x
ტრენინგის მნიშვნელოვანი ასპექტები
28 იანვარი, 16:36

imageტრენინგი აძლევს ადამიანების პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას. მისი ინტერაქციული ხასიათი კი უზრუნველყოფს ეს ყველაფერი მოხდეს დროის მცირე მონაკვეთში.

რაც მთავარია, ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა თუ უნარები გამოსადეგია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე გარკვეული სამუშაოს შესრულებისას.
თანამედროვე სამყაროში ცხოვრება ძალიან სწრაფი ტემპებით მიდის. იმისთვის რომ მას ფეხი ავუწყოთ საჭიროა ვიყოთ საქმის კურსში. უმარავი პროფესია განადგურდა და უსარგებლო გახდა შრომით ბაზარზე, ზოგიც მოდიფიცირდა და გაერთიანდა სხვა პროფესიებთან. იმისთვის, რომ არ დავკარგოთ საკუთარი ღირებულება შრომით ბაზარზე ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება გადაკვალიფიცირება, ახალი უნარების ათვისება. ამ პრობლემისთვის კი ტრენინგი საუკეთესო გადაწყვეტაა.
რამდენიმე წლის წინ დიდი პრობლემას წარმოადგენდა ტრენინგისა და მისი მეთოდების განსაზღვრა, ის ატმოსფერო, სადაც იგი ტარდებოდა. იყო დრო როდესაც პროგრამის ფურცელზე წვრილმან დეტალებში იყო აღწერილი ყველაფერი ჩაცმულობითა თუ განსახილველი თემებით . ერთი აპექტი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ეს იყო ტრენინგის პროგრამის მიხედვით მონაწილის მიზნების განსჯა და განხილვა. დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და სრულად დეტალიზირებული პროგრამიდან უფრო მეტად მონაწილის მიზნების გათვალისწინება დაიწყეს. გამოსწორდა უშუალოდ ტრენინგის ჩატარების მეთოდიკა. თუ ტრენერი დგას დაფასთან და მონოლოგის რეჟიმზეა გადართული, ეს ტრენინგი კი არა საჯარო ლექციაა. მხოლოდ თქმა, მოყოლა არაეფექტურია. ამიტომაც გადაწყვიტეს პროცესში ჩაერთოთ მხედველობის მოდალობა. როდესაც ვინმე გიყვება ისტორიას და თან მოაქვს ვიზუალური ხატები ეს ისტორია უკეთ გამახსოვრდება. ტრენინგის დროსაც სწორედ ამ ა სპეციფიკის გათვალისწინების გამო მოაქვთ სლაიდები, ან სხვა საშუალებები ნალაპარაკების ვიზუალიზაციისთვის. აღმოჩნდა რომ მხოლოდ სმენა და მხედველობა არ იყო საკმარისი. ამ დროს მონაწილის მხრიდან მხოლო დისციპლინა და მოსმენა არის საჭირო. შესაძლებელია მისი დაინტერესების დონე დაეცეს და უბრალოდ მოგვაჩვენოს, რომ მართლაც ყურადღებით ისმენს ლექციას. იმისთვის, რომ ინტელექტუალური ჩართულობის დონე გავზარდოთ, ნასწავლი კარგად დავიმახსოვროთ და შევძლოთ შეძენილი ცოდნის გამოყენება საჭიროა გამოვცადოთ ის. სწორედ აქ ემატება კომპონენტი „გააკეთეთ“. სტუდენტები უნდა ჩავრთოთ პრაქტიკულ საქმიანობაში, სადაც ისინი თავად განახორციელებენ ოპერაციას და ამას მთლიანად პროცედურული ხასიათი ექნება. კვლევები ამტკიცებენ, რომ ციკლის „აკეთეს“ ასპექტი ყველაზე ეფექტურია. ზოგიერთი ტრენერი ითვალისწინებს ამას და პროცესს ისე წარმართავს, რომ თითქმის მთლიანად ექსპერიმენტის სახეს აძლევს.
ტრენინგის პროცესში აუცილებელია მონაწილეებმა განსაზღვრონ თუ რას ელიან ტრენინგისგან. ეს ინსტრუქციის ნაწილსაც წარმოადგენს. შემდგომ იწყება საკუთარი თავის წარდგენის პროცესი ჯგუფისათვის. გაცნობის სისტემას თავად სთავაზობს ტრენერი და ეს კარგიცაა . ხშირ შემთხვევაში მონაწილეების მიერ შერჩეული გაცნობის სისტემა უფრო ჩაკეტილი და სტრესულია. ტრენინგის საწყის ეტაპზე კი ჩვენ გვჭირდება ყინულის გალღობა, დაძაბულობის მოხსნა. თუ მონაწილე თავიდანვე ჩაიკეტება და გამოხატავს იმას, რომ არ სურს რისკზე წასვლა ეს უკვე მარცხია. ეს არის ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც უნდა დავძლიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრენინგი არაეფექტურად ჩაივლის. შემდგომი ეტაპი ეს არის კითვების კორიანტელი, რომლებმაც შესაძლოა თავბრუც კი დაახვიოს მონაწილეებს. მაგ: რა მიზნებს დაისახავენ? რისი გაკეთება სურთ ამ მიზნების მისაღწევად? რა გზებს ირჩევენ? ... დასასრულ, კი ხდება ტრენინგის გაანალიზება და მსჯელობა, თუ რა შედეგებს მიაღწიეს მონაწილეებმა.
ტრენინგის პროცესში ყინულის გალღობის გარდა გვხვდება სხვა ფსიქოლოგიური ბარიერებიც. მათაგნ ყველაზე რთულად გასანეიტრალებელი არის ის, რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სტუდენტები ტრენინგს დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნევენ, ისინი ვერ ხედავენ თუ სატრენინგო ოთახის გარეთ როგორ შეიძლება მიღებული ცოდნის გამოყენება. პრობლემურია ენაბლუ ადამიანებთან მუშაობაც. მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ის თუ როგორ მიიღებს ჯგუფი. ინსტრუქტორი შესაძლოა დაეხმაროს მას სინდრომის აღიარებით და შესაბამისი ადაპტაცია მოახდინოს ტრენინგის პროცესში.

