x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რობინზონიადა ანუ რეალური ისტორიები ადამიანებისა, რომლებმაც შეძლეს უკაცრიელ კუნძულზე თავის გადარჩენა
როგორც ჩანს, უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრა სულაც არაა რომანტიკული და სასიამოვნო. რეალობა გაცილებით პროზაული და საშინელია, ვიდრე ის, რასაც გვიჩვენებენ ფილმში ტომ ჰენქსისა და .... ხელბურთის ბურთის მონაწილეობით.

მაშ ასე, მინდა მოგითხროთ რეალური ისტორიები ადამიანებისა, რომლებმაც შეძლეს თავის გადარჩენა უკაცრიელ კუნძულზე.


image





ალექსანდრ სელკირკი, უკაცრიელ კუნძულზე გაატარა 4 წელი და 4 თვე


image
მარჯვე და ჭკვიანმა შოტლანდიელმა ბოცმანმა, რომელმაც უკაცრიელ კუნძულზე ოთხი წელი და ოთხი თვე გაატარა, მოახერხა არამარტო თავის გადარჩენა, არამედ ისეთი პოპულარობის მოხვეჭა, რომ დანიელ დეფოს ცნობილი რომანის მთავარი გმირის-რობინზინ კრუზოს პროტოტიპიც კი გახდა. 1703 წელს ალექსანდრ სელკირკი ეკიპაჟთან ერთად გახდა ბრიტანული ექსპედიციის მონაწილე, რომელიც სამხრეთ ამერიკისაკენ გაემგზავრა. ერთი დღეც საკმარისი გახდა, რომ შოტლანდიელ მეზღვაურს, რომელიც კარგი ხასიათით არასოდეს გამოირჩეოდა, წყობილებიდან გამოეყვანა Cinque Ports-ის მთელი ეკიპაჟი. მორიგი ჩხუბის და აყალმაყალის ატეხვის შემდეგ გემის კაპიტანმა გადაწყვიტა სელკირკი ერთ - ერთ უკაცრიელ კუნძულზე გადაესვა. ფიცხი ბოცმანი დიდხანს ცდილობდა კაპიტნისათვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა, მაგრამ ამაოდ - ეკიპაჟმა ის წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულ მას-ა -ტერაზე ჩამოსვა. აღსანიშავია, რომ ეს კუნძული ამჟამად რობინზონ კრუზოს სახელს ატარებს. კუნძულზე მარტო დარჩენილ მეზღვაურს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისათვის, რათა მოეფიქრებინა, თუ როგორ გაეტანა თავი. საბედნიეროდ, კუნძულზე ბლომად იყო გარეული თხები. სელკირკმა მოახერხა მათი მოშინაურება, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო რძითა და ხორცით, აგრეთვე ტყავითა და ბეწვეულით, რაც მას ტანსაცმლისათვის სჭირდებოდა. გარდა თხებისა, კუნძულზე საჭმელად ვარგისი თალგამი და კენკრაც ხარობდა, რომელსაც სელკირკი მშვენივრად იყენებდა საკვებად.

1709 წელს კუნძულთან ღუზა ჩაუშვა ბრიტანულმა ხომალდმა Duke-მა. გემის ეკიპაჟმა კუნძულზე უკვე საფუძვლიანად დამკვიდრებული და ნახევრად გაველურებული ალექსანდრ სელკირკი აღმოაჩინა. გემმა ყოფილი მეზღვაური სამშობლოში ჩაიყვანა. სახლში დაბრუნებისათანავე სელკირკი საოცრად პოპულარული გახდა: მასზე წერდნენ გაზეთებში, პაბებში კი რიგები დგებოდა მისი ლუდით გამასპინძლების მსურველებისა, რათა განდეგილის პირიდან მოესმინათ მისი კუნძულზე ცხოვრების ამბავი. რამოდენიმე წლის შემდეგ ალექსანდრ სელკირკი სამეფო ფლოტში ჩაეწერა და დასავლეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა კიდეც ყვითელი ციებით.



ადა ბლეკჯეკი, 2 წელი


image

უბრალო ინიუტელი გოგონას ადას ბლეკჯეკის (ქალიშვილობის გვარი დელუტუკი) ცხოვრება ბედნიერი წუთებით აღსავსე როდი იყო-მისი სამი ბავშვიდან ორი ჩვილობის ასაკშივე გარდაიცვალა; მალე ადას ახალგაზრდა მეუღლეც დაეღუპა. რთული ფინანსური მდგომარეობის გამო ადა იძულებული გახდა ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟი თავშესაფარში მიეყვანა და და თავად საშოვარზე წასულიყო. სამსახური უცენ გამოჩნდა: კანადელმა ალან კროუფორდმა ადას შესთავაზა პოლარული ექსპედიციის წევრი გამხდარიყო, კერძოდ, ქალს მზარეულის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. 1921 წლოის 16 სექტემბერს ხუთი ადამიანი-ადა, ალანი და პოლარული მკვლევარები მილტონ ჰალე, ფრედ მაუერი და ლორნ ნაიტი ვრანგლერის კუნძულისაკენ გაემართნენ იმ მიზნით, რომ იაპონელებისათვის კუნძულზე მისვლა დაესწროთ და ამ გზით ის თავიანთ საკუთრებად გამოეცხადებინათ. იაპონელები პრეტენზიას აცხადებდნენ კუნძულის დასაკუთრებაზე. ნაადრევად დამდგარი ზამთარი ექპედიციის წევრებისათვის მეტად მძიმე აღმოჩნდა-საკვების მარაგი მალე გათავდა, ნადირობას კი, რომლის იმედიც ჰქონდათ პოლარელებს, შედეგი არ მოჰქონდა. იანვარში ჰალემ, კროუფორდი და მაუერმა მიიღეს გადწყვეტილება უკან დაბრუნებულიყვნენ, ხოლო ადა მარტოდმარტო დარჩა ნაიტთან, რომელიც მძიმედ ავად გახდა და გადაადგილება არ შეეძლო. ექსპედიციის უკან დაბრუნებული წევრები უკვალოდ გაუჩინარდნენ (სავარაუდოდ, მათ გზა აებნათ და გაიყინენ), ხოლო ნაიტი მალე გარდაიცვალა, ასე რომ ადა მარტოდმარტო დარჩა გაყინულ კუნძულზე, სადაც ექსტრემალური სიცივის პირობებში კიდევ წელიწადნახევარი გაატარა. მხოლოდ 1923 წლის აგვისტოში იპოვეს ჰაროლდ ნოისის ექსპედიციის წევრებმა გოგონა, რომელმაც შეძლო თავის გადარჩენა, ისწავლა რა ნადირობა გარეულ ცხოველებზე. სახლში დაბრუნებულმა ადამ მცირეოდენი კომპენსაცია მიიღო, რითაც შეძლო შვილის თავშესაფრიდან გამოყვანა და მასთან ერთად სიეტლში დასახლება.



