x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61795
  • ვიდეო:311333
  • სურათი:412199
თიკა ჯამბურია აღშფოთებულია: "სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაა ეს..."

image
თიკა ჯამბურია კურიერის რეპორტაჟს ეხმაურება. როგორც გაირკვა პანორამა თბილისი სწორედ მომღერლის სახლის წინ შენდება, რაც თიკას ძალიან აწუხებს. მომღერალი უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს ადამიანის უფლებებს მეტი ყურადღება მიაქციონ.

"ზუსტად ჩემი აივნიდან ერთ მეტრში შენდება 54 მეტრიანი კედელი!!! და ფიქრობენ, რომ ეს ნორმალურია!!! სად ვცხოვრობთ, რა ქვეყანაა ეს სადაც ადამიანის უფლებებს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ!!! გარდა იმისა, რომ მთელი ცხოვრება პანორამა თვილისის ჩრდილქვეშ უნდა ვიცხოვრო, აუტანელი გახდა აქ ამ პირობებში ცხოვრება, ხან წყალს გვიკეტავენ, ხან შუქი მიდის და ფაქტიურად, გაუჩერებელ მიწისზვრაში ვცხოვრობთ.

იქნებ ვინმემ იზრუნოს იმაზე რომ რუსთაველის 1 ნომერი გადარჩეს"-წერს თიკა სოციალურ ქსელში.

image

მომღერალი თიკა ჯამბურია ბავშვობიდან პოპულარულია და მისი პირადი ცხოვრებისადმი ინტერესიც დიდია. ის დაქორწინებული გახლდათ ბექა ხოფერიაზე. ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია განშორებით დასრულდა. წყვილს ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავს. ბექა სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ასირიელი ინა ოსიპოვაა. წყვილმა პატარა და მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა. რაც შეეხება თიკა ჯამბურიას მის პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის. "ჩემს პირადში არაფერი არ ხდება, ჯერ არც მეჩქარება. 24 წლის ასაკში არ მინდა მეორე ოჯახის შექმნა. მინდა ჯერ ვისწავლო და მყარად ვიდგე, როგორც ფინანსურად, ასევე პიროვნულად და ეს ყველაფერი, პირველ რიგში ნინასთვის. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნინა და მისი მომავალია''-ამტკიცებს თიკა.image

0
604
5-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0