x
"ალეკოჯან ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი..."-ალეკო ელისაშვილი მანანა კობახიძის კომენტარს აქვეყნებს-"ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე."
28 იანვარი, 13:39

image
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მანანა კობახიძის მიერ დაწერილ კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ქალბატონმა მანანამ დაწერა მისი "ფეისბუქის" გვერდზე და შემდეგ როგორც ჩანს წაშალა, მაგრამ ალეკო ელისაშვილმა მოასწრო და შეინახა ეს კომენტარი. ალეკო ელისაშვილი ქალბატონ მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე პროკურატურის დაუყონებლივ რეაქციას ელოდება:

"ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა:

1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა მანანაკობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ?

2. და რაც მთავარია, საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე."

აი, რა კომენტარი დაუწერა ვიცე სპიკერმა მანანა (არჩილ) კობახიძემ ალეკო ელისაშვილს, რომელიც შემდეგ წაშალა:

-"ალეკოჯან ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი(ასევე ფიქრობ, თანაც კანონიერად ჯიგარო?) და გული მიგრძნობს შავ დღეში ჩავარდები მისი გამოქვეყნების შემდეგ..."

ალექსანდრე ელისაშვილი:

-"ვის ვესაუბრები? მანანას თუ არჩილს?"

"გაცხარებულ და გაწიწმატებულ მანანა კობახიძეს გადაეცით, რომ მსჯავრდებულ ანასტასია ზაუტაშვილს მისი არაერთგზის სატელეფონო ზარისა და თხოვნის შემდეგ შევხვდი. მარტივი გადასამოწმებელია ეს ფაქტი. კვალიფიციური, წესიერი და სინდისიერი ადვოკატის შერჩევაც ანასტასია ზაუტაშვილმა პირადად მთხოვა. სათაური დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში არაზუსტი იყო - მე მსჯავრდებულს ადვოკატი ვურჩიე და არ ამიყვანია. ხელფასზე დამოკიდებული კაცი ვარ და მაგდენი რომც მინდოდეს არც შემიძლია, უბრალოდ ერთი გულიანი, გულმოდგინე და სინდისიერი ადვოკატი ვურჩიე. ისეთი ვინც მას არც ფულს გამოსძალავს და არც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენებს. ასე რომ ქალბატონო მანანა, სანამ რამეს იტყოდეთ გირჩევთ ჯერ გადაამოწმოთ და ისე დაწეროთ ხოლმე. ვიცი მძიმე დღეში ხართ, ვიცი ანასტასია ზაუტაშვილთან ჩემმა შეხვედრამ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაგაგდოთ, მაგრამ მაინც მოთოკეთ თავი. თორემ ხომ ხედავთ რამდენ შეცდომას უშვებთ. ეს შეცდომები კი ყოველ ჯერზე ძვირად გიჯდებათ. ისიც იცოდეთ, რომ მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან..."



image
image

418
4-ს მოსწონს
12
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ქართველი ვარსკვლავები პლასტიკურ ოპერაციებამდექართველი ვარსკვლავები პლასტიკურ ოპერაციებამდე
ალბათ, შეგიმჩნევიათ ჩვენთვის ნაცნობი სახეების გარეგნული ცვლილებე...
ტრაგედია პირდაპირ ეთერში,რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდოტრაგედია პირდაპირ ეთერში,რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო
ზუსტად 30 წლის წინ, 1986 წლის 28 იანვარს კოსმოდრომ...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...