x
მარტივი "ოინბაზობა" მდინარეში თევზაობით, რომლის წყალობითაც დეიდაშვილის მეგობრებს რესტორანში 10 კაციანი სუფრა გავაშლევინე.
27 იანვარი, 22:23

image სოფელში სახლთან ახლოს გვაქვს საკმაოდ მოზრდილი აუზი, სადაც კობრის ჯიშის თევზი გვყავს მოშენებული და საჭიროებისას 2–3 კილოიანი თევზები ამოგვყავს.
მართალია პირადად თევზის გემოც კი არ ვიცი როგორია, მაგრამ თავად თევზაობის პროცესი მიზიდავს, ოღონდ ბრაკონიერი მეთევზე არ გეგონოთ, ვთევზაობ მხოლოდ ანკესით და ისიც ნებადართულ ადგილებში, თევზაობისათვის ნებადართულ პერიოდებში.
ეს მცირე შესავალი გავაკეთე იმისათვის, რომ მკითხველი ადვილად მიმხვდარიყო დაახლოებით 5 წლის წინ ჩემს მიერ ჩადენილ "ოინბაზობას".
დეიდაშვილმა სტუმრად მოიყვანა რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც სხვა პროდუქტთან ერთად ახალი თევზითაც გავუმასპინძლდით.
ერთერთმა სტუმარმა, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებდა მკითხა, აუზში მოსაშენებლად ლიფსიტები საიდან მოიყვანეთო?!
სანამ მამაჩემი გასცემდა პასუხს დავასწარი და ვუპასუხე: აგერ მდინარე ჯუმში ამის მეტი რაა, ჩავდივარ ღრმა წყალში ცოცხლად ვიჭერ და აუზში ვსვამ მეთქი. ბუნებრივია არავინ დაიჯერა, აბა მდინარე ჯუმში იმ ადგილას სადაც ჩვენ გვაქვს სოფლის სახლი კობრს რა უნდა, მაგრამ აქ უკვე "ჩემეული ილეთი" ჩავატარე, რომლის წყალობითაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მასწავლებლებმა "ხათაბალა" შემარქვეს.
სტუმრებს ვუთხარი ვისაც გინდათ დანიძლავება სანაძლეოს "ჩამოვდივარ" 10 კაციან სუფრაზე რესტორანში, მდინარე ჯუმში ჩავალ და ცოცხალ კობრებს ამოვიყვან მეთქი. სტუმრებიდან რამდენიმე თავიდან შეყოყმანდა, მერე კი თანხმობა განაცხადეს და "სანაძლეო დავდეთ".
თევზის დაჭერის დღედ კვირა დღე დავთქვით და შევთანხმდით, სოფლის ცენტრთან გამავალი ხიდის ქვეშ, სადაც მდინარის სიღრმე დაახლოებით 3–4 მეტრს შორის მერყეობს შევხვედროდით ნაშუადღევს 15 საათზე და მე უნდა დამეჭირა და ამომეყვანა ცოცხალი კობრები.
აბა მდინარეში სადაც ლიფსიტებსაც კი ბრაკონიერები დასდევდნენ ელექტროშოკური მოწყობილობით, მოზრდილ თევზს თან კობრს რა უნდოდა და მეც თადარიგი დავიჭირე, ჩვენი საკუთარი აუზიდან კვირას დილით ადრე ათიოდე თევზი ამოვიყვანე და წყლით სანახევროდ სავსე რძის "ბიდონში" ჩავსვი და იმ ადგილას ჩავიტანე სადაც "სანაძლეო დადებულ" დეიდაშვილის მეგობრებს უნდა შევხვედროდი.
ასევე ჩავიტანე მწყრების გალია, სადაც ჩავსვი თევზები და მდინარეში ჩავუშვი და სახლში დავბრუნდი.
მოვიდა შეხვედრის დროც, ავიღე წყლის სათვალე, ტერფებზე მოსარგები საცურაო "ფარფლები" და გავეშურე შეხვედრის ადგილისაკენ.
ჩემი მისვლა და სხვების მოსვლაც თითქმის დაემთხვა ერთმანეთს. ტანზე გავიხადე, სათვალე და "ფარფლები" მოვირგე და მდინარეში გადავეშვი, რაც მართალია მართალია, ცურვა და ყვინთვა მამაჩემის წყალობით ბავშვობიდანვე კარგად ვიცოდი და იმ გალიამდეც სწრაფად ჩავედი სადაც თევზები მყავდა, გალიის პატარა კარი გამოვაღე და დაჭერილი თევზი წინასწარ მომზადებულ პატარა ბადეში ჩავუშვი და ამოვყვინთე.
