x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
უძილობა: 10 ძირითადი ფსიქოლოგიური შედეგი

imageუძილობა შესაძლოა საშინლად გვაგრძნობინებდეს თავს, თუმცა რეალურად რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას აზროვნებასა და ტვინზე?

ამერიკელი რენდი გარდნერი ფლობს მეცნიერულად დოკუმენტირებულ ჩანაწერს, რომ მან ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შეძლო ძილის გარეშე ყოფნა. სტიმულანტების დახმარების გარეშე ის ფხიზლად იმყოფებოდა 264.4 საათის განმავლობაში, რაც 11 დღე და 24 წუთია.

მისი მოტივაციის ნაწილი იყო იმის ჩვენება, რომ უძილობას არც ისე ცუდი შედეგები აქვს.

თუმცა ის ნამდვილად ცდებოდა. ფაქტობრივად, მას აწუხებდა პარანოია, ჰალუცინაციები, ცუდი გუნება-განწყობა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები. თუმცა მან თავად ვერ შენიშნა ეს პრობლემები.

გარდა იმისა, რომ უძილობა საშინელი განცდაა, ქვემოთ ჩამოთვლილია 10 ძირითადი ფსიქოლოგიური შედეგი, რომლის გამოწვევაც მას შეუძლია.


1. უძილობა ართულებს ტვინის მუშაობას


რადგანაც ტვინს, რომელსაც აკლია ძილი, ვერ მუშაობს ეფექტურად, უწევს უფრო მეტი მუშაობა.

ეს დემონსტრირებული იყო ტვინის ვიზუალურ კვლევებში, სადაც ტვინი, რომელსაც აკლდა ძილი ენერგიას განსაკუთრებული ძალებით "ტუმბავდა" პრეფრონტალურ ქერქში, რითაც ცდილობდა ძილით გამოწვეული შედეგების გადალახვას.


2. ქვეითდება ხანმოკლე მეხსიერება

უძილობა იწვევს მუშა მეხსიერების მკვეთრ დაქვეითებას.

მუშა მეხსიერების გარეშე ადამიანს არ შეუძლია ტელეფონის ნომრის რამდენიმე ციფრის დამახსოვრებაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპლექსურ ამოცანებზე. ამიტომაც არის, რომ უძილობისას მხოლოდ "წრეზე ვმოძრაობთ" და ვერ ვახერხებთ პროგრესირებას.

რენდი გარდნერს უძილობის მეთერთმეტე დღეს მისცეს დავალება, რომ ასისთვის გამოეკლო შვიდი, შემდეგ მიღებული შედეგისთვისაც შვიდი და ასე ბოლომდე. ის შეჩერდა 65-ზე და თქვა, რომ წარმოდგენა აღარ ჰქონდა რას აკეთებდა.


3.ქვეითდება ხანგრძლივი მეხსიერება


ძილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების კონსოლიდაციაში.

მაშინ, როდესაც ჩვენ გვძინავს, ჩვენი ტვინი გასცემს ბრძანებებს, ინტეგრირებას ახდენს და ნათლად აყალიბებს, თუ რა გადაგვხდა.

უძილობა ხელს უშლის ამ პროცესს, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე ექმნება ხანგრძლივ მეხსიერებას, რთულდება ახალი ჩვევების ათვისება.


4.ქვეითდება ყურადღება


ადამიანებს აქვთ წარმოუდგენელი ძალები ყურადღების მხრივ: შეგვიძლია გავარჩიოთ ერთი ხმა მეორისგან, გავარჩიოთ ერთი ობიექტი სხვა ობიექტებისგან და ვიზუალური დისტრაქტორებისგან.

უძილობა იწვევს ამ შესაძლებლობების დაქვეითებას. საკმარისი ძილის გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს შეგრძნებებს. ეს ნაწილობრივ იგივეა, რაც ყურადღების გაფანტვა, როდესაც დაღლილი ვართ.


5. ქვეითდება დაგეგმვის უნარი


36 საათის უძილობის შემდეგ, ქვეითდება საკუთარი ქცევების კოორდინაციისა და დაგეგმვის უნარი.

