x
"ორივე თქვენგანის ფანტაზიის ნაყოფი ცრუ იქნება"... პოსტი, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ
28 იანვარი, 13:26

image


გამარჯობა... მე თქვენ არ მიცნობთ...

მე ანდრიას მომვლელი ვარ ბავშთა სახლში.
ანდრია ალბათ არ იცით ჯერ ვინ არის... ეს სახელი ჩვენ დავარქვით ნათლობის მერე... თქვენ მისი დედა ხართ...
მე ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და ვუმღერი... მას სიცხე აქვს და ცრემლიანი თვალებით შემომხედავს დრო და დრო, ალბათ დედა ვგონიავარ, ის წლის გახდა... მისი დაბადების დღეც მოვიგონეთ... ახალ წელს აქვს დაბადების დღე. აქ ყველა ბავშვს ორი დაბადების დღე აქვს... ერთი როცა მართლა დაიბადნენ... და ერთი როცა მიატოვეს და ჩვენ ვიპოვეთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ახლა შენც არ ფიქრობდე ანდრიაზე... ჩვენ დედები ყოველთვის ვგრძნობთ შვილის ცუდად ყოფნას, მჯერა რომ ახლა შენც აფორიაქებული და სევდიანი ხარ... რა მიზეზიც არ უნდა გაშორებდეს შვილთან, თქვენ ერთი სულის ნაწილი ხართ... თქვენ ყოველთვის იგრძნობთ ერთმანეთს და უერთმანეთობას... ვინ იცის, რამდენი ღამე გითენებია, რამდენი გათენება გეწვოდა გულში, მაგრამ ფაქტი მაიც ერთია, შენ შენთან ხარ... შენს სიმარტოვეში და ტკივილში... ანდრია კი აქ, მეათე საწოლში წევს სიცხიანი და დედა მე ვგონივარ... შენ ალბათ ჩვეულებრივი, ბანალური მიზეზი გქონდა შვილის მოტოვების, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ მთელი ცხვრება გაგიმწარათ, შენცდა ანდრიასაც... მეც რომ იცოდე... ვერ ველევი ანდრიას და მისნაირებს აქ... ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობ რომ, არ შეიძლია მათი ნამდვილი დედა ვიყო... შენ კი ეს შანსი ხელიდან გაუშვი... იცი... წამოიზრდება მალე ანდრია... აქ ჩაიში ბევრ შაქარს ვერ ჩაუყრიან... ვერც კარაქიან პურს იმყოფინებს... სხვისი კანფეტისკენ მუდამ გაექცევა თვალი... სხვის სიცილზე შეიძლება იტიროს... ძილის წინ მთელი ღამე იოცნებოს და ვერასდიდებით ვერ წარმოგიდგინოს როგორი ხარ... შენც... შენც ვერ წარმოიდგენ როგორია შენი შვილი, რამდენი კბილი აქვს უკვე, როგორი ფორმის თითები, რა სააცილოდ იკავებს კოვზს, რომ ჭამა მოახერხოს, რა გულიანად იცინის ან ტირის... ორივე თქვენგანის ფანტაზიის ნაყოფი ცრუ იქნება... თქვენ ერთმანეთს ვერასოდეს წარმოიდგენთ... ოდესმე რომ ქუჩაში, ქალაქში, ან სულაც ერთ ოთახში შეხვდეთ ერთმანეთს, ისე ჩაუვლით გვერდს, როგორც ჩვეულებრივი გამვლელები...
შეიძლება, თქვენთანაც არ ქონოდა მას მდიდრული ცხოვრება... მაგრამ დედის ჩახუტებით, ყველაფრის გადატანა შეუძლია ბავშვს... თქვენი ერთი გაღიმება მისთვის საკმარისი იქნებოდა მზის ამოსასვლელად... ბედნიერების შესაგრძნობად... ის აუცილებლად გაიქცეოდა ეზოს ბავშვებთან და ეტყოდა რომ მისი დედიკო მზესავით თბილი და ლამაზია, თუნდაც ფეხზე დახეული ფეხსაცმელი სცმოდა, ის მაინც იტყოდა ამაყად, რომ ეს ფეხსაცმელი დედამ უყიდა...
ახლა კი...
ახლა ანდრია საუბარს სწავლობს...
და მე საშინლად ვარ დაბნეული... არ ვიცი მას როგორ ვასწავლო სიტყვა დედა... ვინ არის მისი დედა აქ?
იქნებ ეს სიტყვა მისთვის ისეთივე უმნიშვნელო გახდეს, როგორც ჩვეულებრივი არსებითი სახელი... სკამი... სახლი... მაგიდა... ვის დაუძახოს მან დედა?
ვიცი რომ გრძნობ როგორ ჭირდები შენ შვილს...
ვიცი რომ გჭირდება მისი პატარა ხელები შენს კისერზე...
ვიცი რომ გული გაკლია ...
მე შენ არ გიცნობ, მაგრამ ვიცნობ ანდრიას... შეგიძლია მენდო... ყოველთვის კარგად მივხედავ... მაგრამ მაშინ რა ვქნა როცა ერთ დღეს მეტყვის- შენს მოფერებას დედის ყვირილი მირჩევნიაო?
გთხოვ, დაუბრუნდი შენს პატარას, სანამ სიტყვა დედა უსწავლია.



