x
"ამ ძალიან ცნობილმა ადამიანმა მოიყვანა ცოლი, ცნობილი მეძავი"-იუნა შაფათავა საინტერესო ისტორიას გვიამბობს
28 იანვარი, 1:26

image
ორიოდე თვის წინ იუნა შაფათავამ საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა. "Ménage a trois ან ნახვამდის, წარსულო"-ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელშიც ავტორი არაერთ რეალურ და სკანდალურ ისტორიას გვიამბობს. მოვლენები კი, რა თქმა უნდა, სწორედ იუნას გარშემო ვითარდება.

იუნა სოციალურ ქსელში პატარა ისტორიას აქვეყნებს, რომელიც სწორედ მისი ახალი წიგნიდანაა: "2-3 წლის წინ, ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან ვისხედით კაფეში, სამნი, კიდევ ერთ მეგობართად. ორივე მამაკაცი იყო. კაფეს მენეჯერი მოვიდა ჩემს დანახვაზე და მთხოვა- თუ შეიძლება, ჩვენი საპატიო სტუმრების სიაში შეგიყვანთ, ფოტოს გადაგიღებთ და კედელზე დავკიდებთო სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად. კი ბატონო მეთქი, დიდი მადლობა პატივისთვის. ამ ცნობილ მამაკაცს ბოდიში მოვუხადე-შენი კომპრომეტირება არ მინდა, მერე კუდს მოაბავენ ფოტოს, არც მე მჭირდება ეს, არც შენ-მეთქი. ცალკე მაგიდასთან გადავჯექი ფოტოს გადასაღებად. მეორე მეგობარს ეწყინა და მენეჯერს მიმართა: იცით, ვინ არის ეს ახალგაზრდა მამაკაციო? და უთხრა, ვინც იყო. მენეჯერმა ბოდიში მოიხადა, ვერ ვიცანიო, გაუღიმა, არაფერი უპასუხა.

გავიდა დრო. ამ ძალიან ცნობილმა ადამიანმა მოიყვანა ცოლი, ცნობილი მეძავი, ფარული მეძავი. ჩვენ შევხვდით საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას, დახურულ საღამოზე.

მოდის ეს ძალიან ცნობილი მამაკაცი, მიყურებს თავისი დაყენებული რომანტიული მზერით და მივლის გვერდს, "ვერ მხედავს". ის ჩემი გაფრთხილება,

კომპრომეტირების, სრული სერიოზულობით მიიღო. იმ საღამოს მეცვა ძალიან ლამაზი კაბა და რა თქმა უნდა, მე ის მამაკაცი არაფერში მჭირდებოდა, მისალმების გარდა. ეტიკეტია მისალმება, ელემენტარული. უკვე გარესპექტებული ცოლი იქვე იყო, სადღაც. ქმრის სახელის რესპექტს იმკიდა. რეალური გაცნობა და საზოგადოებისთვის ცნობილი ვერსია მათი ურთიერთობის შავი და თეთრივით განსხვავებულია....

ჰმ. ცნობილმა მეძავმა ყველა ხერხით ისარგებლა და რესპექტაბელური მამაკაცის დაფასებული ცოლია.

ამ მამაკაცთან, რა თქმა უნდა, ერთადერთი რომანტიული საღამო მქონდა, როგორც მე მჩვევია. და, ისევ მე რომ მჩვევია, ზედმეტი სენტიმენტების და ჩემი მხრიდან, გადაჭრით უარით, უარი ვთქვი ნებისმიერი სახის გაგრძელებაზე, მისი განებივრებული ხასიათის ცრემლიანი სიყვარულის ახსნების მიუხედავად. ბუნებამ დასაჯა თავისი თავის და შესაძლებლობების ზედმეტად დაფასებისთვის: თითქოს და რესპექტაბელური ცოლის პრე-ისტორია მჟღავნდება და მათი ალიანსი ფიასკოს განიცდის.

არ ვიცი, რამ გამახსენა, მაგრამ მორალი: მართალია, მსოფლიო რელიგიით, თავმდაბლობა კარგია და ბუნება თავისას დაგიფასებს, მაგრამ ის, ვინც იმსახურებს პატივისცემას, ხშირად მოჩვენებით პატივსაცემია; ის, ვინც თავმდაბალია და ის, ვინც თავხედია, ხშირად საზოგადოებაში vice versa როლებში ჩანან. ჩვენ ისეთები არ ვართ, როგორებიც ვჩანვართ.

ცნობილობა და პატივისცემა, სხვა არაფერია, რაც დროებითი სტატუსი საზოგადოებაში. რომელსაც თანაბრად აინტერესებს ქუჩის ბომჟის და პრეზიდენტის ისტორიები, მთავარია სანახაობა. სანახაობა, აი რა უყვარს საზოგადოებას. ის ისეთივე უსულოა, როგორც ვაკუუმი, გალაქტიკაში პლანეტებს შორის. სული ვართ ადამიანები. განყენებული.

საზოგადოების თვალი ბრმაა, მისი აზრი-ილუზორულია. ისევე, როგორც ჩვენი დროებითი "სტატუსები".imageimageimageimage









2560
4-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
ასათიანი დაიკეტა?
0 1 1
"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან "პირველი...
არაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონიარაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონი
1. იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა შეიძლება გაგიკვირდე...
კესარია აბრამიძე საყვარელ მამაკაცთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებსკესარია აბრამიძე საყვარელ მამაკაცთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს
კესარია აბრამიძე საყვარელ მამაკაცთან გადაღებულ ფ...
6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ6 სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან ...
როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილოროგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილო
2011 წლის ჯეოსტარი მარიტა როხვაძე აქტიურად განაგრძობს მუსიკალურ მო...
ნატაშა კარალიოვამ მაყურებელი შოკში ჩააგდონატაშა კარალიოვამ მაყურებელი შოკში ჩააგდო
ქალაქ უფაში ჩატარდა რუსი მომღერლის, ნატაშა კარალიოვას კონცერტი.ამ პოპ...
10 საუკეთესო თვალები ჰოლივუდში10 საუკეთესო თვალები ჰოლივუდში
10 .ევანჯელინ ლილი 9.რეიჩელ ბილსონი ...
აფრიკელი ბიჭის ნათქვამიაფრიკელი ბიჭის ნათქვამი
როცა დავიბადე მე შავი ვიყავი. როცა გავიზარდე, შავი ვიყავი. როცა დიდხანს ვა...
ვისთვის არ შეიძლება და რა სარგებლობა აქვს ნაყინსვისთვის არ შეიძლება და რა სარგებლობა აქვს ნაყინს
ნაყინი ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და ზაფხულის...