x
image
K.P.
ვინ არის და როგორ გამოიყურება ჯანეტ ქერდიყოშვილის უზომოდ სიმპათიური ძმა?

image
"
მის საქართველო 2011"-ს ჯანეტ ქერდიყოშვილს მთელი ქვეყანა იცნობს. გოგონა პროფესიით ჟურნალისტია და მოდელობა მისი ჰობია. ჯანეტი საკმაოდ ტრადიციული ოჯახიდანაა. მას ერთი ძმა ჰყავს, ჯეკო ქერდიყოშვილი. ჯანეტის ღვთაებრივ სილამაზეზე არავინ კამათობს, თუნდა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ძმაც უზომოდ სიმპათიურია. ის ჯანეტზე ორიოდე წლით პატარაა. მის საქართველომ ჯეკოსთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ირკვევა ჯეკომ 51 საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდგომ კი განათლება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო.

image

ჯანეტი და ჯეკო ხან საქართველოში, ხანაც რუსეთში იზრდებოდნენ. გოგონა ორივე ენასა და კულტურას კარგად იცნობს, თუმცა სამშობლო განსაკუთრებულად უყვარს. ულამაზესი ჯანეტი ჯერ დაქორწინებული არ გახლავთ და შესაბამისად, საქართველოში ბევრისთვის სასურველ სარძლოდ ითვლება.. ჯანეტის მოსაზრებები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობასა და ღალატზე ცოტახნის წინ საზოგადოების განხილვის თემად იქცა, გოგონა კი ბოლომდე საკუთარ აზრზე რჩება.

image
ჯანეტსა და ჯეკოს მესამე დედმამიშვილი ანეტი ჰყავდათ, მაგრამ გოგონა უბედურმა შემთხვევამ იმხვერპლა. "მე და დედაჩემი გავედით საქმეებზე, მოსამზადებელი პერიოდი იყო, მის მსოფლიოზე მივემგზავრებოდი. სახლში დავტოვეთ ჩემი ძმა და ჩემი და, ანეტი. 10 წლის იყო, ძაან მაღალი იყო, თანადი, პუტკუნა ხელებით, ლოყებით... ვიღაცეებმა დაიწყეს კარებზე რეკვა. მას შეეშინდა, ვიღაც რეკავდა, თან მარტო იყო. ეტყობა, ისე გააღო ფანჯარა, ვერ დაიჭირა წონასწორობა"-გვიამბო ჯანეტმა.imageimageimageimageimage




1
1600
8-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1600
  
2016, 4 თებერვალი, 16:19
მაგის ძმა არ მაინტერესებს მარა ეს გოგო მაგრა მევასება
0 1 1