x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ყველაზე უცნაური საფეხბურთო რეკორდები
image


***არგენტინელმა მარტინ პალერმომ 1999 წელს კოლუმბიასთან მატჩში ვერ
გაიტანა 3 პენალტი, საბოლოოდ არგენტინამ ის თამაში დასთმო ანგარიშით
0:3.


***1994 წელს რუსმა ოლეგ სალენკომ კამერუნის ნაკრების კარში 5 გოლი
გაიტანა.ეს თამაში 6:1 დამთავრდა რუსეთის სასარგებლოდ.


***1969 წლის 3 ნოემბერს გაიმართა ყველაზე უხეში თამაში ფეხბურთის ისტორიაში.ერთმანეთს ხვდებოდნენ "ტენგჰემის ახალგაზრდული კლუბი"(სურეი) და "ჰაუ-ლი(ჰანტსი). მსაჯმა მოედნიდან 22-ვე ფეხბურთელი გააძევა, ამის გარდა, გვერდითი მსაჯი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.



***ფეხბურთი ოფიციალურად აკრძალულია 6
ქვეყანაში, მათ შორისაა ავღანეთი, ჰონდურასი და გრენლანდია.


***ყველაზე გრძელი საფეხბურთო მატჩი გაიმართა 1981 წლის 1-3 აგვისტოს ირლანდიაში, თამაში გაგრძელდა 65 საათი და 1 წუთი, ერთმანეთს ხვდებოდნენ "კალინაფერსი" და "კერი".


***ბრაზილიელი მცველი პირეირო რეკორდსმენია გოლების
გატანაში..საკუთარ კარში.ერთ სეზონზე მან 10 გოლი გაიტანა.მწვრთნელებმა იგი
თავდასხმაში გადაიყვანეს, მაგრამ მან მაინც გააგრძელა "საქმენი
საგმირონი", თანაგუნდელებმა დაცინვით მას კომპასი აჩუქეს წარწერით "იცოდე
საითაა მეტოქის კარი."


***1969 წელს ჰონდურასი დამარცხდა სალვადორთან
მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში, რაც ომის დაწყების მიზეზი გახდა ამ 2
ქვეყანას შორის.


***1976 წლის 20 მარტს "ასტონ ვილასა" და "ლესტერ სიტის"
თამაში დამთავრდა ფრედ 2:2. ოთხივე გოლი კრის ნიკოლმა გაიტანა, ორი
საკუთარ კარში, ხოლო ორი მეტოქისაში.


***ფეხბურთის ისტორიაში ორჯერ იყო
შემთხვევა, როცა მსაჯმა საკუთარ თავს ამოუღო წითელი ბარათი, ერთხელ ენდი
უენიმ "პიტორბორო"-"როიალ მეილის" მატჩზე, მეკარესთან კონფლიქტის გამო,
ხოლო მეორედ მელვინ სილვესტრმა "საუთჰემპტონ"-"ჰერტსბორნის" მატჩზე.


***2005 წლის ინგლისის თასის ფინალურ თამაშზე "ლივერპულსა" და "ჩელსის"შორის
დაფიქსირდა გულშემტკივართა მხრივ ყველაზე მძლავრი ღრიალის რეკორდი-130, 7
დეციბალი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეყვანილი.***



6
419
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
419
  
2016, 4 მარტი, 0:19
მას ცხრა წუთი ეყო იმისთვის, რომ ხუთჯერ აეღო "მგლების" კარი. ალბათ მიხვდით ვიზეც არის საუბარი?
დღევანდელ დღეს რომ უფრო რთულია ამის გაკეთება ვიდრე 1994 წელს ალბათ ფეხბურთის ყველა მოვარული დამეთანხმება.
2016, 28 იანვარი, 19:16
გრენლანდიაში ალბათ იმიტომ აკრძალეს, ემანდ ბურთი არ მიეყინოს მინდორსო :D
2016, 28 იანვარი, 17:03
მართალი ხარ..მექანიკური შეცდომაა გაპარული..თან იქვე ჰონდურასია ნახსენები ომზე..და ორივეგან ჰონდურასი მიწერია..ბოდიში.აი იმ ექვსი ქვეყნის სია:ერაყი,ავღანეთი,გრენლანდია,იამაიკა,კამპუჩია და ლიბერია
2016, 28 იანვარი, 16:52
კარგი იყო :)))))))
2016, 28 იანვარი, 14:15
სახალისოა სუყველა..მაგრამ ჰონდურასში არამგონია აკრძალული იყოს ფეხბურთი. ქვეყანა
გამოდის ხოლმე შესარჩევებზე. საფეხბურთო კლუბებიც თამაშობენ კონკაკაფის თასზე. ისე
ომი რომ დაიწყო ფეხბურთის გამო სააცილოა, სატირელი როარ იყოს
2016, 28 იანვარი, 14:13
:D :D :D აჰ ავტოგოლებში კალაძისთვის უჯობნიათ
0 1 6