენ იმდენად ცოტანი არიან აფხაზეთშივე... ეთნოწმენდის მერეც კი საერთო მოსახლეობის 50% საც კი ვერ აღწევენ..
0 1 1
შოკისმომგვრელი კადრები რომლებსაც ინდოეთში ნახავთშოკისმომგვრელი კადრები რომლებსაც ინდოეთში ნახავთ
ალბათ ბევრ თქვენგან უოცნებია ინდოეთში მოგზაურობაზე და წარმოუდ...
“რეალმა” გასაშვები მოთამაშეების გვარები დაასახელა“რეალმა” გასაშვები მოთამაშეების გვარები დაასახელა
მადრიდის რეალმა იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც ...
ყველაზე უცნაური საფეხბურთო რეკორდებიყველაზე უცნაური საფეხბურთო რეკორდები
***არგენტინელმა მარტინ პალერმომ 1999 წელს კოლუმბიასთან მატჩში ვერ გაიტანა...
7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ...
უეფამ, საფეხბურთო კლუბების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა!უეფამ, საფეხბურთო კლუბების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა!
უეფა - საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც ა...
ცნობილი ფეხბურთელები ავიაკატასტროფაში დაღუპულ გუნდს ეხმარებიანცნობილი ფეხბურთელები ავიაკატასტროფაში დაღუპულ გუნდს ეხმარებიან
ლეგენდარული ფეხბურთელი მადრიდის"რეალიდან" რობერტ...
ფიფას პრობლემა 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატიაფიფას პრობლემა 2018 წლის რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატია
ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ციურიხში მიმდინარე კონგრე...
2002 წლიდან დღემდე - ნესტა ყველაზე ძვირად გაიყიდა2002 წლიდან დღემდე - ნესტა ყველაზე ძვირად გაიყიდა
იტალიურმა "მილანმა" "რომას" 24 წლის ნახევარმცველის ანდრეა ბერ...
რატომ უწოდა კოკემ რონალდუს გეი?რატომ უწოდა კოკემ რონალდუს გეი?
ფეხბურთის მოყვარულებში თუ მსოფლიო პრესაში არ ცხრება საუბარი კრიშტიანუ რონალდუს ...
კმაყოფილება არა ბუფონის, არამედ "იუვეს" გამო...კმაყოფილება არა ბუფონის, არამედ "იუვეს" გამო...
ყოფილი მის ჩეხეთი ალენა სერედოვა იტალიაში ცნობილი ქალბატონია. მ...