ამოვყვინთე და საკმაოდ მოზრდილი თევზიც ბადიანად მივაწოდე სტუმრებიდან ერთერთს, გენახათ რა სახე ჰქონდათ თევზის დანახვაზე, მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი–ცნობისმოყვარეებს რა დალევს და რამდენიმე წუთში ათამდე ადგილობრივი დაგვადგა თავზე, აქ ამ თევზს რა უნდა? უმეტესობამ ეს კითხვა დასვა, მეც ვპასუხობდი არ იცოდით ეტყობა, თორემ აქ სულ კობრებია მეთქი. მარტო ერთმა ბატონმა რეზომ (გამოცდილმა მეთევზემ და მონადირემ) აუღო ალღო სიტუაციას და დამიდასტურა მართალს ამბობს ელგუჯა, აქ კობრები ბლომადააო.
ზედმეტი კითხვების ასარიდებლად რამდენიმეჯერ ჩავედი მდინარის სიღრმეში და სანამ ბოლო თევზი არ გამოვიყვანე გალიიდან არც გავჩერებულვარ, თუმცა რა დიდი დრო უნდოდა ათიოდე თევზის ამოყვანას.
თევზი ბუნებრივია დეიდაშვილთან ერთად მოსულ მის მეგობრებს დავუტოვე და შევთანხმდით, მეორე დღეს თევზაობაში მონაწილეები ერთერთ ცნობილ რესტორანში შევხვედროდით. მოგვიანებით კი მდინარიდან ცარიელი გალიაც ამოვიტანე და სახლში წავიღე.
მეორე დღეს ბატონ რეზოს გავუარე (მე მაშინ საერთოდ არ ვსვამდი, თან მანქანა უნდა მეტარებინა და ისედაც ვერ დავლევდი) და ქალაქისაკენ დავიძარით, გზაში სოფლის ცენტრთან ხიდთან ჩამომსხდარმა "მეთევზეებმა" კი ბატონი რეზოც და მეც ისეთ სახალისო განწყობაზე დაგვაყენა, იქ დაწყებული სიცილი ლამის ქალაქამდე "მიგვყვა", ეტყობა სოფელში ხმა გავრცელდა, ვიღაცამ 2 კილოიანი კობრები ამოიყვანაო და მოყვარული მეთევზეებიც ეგრევე მეორე დილით "მიაწყდა" სათევზაოდ მითითებულ ადგილს.
რესტორანში მოლხენის მერე ბატონმა რეზომ ვერ მოითმინა და სიცილ–ხარხარით აუხსნა ყველას თუ როგორ მოხვდა მდინარე ჯუმში კობრები.
მართალია თავიდან უმეტესობა შეცბა, მაგრამ მერე მათაც გადაედო სახალისო განწყობა და "საღოლ" ძმაო კარგად გამოგივიდა "ოინბაზობაო"–ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობნენ.

506
17-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
29 იანვარი, 13:38
25–30 წლის "სასტავი" იყო, თორემ არ დამთავრდებოდა მთლად სიცილ–ხარხარით. :)
29 იანვარი, 13:30
კაია თუ ძაან არ გაბრაზდნენ და მშვიდობიანად ჩაიარა :)
28 იანვარი, 21:22
"ნიძლავით წამოვაგე ანკესზე". :)
27 იანვარი, 23:47
ეგრევე მივხვდი, რომ მაგას გააკეთებდით და ამხელა კაცები როგორ ვერ მიხვდნენ:DDD
0 1 4
10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"10 ადამიანი, რომლებიც "მკვდრეთით აღდგნენ"
ხშირი არა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი "მკვდრეთით ღდგე...
"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან "პირველი...
ყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოშიყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოში
არ არსებობს რეიტინგი, რომელიც საკამათო არ გახდეს, ეს შეეხება ნებისმიერ...
შევარდნაძე- ივანიშვილის იმედადშევარდნაძე- ივანიშვილის იმედად
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თქმით რუსებს სააკაშვილთან ურთ...
10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა  უნდა იცოდეს10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
1. წვნიანი თუ დაამლაშეთ, მასში გაფცქვნილი კარტოფილი ჩადეთ....
7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ...
შოკისმომგვრელი კადრები რომლებსაც ინდოეთში ნახავთშოკისმომგვრელი კადრები რომლებსაც ინდოეთში ნახავთ
ალბათ ბევრ თქვენგან უოცნებია ინდოეთში მოგზაურობაზე და წარმოუდ...
რატომ წყვეტს გამომცემლობას ყველაზე ცნობილი ჟურნალი Penthouse?რატომ წყვეტს გამომცემლობას ყველაზე ცნობილი ჟურნალი Penthouse?
ჟურნალი (ფრანგ. journal), როგორც წესი, არის ბეჭ...
ლარი, დოლარი თუ ევრო - რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა?ლარი, დოლარი თუ ევრო - რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა?
რომელ ვალუტაშია უმჯობესი დანაზოგის შენახვა? ...
ბავშვის ოთახში ამოვიდა ნამდვილი ხე ფუღუროთი (12 ფოტო)ბავშვის ოთახში ამოვიდა ნამდვილი ხე ფუღუროთი (12 ფოტო)
მამამ შვილის ოთახში შექმნა ნამდვილი "ავატარის" სამყარო. მ...