x
მეტი
  • 17.12.2017
  • სტატია:72005
  • ვიდეო:325195
  • სურათი:427366
ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ლიტერატურისადმი...


image


ცხოვრებაში შეუძლებელია ბოლომდე სრულყოფილად ჩავწვდეთ სხვის შინაგან სამყაროს, ასევე შეუძლებელია სრულფასოვნად გამოამჟღავნო შენი შინაგანი ”მე”. აქედან გამომდინარე ლოგიკურია დასკვნა, რომ ყველაფერი მიახლოებითია. ლიტერატურას რაც შეეხება აქ შენ ყველაფერი იცი გმირის ხასიათის, შინაგანი სამყაროს შესახებ. ლიტერატურულ პერსონაჟებს არ გააჩნიათ ჩვენთვის გაუმხელელი საიდუმლოებები, მაშინ როცა ჩვენი მეგობრები რაღაცას ყოველთვის გვიმალავენ.

ლიტერატურა კითხვის სიამოვნებასთან ერთად ერთგვარი კომპეტენციაა, იმის რისი

მიღებაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელია. მწერლის ამოცანაა შორეული ხედიდან დაგვანახოს რეალობა, ისე რომ სინამდვილემ არ შეგვაშფოთოს... ჩვენ ვკითხულობთ

იმისთვის რომ ავმაღლდეთ საკუთარ ცხოვრებაზე და სხვების ცხოვრებას ჩავწვდეთ,

ხშირად მათ მაგალითებზე ვისწავლოთ და გავიზარდოთ კიდეც.


ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულების შეფასება ლიტერატურისადმი ძალიან რთულად განსახილველი თემაა. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ნელ-ნელა ჩაანაცვლა

წიგნისადმი ინტერესი ახალი სიახლეებით. აქ უმთავრესი პრობლემა დროის არარაციონალური გამოყენებაა... თუ კი წიგნს თავისი დრო და ადგილი ექნება დღის რაღაც მონაკვეთში, ის პრობლემაც აღარ იარსებებს, რასაც საზოგადოების და ლიტერატურის დამოკიდებულების არარსებობა ჰქვია.


საზოგადოებისთვის, ქართველი მკითხველისთვის ნამდვილად ინოვაციური და წიგნის

სიყვარულის განმაახლებელია პროექტი ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. ეს პროექტი ”მედია პალიტრის” კრეატიულ დირექტორს მარიკა დარჩიას ეკუთვნის, რომელმაც ნამდვილად შთამბეჭდავი ცვლილებები მოახდინა.


კარგი ინიციატივაა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული - წიგნების ძიება, თხოვება, გაცვლა... თუმცა დაინტერესებულ პირთა ნაწილი ნამდვილად მკითხველია თუ უბრალოდ ტენდენციურობას აყოლილი ცალკე საკითხია. ასევე ხშირად გამოჩნდებიან ხოლმე აქტუალური მწერლები, რომელიც გავრცელდება გარკვეული საინფორმაციო წყაროებიდან, ყველამ იცის, თუმცა რამდენია რეალური მკითხველი უცნობია. ასეთია მაგალითად ორჰან ფამუქი, პაულო კოელიო ...


საინტერესოა ასევე გარკვეული აქციები და ფასდაკლებები წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც სხვადასხვა წიგნებზე ვრცელდება. თუმცა არანაირ საზოგადოებრივ აქტივობას, ლიტერატურულ აქციებს არ აქვს მნიშვნელობა თუ

ბავშვიც, ზრდასრულიც და საზოგადოების თითოეული წევრიც არ მიხვდება, რომ

წიგნი არის ბედნიერება, რომელიც გაგრძნობინებს სამყაროს უსაზღვროობას, ხდები უფრო ნათელი და თავისუფალი აზროვნების ... ვიზიარებ ჭეშმარიტი სიტყვების არსს მშვენიერი წიგნი ხომ არასოდეს ტოვებს მკითხველს ისეთს, როგორიც მის წაკითხვამდე იყო - იგი მკითხველს უკეთესს ხდის.









0
51
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0