x
სკოლების მზაობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მისაღებად
28 იანვარი, 20:11

image
საზოგადოება დინამიური სისტემაა, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ამა თუ იმ გამწვევათა დაძლევის გზაზე მან არა ერთი ცვლილება განიცადა, თუმცა მის როლი ადამიანის სოციალიზაციისა და განვითარების პროცესში კვლავაც უცვლელი დარჩა.

ადამიანის ჩამოყალიბება, მისი ძირითადი ბირთვის შენება სწორედ სოციალიზაციის

პროცესით იწყება. ნორმებისა და ღირებულებების ათვისებით ხდება საზოგადოებაში

ინტეგრაცია, რაც მიკუთვნებულობის გრძნობას ბადებს, ავითარებს სოციალურ-კოგნიტურ უნარებსა და წარმართავს ადამიანის ქცევას შესაბამისი მიმართულებით.

მეორე მხრივ, საზოგადოება იმ მყარ სოციალურ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელიც

ძნელად ეგუება "განსხვავებულობას". ეს განსაკუთრებით კარგად საზოგადოების სრულფასოვანი წევრებისაგად განსხვავებულ ადამიანთა მაგალითზე ჩანს, რომელთა შორისაც მოიაზრებიან აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდები. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე საზოგადოებაში დაიწყეს ბრძოლა არასწორი სოციალური წარმონაქმნების წინააღმდეგ ( სტიგმა, სტერეოტიპი და ა.შ), პოზიტიურ შედეგამდე მისვლა საკმაოდ რთული

აღმოჩნდა.

აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პრობლემები სოციალურ ინტერაქციასა და სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ქცევებისა და ინტერესების შეზღუდული რეპერტუარი. ეს მდგომარეობა სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ადამიანზე. ზოგს შეუძლია შედარებით " ყოველდღიური" ცხოვრებით იცხოვროს მაშინ, როცა სხვები მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალისტის დახმარებას საჭიროებენ.

ის სამი სახის პრობლემა, რომელიც ყველა აუტიზმის მქონე ადამიანს აწუხებს, ზოგჯერ "უარესობის ტრიადად" მოიხსენიება. ესენია:


საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა


საზოგადოებასთან კავშირის დამყარების, ინტეგრაციის პრობლემა


საზოგადოებრივი წარმოსახვის პრობლემა


აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე. 18 თვის ან 2 წლის ასაკში ბავშვი ვერ აღწევს ნორმალური განვითარების დონეს. მშობელსა და

ბავშვს შორის ნორმალური ურთიერთობა ირღვევა. აუტისტური სპექტრის მქონე

ბავშვები გაურბიან პირდაპრი მზერას, მათი მეტყველება რუდიმენტულია. ყველაზე

ძლიერ ფორმას ახასიათებს განმეორებადი, უჩვეულო, თვითსაზიანო და აგრესიული ქცევა .გამომწვევი მიზეზების ძიებისას კი რთულია ერთ კონკრეტულ მოვლენაზე მითითება, ძირითადად განიხილავენ როგორც გენეტიკური პრედისპოზიციისა და გარემოს ურთიერთქმედების შედეგს. აუტისტური სპექტრის თანმხლებ დაავადებათა შორის მოიაზრება ინტელექტუალური დარღვევები, დასწავლის უნარის დაქვეითება, რაც ვლინდება ინფორმაციის ორგანიზების, გადამუშავებისა და შესაბამისად, მოქმედების უნარის დაქვეითებაში.