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ ტრენინგის ძალიან ეფექტური ხერხია სიახლის გასავრცელებად და მისი საჭიროება უფრო დიდია, ვიდრე ეს საზოგადოებას ჰგონია.

21
1-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ანა შარაძე
ანა შარაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ოჯახისგან დამოუკიდებლობა საქართველოშიოჯახისგან დამოუკიდებლობა საქართველოში
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში 18 წელს მიტანებული ახალგაზრდა ითვლება ფიზ...
თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება!თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება!
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავს მოახვიო მიმნდობ ბა...
ინგლისელი მოზარდი გოგონა გაყინეს,რომ მკვდრეთით აღადგინონ 2216 წელსინგლისელი მოზარდი გოგონა გაყინეს,რომ მკვდრეთით აღადგინონ 2216 წელს
ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ გაასაჯაროვა ს...
წითელ ბრძენთა ოქმები4 -კარიბჭეთა მცველნიწითელ ბრძენთა ოქმები4 -კარიბჭეთა მცველნი
1970 წლის 5 ოქტომბერს ამერიკული ჟურნალი "ტაიმი" წერდა, რომ ლიტერატურის...
უკაცრიელი კუნძულების საშინელი ისტორიებიუკაცრიელი კუნძულების საშინელი ისტორიები
ეს ხუთი კუნძული ყველას იზიდავს თავისი უნაკლო ბუნებით, თუმცა ყოველი მათ...
5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!5 უცნაური მოვლენა, რომლებსაც მეცნიერებმა პასუხი ვერ გასცეს!
ძალიან ბევრი უცნაური ფაქტი თუ მოვლენა არსებობს, რო...
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!
ოდითგანვე ადამიანები სხვადასხვა საშინელი ექსპერიმენტე...