image



P.S. არასოდეს მიატოვოთ შვილები, ქალისთვის დედობა ხომ უდიდესი გვირგვინია.


219
19-ს მოსწონს
38
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
11 თებერვალი, 1:25
იყო მაგ საკითხზე საუბარი, რომ მალე შეიტანენ სკოლის სასწავლო პროგრამაში მის ნოველებს.
10 თებერვალი, 23:25
ანა ლაშხელი-ონიანის სულისშემძვრელი ნოველა :( მე თუ მკითხავთ, ამ ავტორის ნოველები, განსაკუთრებით "აკვანი", სკოლის პროგრამით უნდა ისწავლებოდეს!
28 იანვარი, 15:50
ძალიან დიდი მადლობა ალექს :(( მე ტირილის გარეშე ვერ წავიკითხე
28 იანვარი, 14:39
მე წავიყვან :(
28 იანვარი, 14:04
გამიჭირდა ბოლომდე წაკითხვა, ისე იმოქმედა...:(
28 იანვარი, 13:58
ვაიმე რა დავიგრუზე ძაან...გავაზიარე მაკუშ. იქნებ ნახოს ანდრიას დედამ ეა პოსტი
0 1 6
ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16
გამარჯვება ყოველთვის ბრძოლის შედეგად ხდება, ბრძოლა ო...
რა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზერა სასწაულის მომსწრენი ხდებიან ბრიტანელები გაზაფხულზე
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენს ჩვენს პლანეტაზე იწყება ხ...
გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....გსმენიათ თუ არა სვაროვსკის მიწისქვეშა მუზეუმის შესახებ.....
როდესაც 1995 წელს ცნობილი ავსტრიული , , სვაროვსკის"...
გოგონამ გულის გარეშე 118 დღე გაძლოგოგონამ გულის გარეშე 118 დღე გაძლო
მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ...
ქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაშიქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაში
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარე...
ყველაზე წარმოუდგენელი ფაქტებიყველაზე წარმოუდგენელი ფაქტები
1. თვითმფრინავით ფრენისას, თმა 2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. 2. ღია თვალებით დაც...
ერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანსერთადერთი ნაგებობა, რომელიც კოსმოსიდან ჩანს
ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ჩინეთის დიდი კედელის შესახებ ა...
საინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებსაინტერესო ფაქტები ყველაფრის შესახებ
1)ხუთიდან ორი ადამიანი ქორწინდება თავის პირველ სიყვარულზე. 2)ადა...