x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71170
  • ვიდეო:324238
  • სურათი:426272
ოპერის თეატრში სკანდალური დეკორაცია შეცვალეს

image
ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია გახლავთ, წამყვან პარტიებს კი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი შეასრულებენ, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია.

საზოგადოების ყურადღება დეკორაციამ მიიპყრო და ახალი სკანდალიც აგორდა.

"ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე" -წერდა ნიკა გვარამია. მოგვიანებით კი ის ხსენებულ დეკორაციასაც გამოეხმაურა: "ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა "აბესალომ და ეთერში", მაშინ ხო, მაშინ კაი. რაღა მეთქმის - ყოფილა დიადი..."image

"განახლებულ ოპერაში, ქვის დეკორაციამ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. პირადად მე, არ ვიქნები ორიგინალური და ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა. ასევე თუ სადმე საქართველოს გარეთ ვარ, ყოველთვის ვცდილობ რამე ახალს დავესწრო და ბილეთში შემიძლია ბოლო ფული გადავიხადო (რადგან ყველგან დასწრება საკმაოდ ძვირია). გარდა იმისა რომ გენიალური მუსიკის მოსასმენად მივდივარ, არ მახსოვს ჯერ თანამედროვე დეკორაცია და დაგმა არ იყოს. ხან შიშვლები აუზში დარბიან, ხან ფალოსები უჭირავთ ხელში... ამით არც ბიზე და არც ვერდი საფლავში არ ტრიალებენ... პირიქით... ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ სანამ არ დაესწერებით წინასწარ ამხელა პანიკა, პასუხის მოთხოვნა და ისტერიკა არარის საჭირო... კაცმა არ იცის რა ჩანაფიქრია. მე მათი დამცველი არ ვარ და არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ სჯობს წარმატებები ვუსურვოთ და კრიტიკა პროფესიონალებს ვანდოთ, ვისაც მინიმუმ ბოლო პერიოდში უამრავი სპექტაკლი აქვთ ნანახი და მოსმენილი.... რაც შეეხება მაგ ქვას უფრო ამ უკომფორტულესი და უცნობილესი სავარძლის ინსპირაციას მაგონებს, რომელიც "საბა დიზაინში" იდგა... არარ მახსოვს ავტორი..."-განაცხადა სტეფანე მღებრიშვილმა.

დიდი სკნდალის შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება დეკორაციის შეცვლის თაობაზე. თუმცა კრიტიკოსები ალბათ ამ უკანასკნელსაც მოსცხებენ ჩირქს. imageimageimage






0
254
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0