ცდები აჩვენებს, რომ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის უნარი, როდის დავიწყოთ და დავასრულოთ ამოცანების, პრობლემების გადაწყვეტა, უძილობის შედეგად ქვეითდება.

ის ადამიანები, რომელთაც ძილის ნაკლებობა აქვთ, ხშირად არიან გადაუწყვეტელ მდგომარეობაში.


6.აქტიურდება ჩვევები

რადგანაც ძილის ნაკლებობის მქონე ადამიანებს უჭირთ გეგმების დაწყობა და კონტროლი, თუ როდის დაიწყონ და დაასრულონ მოქმედება, მათ უწევთ ტვინის ავტომატურ სისტემებზე დაყრდნობა, კონკრეტულად კი ჩვევებზე.

უძილობა ნიშნავს, რომ ჩვენ მეტად ვეყრდნობით განმეორებად ქცევებს მსგავს სიტუაციებში. ეს კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც დადებით ჩვევებზეა საუბარი, თუმცა ცუდია უარყოფითი ჩვევების შემთხვევაში.


7. სარისკო ქცევა


ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გვიან ღამით უთამაშია პოკერი, ეცოდინება უცნაური გავლენის შესახებ მათი რისკის გრძნობაზე.

კვლევებში, რომლებშიც გამოყენებული იყო ბანქოს თამაშები, მოთამაშეები, რომელთაც ძილი აკლდათ, გამუდმებით ერთსა და იმავე სტრატეგიას იყენებდნენ. მათ არ შეეძლოთ საკუთარი თამაშის გეგმის შეცვლა გამოცდილების საფუძველზე.

უძილო ადამიანები გამუდმებით იქცევიან სარისკოდ, მაშინაც კი, თუ ეს აშკარად არ არის მათთვის სიკეთის მომტანი.


8.ტვინის უჯრედების კვდომა

ბევრი სხვადასხვა კვლევა მიუთითებს, რომ უძილობა იწვევს ტვინის უჯრედების დაზიანებას.

ერთ-ერთი კვლევის შედეგებში გამოვლინდა, რომ თაგვებში ტვინის კონკრეტული უჯრედების 25% დაზიანდა უძილობის შედეგად.

სხვა კვლევების თანახმად, აღმოჩენილია თეთრი ნივთიერების დაბალი ინტეგრირებულობა ტვინში, რაც შესაძლოა უძილობის შედეგი იყოს.

უძილობა როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიოლოგიურადაც უარყოფითია.


9.მანია

თუ ადამიანი ჩვეულებრივ ხშირად განიცდის უძილობა, შესაძლოა დაიწყოს მანიის განვითარება.

სიმპტომები მოიცავს ფსიქოზს, პარანოიას, მაღალ ენერგიულობას, ჰალუცინაციას, აგრესიას და სხვა.

კავშირები აღმოჩენილია უძილობასა და ფსიქიკურ აშლილობებს შორის.

ასევე, ფსიქკურ აშლილობასაც შეუძლია უძილობის გამოწვევა.

თუ უძილობა დიდხანს გრძელდება, შესაძლოა შეიქმნას მანკიერი წრე.


10. ავტოავარია

უძილობის შედეგებმა შესაძლოა არა მაშინვე, არამედ მოგვიანებით იჩინოს თავი.

შეიძლება ყოველ ღამე ძილი 1 ან 2 საათი დაგვაკლდეს, მაგრამ ვერ შევნოშნოთ საზიანო შედეგი.

კვლევების მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ამ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილს, ვერ აცნობიერებენ პრობლემის სერიოზულობას.

ავტომობილის მართვა, მაშინ, როდესაც უძილო ვართ, შესაძლოა იმაზე უარესი იყოს, ვიდრე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვაა- მას ბევრი ასეთივე შედეგი აქვს, თუმცა შესაძლოა ნაკლებად თვალსაჩინო იყოს მძღოლისთვის.

































































0
76
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0