x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134483
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
იმქვეყნიური სამყაროს არსებობასთან დაკავშირებით მეცნიერებმა პირველი სერიოზული მტკიცებულება მიიღეს

image


არსებობს თუ არა გარდა მატერიალურისა კიდევ სხვა სამყარო? ის ადგილი სადაც სულები ბინადრობენ? საღი აზრი გვკარნახობს, რომ არანაირი შანსი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. თუმცა, მეცნიერები, ჩვენდა გასაკვირად, სულ სხვა აზრისანი არიან. მათ მიაჩნიათ, რომ ამაში გარკვევა შესაძლებელია. მაგალითისთვის მოჰყავთ ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. განსაკუთრებით ისინი, რომელთაც სჯერათ რომ იმქვეყნად იყვნენ, დაბრუნებისას კი იქ ნანახს იხსენებენ. "სიკვდილის პირა გამოცდილება"– ამ ფენომენს ასე უწოდებენ.


2000 წელს ექიმებმა – ჰოლანდიელმა კარდიოლოგმა პიმ ვან ლომელმა და მისმა ბრიტანელმა კოლეგამ კრისტოფერ ფრენჩმა, ანომალიური ფსიქოლოგიური მოვლენების შესწავლის ცენტრიდან, რომელიც ლონდონში მდებარეობს, ჩაატარეს მასშტაბური კვლევა – მონაწილეობას იღებდა 344 ადამიანი 10 საავადმყოფოდან, რომლებმაც საიქიოში იმოგზაურეს. შედეგებმა საზოგადოება გააოგნა. განსაკუთრებით კი ათეისტები. ექიმებმა აღიარეს, რომ მათ ვერ შეძლეს უტყუარი მტკიცებულების მოპოვება იმქვეყნიური სამყარო არ არსებობის შესახებ. მათი ინფორმაციით, დროებით გარდაცვლილი პაციენტები ნამდვილად უახლოვდებოდნენ "საიქიოს კარიბჭეს."


2008 წელს ჰოლანდიელი ექიმის ნაკვალევს გაჰყვა სემ პარნია (Dr Sam Parnia), თავდაპირველად ის საუთჰემპტონის უნივერსიტეტში (University of Southampton) მოღვაწეობდა, ამჟამად კი ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში (State University of New York) მუშაობს. ექიმმა პარნიამ ამ საკითხით კიდევ 40 კოლეგა დააინტერესა, რომელებიც ამ ფენომენის შემოწმებას შეუდგნენ, კონკრეტულად სულის მიერ სხეულის დატოვებას. საიქიოდან დაბრუნებული ადამიანების მეოთხედი ირწმუნება, რომ ისინი საკუთარ თავს გვერდიდან უყურებდნენ, როცა უგონოდ იყვნენ. თითქოს რაღაც ტოვებდა სხეულს და ჭერიდან დასცქეროდა.


image


კვლევაში უნდა მიეღო მონაწილეობა 25 საავადმყოფოს ინგლისიდან, შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. რეანიმატოლოგების დახმარებით მეცნიერებს უნდა გამოეკვლიათ 1500 პაციენტი, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს. მათ უნდა დაეფიქსირებინათ, მართლა ტოვებდა თუ არა სხეულს სული. ამ მიზნით, მათ თაროები უნდა დაემონტაჟებინათ ჭერში, რომელზეც სურათებს დააწყობდნენ ისე, რომ საწოლიდან მათი დანახვა შეუძლებელი ყოფილიყო. მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებს ჰკითხავდნენ, თუ რის დანახვას შეძლებდნენ. სულის ჭერში ასვლის შემთხვევაში, ისინი პასუხის გაცემას შეძლებდნენ.

გეგმის მიხედვით კვლევები 2011 წელს უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ძალიან გაგრძელდა. სემ პარნიამ და მისმა კოლეგებმა დასკვნები მხოლოდ ახლახანს გააკეთეს, წინასწარი შედეგები ჟურნალ Resuscitation –ში გამოაქვეყნეს.


image
საერთო ჯამში, გამოიკვლიეს 2060-ზე მეტი პაციენტი 15 საავდმყოფოდან დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ავსტრიაში. ყველა მათგანს გული გაუჩერდა და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მათგან 330 გადარჩა, რომელთაგან 140 ადამიანი საიქიოს შესახებ ყვებოდა. აქედან 26-მა კი დაადსტურა, რომ მათმა სულმა სხეული დატოვა. პარნია არ გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, ამ პაციენტებმა ნახეს თუ არა თაროზე მოთავსებული სურათები. ამათგან 13% სულის სხეულიდან გამოყოფის პროცესს აღწერს.

მეცნიერებმა დეტალურად ჩაიწერეს 57 წლის სოციალური მუშაკის ჩვენება დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც 3 წუთის მანძილზე განიცადა კლინიკური სიკვდილი. მან ზუსტად აღწერა რა ხდებოდა ირგვლივ იმ დროს, მათ შორის ექიმების მოქმედება, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ პაციენტის რეანიმაციით, სამედიცინო აპარატურის ხმები.


image


– ტვინი ითიშება გულის გაჩერებიდან 20-30 წამის შემდეგ, ჟანგბადის უქონლობის გამო მას არ შეუძლია რაიმეს დამახსოვრება – ამბობს სემ პარნია. – და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ცნობიერება ან სული ტვინის გარეთაც არსებობს.

თუმცა, მკვლევარები ფრთხილობენ მეცნიერული დასკვნების გაკეთებისას. თავიანთ ანგარიშში ისინი ხაზს უსვამენ, რომ ჯერ მათ შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, რომ ცნობიერება, სულ ცოტა 3 წუთი ცოცხლობს სიკვდილის შემდეგ. ეს კი იმქვეყნიური სამყაროს არსებობის ნამდვილად სერიოზული მინიშნებაა.


2
3171
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3171
  
2018, 19 მაისი, 11:18
აქ ყველაზე დამაფიქრებელი არის პარნიას სირიზმი, კი მაგრამ რატომ არ გვაწვდის და რა უფლებით არ გვაწვდის მთავარ ინფორმაციას ამ კვლევაში რაც იყო, ანუ დაინახეს თუ არა ჭერზე სურათები პაციენტებმა.. თუ დაინახეს, ესეიგი ნამდვილ ფენომენთან გვაქვს საქმე და დამტკიცდება, რომ ადამიანის ცნობიერებას არსებობა უსხეულოდაც შეუძლია, მაგრამ თუ ამას მალავს და ამავე დროს მაინც იმას ამბობს, რომ აი არსებობს ცნობიერება სხეულგარეშეო, მაშინ იტყუება ან თავს ირწმუნებს და სხვებსაც იმედს აძლევს. ერთი სიტყვით არ უნდა დამალოს და ბოლომდე უნდა თქვას შედეგები....
2017, 13 ივლისი, 15:21
ასეთი კვლევები დოქტორ მოუდის აქვს ჩატარებული და წიგნიც აქვს გამოცემული ( მე რუსულ ენაზე მაქვს წაკითხული) სადაც 150 - მდე კლინიკური სიკვდილდან დაბრუნებული ადამიანი ჰყავს გამოკითხული და მათი უმეტესობა ერთნაირი სიზუსტით აღწერს საიქიოში მოგზაურობას, უზენაესის ხილვას და სხვა... ასე რომ , განა შეიძლება ღვთის ქმნილება - ადამიანი ასე უაპელაციოდ გაქრეს ჩვენს ცოდვა - მადლის მიუხედავად,განა არაფერს ნიშნავს წმინდა მამების სწავლებანი, ხილვები და ა. შ. ?
0 1 2