x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
შფოთვა: 10 ფსიქოლოგიური კვლევა

image1.სიკეთის/თავაზიანობის გამომხატველი ქცევები ამცირებს სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებულ შფოთვას


სხვა ადამიანების მიმართ სასიკეთო ქცევების გამოვლენა სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს უადვილებს სხვებთან ურთიერთობას.

კვლევაში მონაწილე ადამიანები დაყოფილნი იყვნენ სამ ჯგუფად ოთხი კვირის განმავლობაში:

პირველ ჯგუფში მყოფი მონაწილეები ავლენდნენ თავაზიან ქცევას: რეცხავდნენ მეზობლის ჭურჭელს;


მეორე ჯგუფში მყოფები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა ინტერაქციაში მსგავსი თავაზიანიქცევის გამოვლენის გარეშე;

მესამე ჯგუფი კი იყო ჩვეულებრივი, რომელიც არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა და მოიაზრებოდა, როგორც საკონტროლო ჯგუფი.

კვლევის დასრულებისას, გამოვლინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავაზიან ქცევას ავლენდნენ ყველაზე კომფორტულად გრძნობდნენ თავს სოციალურ ინტერაქციებში.


2. სამი საკვები დანამატი, რომელიც ამცირებს შფოთვას


საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ პასიდლორას, კავას ან ელ-ლიზინისა და ელ-არგინინის კომბინაციას, ეხმარება შფოთვის შემცირებას.

დანამატებს, ჩვეულებრივ, აქვთ სუსტი ან ზომიერი შედეგი და არ იწვევენ რაიმე სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

ჩამოთვლილი დანამატებიდან ყველაზე დიდი დრო დაეთმო კავას შესწავლას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ კავას მიღება:

მნიშვნელოვნად ამცირებდა შფოთვის სიმპტომებს სხვადასხვა ტიპის პაციენტებში;

კარგი საშუალებაა პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა და სხვა შფოთვასთან დაკავშირებული აშლილობები.


3. რატომ შეიძლება იწვევდეს შფოთვა სოციალურ იზოლაციას


ერთ-ერთი ახალი კვლევის მიხედვით, შფოთვა ხელს უშლის სხვა ადამიანების ხედვის, აზრების მიღებას. შფოთვა იწვევს საკუთარ თავზე ფოკუსირებას და ამცირებს სხვების მიმართ ემპათიას. კვლევის შედეგები გამოსადეგია იმის ახსნაში, თუ რატომ არის შფოთვა იზოლაციური ემოცია.


4.შფოთვა შესაძლოა მემკვიდრეობით გადაეცემოდეს


ტვინის არეების ზეაქტიური კავშირები ცენტრალურია იმის გასაგებად, თუ როგორ გადაეცემათ შვილებს მშობლებისგან შფოთვა და დეპრესია. ტვინის ეს კავშირები შედგება სამი რეგიონისგან, რომლებიც მუშაობენ ერთად, რათა აკონტროლონ პასუხები შიშის ემოციაზე.

კვლევამ აღმოაჩინა, რომ შფოთვაში არსებული განსხვავებების 35% აიხსნებოდა ოჯახის ისტორიით.


5. "მჯდომარე" ქცევის კავშირი შფოთვასთან


ახალი კვლევის თანახმად, მთელი დღე ჯდომა მომატებულ შფოთვას უკავშირდება.

ისეთი აქტივობები, რომლებიც მცირე ენერგიას მოითხოვს (ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა ან ელექტრონული თამაშები), კავშირშია შფოთვასთან.

ამ კავშირების მიზეზი შესაძლოა მიდიოდეს ცუდ ძილთან, ცუდ მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან ან სოციალურ გარიყვასთან.


6.სოციალური შფოთვა და სეროტონინის მაღალი დონე


სოციალური შფოთვითი აშლილობა დაკავშირებულია სეროტონინის მაღალ დონესთან და არა დაბალთან, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ.

სოციალური შფოთვის მქონე ადამიანების თავის ტვინი გამოიმუშავებს მეტ ნეიროტრანსმიტერ სეროტონინს. რაც უფრო მაღალია სეროტონინის დონე, მით უფრო მატულობს შფოთვაც.

ეს შედეგი მოულოდნელია, რადგან შფოთვას ხშირად მკურნალობენ პროზაკით, პაქსილით და ზოლოფტით - ეს ნივთიერებები კი ზრდის სეროტონინის დონეს.


7.ფერმენტირებული საკვები ამცირებს სოციალური შფოთვის დონეს


ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ მეტ ფერმენტირებულ საკვებს, ნაკლები სოციალური შფოთვით ხასიათდებიან.

ეს სარგებელი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ადამიანებში, რომლებიც მაღალი ნევროტულობით გამოირჩევიან (ნევროტული ადამიანები მიდრეკილნი არიან შფოთვისკენ).

ფერმენტირებული საკვები, რომელიც დასავლური ქვეყნების რაციონის განუყოფელი ნაწილია, არის რძე, ყველი, იოგურტი, პური. ეს საკვები შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც სავარაუდოდ სარგებლის უკან დგას.


8. შფოთვა გადამდებია


ახალი კვლევის თანახმად, შფოთვა ''გადამდებია'' და შესაძლოა მშობლებისგან გადავიდეს შვილებზე, ან პირიქით.

შფოთვის მატარებელი აზრებისა და ქცევების გადამდები ბუნება გენეტიკაზე მეტია.

შფოთვის მქონე ბავშვებმა შესაძლოა შფოთვა გადასდონ მშობლებს, მიუხედავად იმისა, ხასიათდებოდნენ თუ არა ისინი თავდაპირველად შფოთვით.


9.პრებიოტიკები ამცირებს შფოთვას


ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ პრებიოტიკების მოხმარებას შესაძლოა ჰქონდეს ანტი-შფოთვითი შედეგი.

ოქსფორდის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კლინიკურ ცდებში პრებიოტიკები ამცირებდა შფოთვის დონეს.

იმ საკვების მსგავსად, რომლებიც პრობიოტიკის ბაქტერიას შეიცავს, პრებიოტიკები ფუნქციური საკვებია: მათ აქვთ სასარგებლო თვისებები საკვები ღირებულებების მიღმაც.

პრებიოტიკების დადებითი გავლენა მსგავსი იყო იმ შედეგებისა, რაც აქვთ უკვე არსებულ ანტიდეპრესანტებს და შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებს.


10. როგორ ეხმარება ვარჯიში და რელაქსაცია შფოთვის შემცირებას


სოციალური შფოთვის მკურნალობისას- მდგომარეობა, როდესაც არსებობს დისკომფორტი და შიში სოციალურ სიტუაციებში, რომ სხვების მიერ იქნები განსჯილი- ორივე, რელაქსაციის ტექნიკები და ვარჯიში, სასარგებლო აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, ეს ხდება იმიტომ, რომ ვარჯიშის და რელაქსაციის შემდგიმ იცვლება სამყაროს აღქმა. ადამიანები ნაკლებად ახდენენ ნეიტრალური სოციალური სიგნალების ინტერპრეტირებას საფრთხის მატარებლად- ნეიტრალური სიგნალების საფრთხის მატარებელ სიგნალებად ინტერპრეტირების ტენდენცია აღინიშნება იმ ადამიანებში, რომლებსაც სოციალური შფოთვა აქვთ.






























0
194
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0