x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ავარჩიოთ სწორად მაკარონი - ეს ბევრმა არ იცის!
ყველასათვის ცნობილია, რომ მაკარონი იტალიური წარმოშობისაა, ამიტომ პირველ რიგში უნდა გავერკვეთ რას გულისხმობენ თავად იტალიელები ამ სახელწოდებაში. ნამდვილი მაკარონი (pasta) იტალიელების აზრით, არის ხორბლის მყარი ჯიშებისგან მიღებული ფქვილით და წყლით დამზადებული, ყველანაირი დანამატის გარეშე. სწორედ ფქვილისა და წყლის ხარისხი განაპირობებს პასტის გემოსაც და მის მიერ მოტანილ სარგებელსა თუ ზიანს.


1. საღებავები


image


ნამდვილ მაკარონში მაქსიმუმ, რაც შეიძლება იყოს დამატებული, არის ფერი (სტაფილი, ისპანახი, სანელებლები და სხვა ბუნებრივი საღებავები). ამ შემტხვევასი შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემადგენლობაში ნატურალური საღებავების არსებობა.


2. ფქვილის ხარისხი


image

მეორე ფაქტორი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება არის ფქვილის ხარისხი. ნამდვილ მაკარონს, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ მყარი ჯიშებისგან ამზადებენ, რომლებიც, რთული სტრუქტირის ნახშირწყნებისა და ცხიმების არარსებობის წყალობით სრულიად შეითვისება ორგანიზმის მიერ. ამიტომ, ნამდვილი მაკარონი პრაქტიკულად არ ასუქებს - ცხადია თუ მას ცხიმიან სოუსებთან ერთად არ მივირთმევთ.


საჭიროა ყურადღებით გავეცნოთ შეფუთვას და თუ მითითებულია, რომ პროდუქტი დამზადებულია А ჯგუფის, "1 ხარისხის", "მყარი ჯიშის ხორბლის", "durum", "semolina di grano duro ფქვილისგან – ესე იგი თქვენს წინაშე ნამდვილი მაკარონია.


თუ შეფუთვაზე მითითებულია "Б" ჯგუფი, "В" ჯგუფი, "1 ან 2 ხარისხი", მაშინ ამ პროდუქტს ნამდვილ მაკარონს ძნელად თუ დავარქმევთ. რბილი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული პასტა შეიცავს კრახმალს, ამიტომ გაცილებით კალორიულია, ვიდრე თეთრი პური და ჭარბი წონის დაგროვებასაც ხელს უწყობს.


3. ვიზუალი


image

ხშირად მწარმოებლებს განზრახ შეყავთ მყიდველი შეცდომაში და ამტკიცებენ, რომ მათი ნაწარმი ნამდვილად მყარი ჯიშის ხორბლის ფქვილითაა დამზადებული. ამიტომ თავად მაკარონის ვიზუალურ მხარესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.


ნამდვილ მაკარონს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი, ყვითელი ან ქარვის ფერი, მცირე ზომის ლაქები მარცვლის დამუშავების გამო, გლუვი კიდეები და პაკეტში არ უნდა იყოს დარჩენილი ნაფხვენები.


რბილი ჯიშებისგან დამზადებულ პროდუქტს, როგორც წესი, აქვთ ღია ან პირიქით, ზედემეტად თვალშისაცემი ფერი, აბრეშუმისებური ზედაპირი, არათანაბარი კიდეები და პაკეტში დარჩენილია ნაფხვენები.


4. ცილის შემცველობა


image

ცილის შემცველობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული.


უნდა გვახსოვდეს, რომ მყარი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული პასტა 200 გრამ პროდუქტში 12-15 გრამ ცილას შეიცავს. ხოლო რბილი ჯიშებისგან დამზადებულ 100 გრამ პროდუქტში მხოლოდ 10 გრამი ცილა შედის. ამიტომ, რაც მეტია ცილის შემცველობა, მით უკეთესია მაკარონი.


5. ფასი


image

ცხადია, კარგი პასტის ფასი შედარებით მაღალი იქნება.


როგორც წესი, თუ 1 პაკეტი პროდუქტის ფასი (400-500 გრ.) $1-ზე ნაკლებია, სავარაუდოდ რბილი ჯიშის ხორბლისგან ნაწარმოებ პროდუქტთან გვაქვს საქმე.


6. პროდუქტის შემოწმება


image

მაკარონის შემოწმების კიდევ ერთი საშუალება არის სახლში მისი გასინჯვა, რომლის დროსაც ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება.


უნდა ვიცოდეთ, რომ, ჯერ ერთი რბილი ჯიშის ხორბლისგან დამზადებული სპაგეტი ადვილად ტყდება, მყარი ჯიშებისგან დამზადებული კი ადვილად იხრება და მთელი რჩება.


მეორეც, ხარშვის პროცესში ნამდვილი მაკარონი არ იქნება მოშვებული და მოხარშვის შემდეგაც მოყვითალო-ქარვისფერი იქნება, რასაც ვერ ვიტყვით არასწორ მაკარონზე.


გარდა ამისა, ნამდვილი მაკარონი ფორმას შეინარჩუნებს მაშინაც კი, თუ რამდენიმე საათი წყალში დატოვებთ. ხოლო უხარისხო პასტა ამ შემთხვევაში გაიბერება და ნაკლებად მადისაღმძვრელ მასად გადაიქცევა.


3
3215
15-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3215
  
2017, 14 აპრილი, 23:48
არ უფიქრდებით რას წერთ? გასაგებია რომ ნათარგმნია და შეიძლება ორიგინალში შეცდომით იყო, მაგრამ თავად ტვინი არ გაქვთ, რომ ცოტა დაფიქრდეთ? თქვენი აზრით 200 გრამში 12 გრამი შემცველობა უფრო მეტია ვიდრე 100 გრამში 10 გრამი?
2016, 30 იანვარი, 12:53
კარგი,სასარგებლო სტატიაა,
2016, 28 იანვარი, 14:05
გავაზიარე
0 1 3