ხუანა მარია, 18 წელი


image

1835 წელს წავებზე მონადირე რუსი მონადირები შორეულ წმინდა ნიკოლოზის კუნძულზე ინდიელების ჯგუფს წააწყდნენ. სისხლიანმა კონფლიქტმა საგრძნობლად შეამცირა ადგილობრივი მცხოვრებლების რაოდენობა. მისიონერებს სურდათ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ინდიელები კუნძულიდან იძულებით წაეყვანათ კონტინენტზე. მოსულმა ხომალდმა მართლაც პირწმინდად გაასუფთავა კუნძული ადგილობრივებისაგან, მასზე მხოლოდ ერთი ინდიელი ქალი -ხუანა მარია დარჩა. 18 წლის შემდეგ-1853 წელს წავებზე მონადირეების სხვა ჯგუფმა ჯორჯ ნივედერის მეთაურობით კუნძულზე ნახა ხუანა მარია, სავსებით ჯანმრთელი და უვნებელი. ქალმა 18 წელი სრულიად მარტოდმარტომ გაატარა კუნძულზე. ნივედერმა ის თავის სახლში, სანტა-ბარბარაში წაიყვანა, თუმცა ინდიელის ენა არავის არ ესმოდა. სამწუხაროდ, ქალი კონტინენტზე ცხოვრებას ვერ შეეგუა და ექვს კვირაში დიზენტერიით გარდაიცვალა. ის სიკვდილის შემდეგ პირობით მონათლეს სახელით - ხუანა მარია. ინდიელი ქალი სანტა - ბარბარაში დაასაფლავეს და მის საფლავზე გმირული საქციელის აღსანიშნავად მემორიალური დაფაც კი გააკეთეს. საინტერესო ფაქტი: მარია ხუანას ისტორიის საფუძველზე გამოიცა საკმაოდ პოპულარული წიგნი " ცისფერი დელფინის კუნძული".



ლუსი ირვინი და ჯერალდ კინგსლენდი, ერთი წელი


image

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სპეციალურად, საკუთარი თავის გამოცდის მიზნით, საკუთარი სურვილით მიდიან უკაცრიელ კუნძულზე საცხოვრებლად. 1980-იანი წლების დასაწყისსში უკვე ხანდაზმულმა ინგლისელმა ჟურნალისტმა ჯერალდ კინგსლენდმა გადაწყვიტა, სოციალური ექსპრიმენტი ჩაეტარებინა და უკაცრიელ კუნძულზე ეცხოვრა ცივილიზაციისაგან მოშორებით. კომპანიონის მოძებნის მიზნით მან განცხადება გააკეთა Time Out-ში, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა ლუსი ირვინი გამოეხმაურა. 1982 წელს თავგადასავლების ძიების მოყვარულები გაეშურნენ ახალ ზელანდიასა და ავსტრალიას შორის მდებარე კუნძულ ტაინზე. ვიზის მარტივად აღების მიზნით ისინი წინასწარ დაქორწინდნენ. კუნძულ ტაინზე გატარებული რამოდენიმე დღის შემდეგ მეუღლეები მიხვდნენ, რომ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ რადგან კუნძულზე მათ გარდა სხვა ადამიანები არ ცხოვრობდნენ და მით უმეტეს, არც მმაჩის ბიურო იყო, რომ განქორწინებულიყვნენ, მათ მოუწიათ ერთმანეთის ატანა და მძიმე ტროპიკულ ცხოვრებასთან შეგუება. ირვინის და კინგსლენდის სიტყვით, მათ გაცილებით უფრო გაუჭირდათ ერთმანეთთან საერთო ენის მოძებნა, ვიდრე ექსტრემალურ პირობებში თავის გადარჩენა. 1983 წელს კუნძულზე გვალვები დაიწყო და წყვილი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ისინი ახლომდებარე კუნძულ ბადას აბორიგენებმა გადაარჩინეს, რომლებიც სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ტაინზე. სახლში დაბრუნებისთანავე წყვილმა სასწრაფოდ გააფორმა განქორწინება. ცოტაოდენი ხნის შემდეგ კი მათ დაწერეს წიგნები " გარიყულები"

( რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს) და "კუნძულელები". ეს წიგნები სულ მალე ბესტსელერები გახდა.

1
499
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
499
  
2017, 21 ივლისი, 14:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1