თანამედროვე მსოფლიოში, როგორც სკოლამდელ ისე სასკოლო დაწესებულებებში სულ უფრო მეტად ინერგება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, შექმნილია ადეკვატური სასწავლობს გარემო, კვალიფიციური პერსონალის მითითებით წარმართული საგანმანათლებლო პროცესი ხელს უწყობს სპექტრის მქონე მოსწავლეების სოციალური ურთიერთობების, სწავლის, ქცევებისა და ყოველდღიური ჩვევების გაუმჯობესებას. შესაბამისი "სწავლების სტილის " დადგენით კი ხელს უწყობენ დარღვევის მქონე ბავშვებს მასალის ათვისებაში და უზრდიან ალბათობას შემდგომი განვითარებისა. საქართველოში ამ პრობლემით დანიტერსება განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიმჩნევა, განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა და კამპანია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, თუმცა უნდა ითქვას რომ საქართველო განვითარებული ქვეყნების მიღწევებს ამ მხრივ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითად, მცირე მასშტაბის კვლევამ, რომლის მიზანი იყო გამოევლინა საქართველოს საჯარო სკოლებში პედაგოგთა ინფორმირებულობის დონე ამ განვითარების დარღვევასთან დაკავშირებით და შეეფასებინა აუტისტური სპექტრის მოსწავლეთა მისაღებად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ცხადყო, რომ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთა შესახებ ინფორმირებულობის დონე არ არის მაღალი. პედაგოგები ძირითადად შემოიფარგლებიან ზოგადი ცოდნით და ნაკლებად იცნობენ სპეციფიურ მახასიათებლებს. ამასთან, ცნობიერების დონე აღნიშნულ საკითზე უფრო მაღალია იმ სკოლებში სადაც არსებობს აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთა სწავლების პრაქტიკა. აუცილებელია აღინიშოს, რომ ძლიერი განსვლა პრობლემის რეალურ არსსა და პედაგოგთა ცოდნის დონეს შორის არ შეინიშნება.

მასწავლებელთა უმეტესობა ტოლერანტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთა მიმართ და გამოთქვამდნენ აღნიშნულ საკითხზე ტრენინგის ჩატარების სურვილს. კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან იშვიათად ტარდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავენ სკოლების მზაობის გაზრდას აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეთა მისაღებად. ამ და სხვა მრავალი დაბრკოლებების გამოსავლენად აუცილებელია უფრო ფართო მასშტაბის კვლევები, რათა დაისახოს სწორი ინტერვენციის გეგმა.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში სწავლობენ, როგ შემთხვევაში მათ ასისტენტობას უწევს ქცევითი

თერაპევტი, რომელიც მუდმივად მათ გვერდითაა და ასწავლის თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადეკვატურად ამა თუ იმ სიტუაციაში. კარგი იქნება თუ ამგვარი პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგება, სპექტრის მქონე ბავშვები წესით საჯარო სკოლებში უნდა სწავლობდნენ, სადაც პედაგოგოები მზად უნდა იყვნენ შესთავაზონ მათ საჭიროებებზე მორგებული სწავლება. აუტისტური სპექტრის დარღვევები მართალია ძნელად განკურნებადია, მაგრამ მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ პროგრესირება ნამდვილად შესაძლებელია,

ამაში კი მნიშვნელოვან როლს ოჯახის წევრების გარდა ასრულებს ის სოციალური

გარემო, რომელშიც ცხოვრება უწევს დარღვევის მქონე ინდივიდ. მათ განვითარებისთვის სჭირდებათ თანაგრძნობა და არა გარიყვა, ამისთვის კი აუცილებელია რომ თავად მშობლების მიერ იყვნენ ისინი მიღებულნი და ინიცირებულნი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ადრეულ

საგანმანათლებლო ინტერვენციას.

ტენდენცია " აუტიზმი ევროპა" პირდაპირ მიუთითებს რომ შეჩერდეს დისკრიმინაცია, რომ ამ ადამიანებს ისეთივე უფლება აქვთ იყვნენ დასაქმებულები, როგორც დანარჩენებს. აუტისტური სპექტრის მქონე ინდივიდების დიდი რაოდენობა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, თუკი განვითარებისთვის ადეკვატური გარემო და ხელშეწყობა ექნებათ.


16
1-ს მოსწონს
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
რა მოხდება თუ ადამიანი 7 დღეს გაატარებს დუმილშირა მოხდება თუ ადამიანი 7 დღეს გაატარებს დუმილში
დუმილის დროს ადამიანი მიაღწევს ცხვორების გაცნობიერების ახალ დონ...
ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომშილიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში
ლიკურგის თასი, დრეკადმინიანი ქამელეონი ზოგიერთ, ძ...
მეცნიერების დასკვნა:  ყოველი მესამე ადამიანი შურიანიამეცნიერების დასკვნა: ყოველი მესამე ადამიანი შურიანია
სამეცნიერო ჟურნალმა Science Advances-მა გამოაქვეყნა ესპან...
ევთანაზიაევთანაზია
ავტორი:ნათია ჭანტურია 17.09.16 ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ტკბილს, კარგ სიკვდილს.სასი...
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!
ოდითგანვე ადამიანები სხვადასხვა საშინელი ექსპერიმენტე...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...
6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!6 ამოუხსნელი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ პასუხობენ!
დედამიწა სადუმლოებებით აღსავსეა, ეს ყველამ კარგად ვ...