x
გააზიარეთ ხალხმა გაიგოს!- დავით ზარდიაშვილი ლარის "გაუფასურების" გამო მოგვიწოდებს, რომ...
27 იანვარი, 22:24

ლარის, დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია როგორც ქვეყანაში, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის პირად საქმეებში. ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი-ექსპერტი დავით ზარდიაშვილი ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხალხს მოუწოდებს გააზიარონ, რათა ვეღარ ისარგებლონ არსებითი რთული ვითარებით ბანკებმა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კურსით 1$- 2.4984 ლარს უდრის.

ტექსტს კი როგორც ყოველთვის, უცვლელად შემოგთავაზებთ.


გააზიარეთ ხალხმა გაიგოს!
ზარდიაშვილი დავითი
11 სთ ·
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში შავით თეთრზე წერია:


"მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას
+
თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის."
ეს ნიშნავს, რომ ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა!
არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი. ე.ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!


ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, რომც დოლარი მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა!


სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში (ან სხვა უცხოურ ვალუტაში) ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით!


მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია!


რატომ არ ვიღებთ ხმას? როდემდე უნდა გვატყავონ ბანკებმა?
და ერთიც: ეს ნორმა რომ სრულდებოდეს, ბანკები თავს შეიკავებდნენ უცხოური ვალუტის გასესხებისაგან და ეკონომიკაში დოლარიზაციის კატასტროფული დონე მკვეთრად შემცირდებოდა! ასევე, ლარიც გამყარდებოდა ასეთ შემთხვევაში. ლარის კურსის დაცემას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ეკონომიკის დოლარიზაცია, დოლარიზაციას კი სესხების გაცემა დოლარზე. დოლარზე მოთხოვნა იმის პროპორციულად იზრდება, თუ რა წილი აქვს მთლიანი სესხების მოცულობაში დოლარზე გაცემულ სესხებს!


ბანკები, რომლებიც დოლარიზაციაზე მუშაობენ, ძირს უთხრიან ეროვნულ ვალუტას და განუხრელად აგდებენ მის კურსს! ანუ: ბანკები ფულს შოულობენ ლარის გაუფასურებით!


ბანკების ასეთ ანტი-ეროვნულ, ანტი-სახელმწიფოებრივ პოლიტიკას მთავრობა ვერაფერს უპირისპირებს. ძალა ხალხშია!


მოგიწოდებთ, გავერთიანდეთ ბანკების ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ!


მოვითხოვოთ ლარის კურსის დაცემის გამო ბანკების მიერ მოვალეებისაგან უკანონოდ წაღებული ფულის უკან დაბრუნება! სამართალი და კანონი ჩვენს მხარეზეა!"- აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი- დავით ზარდიაშვილი.


image

9331
22-ს მოსწონს
1546
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
30 იანვარი, 14:28
https://www.nbg.gov.ge/uploads/sagadaxdo/legalacts/15/gadaxdis_operaciis_shesrulebis_wesi.pdf
30 იანვარი, 14:27
2015 წლის 22 იანვრიდან შეუძლიათ ვალუტით ანგარიშსწორება მიიღონ
29 იანვარი, 17:15
სასამართლოში რომ ვუჩივლოთ ბანკებს და მოვითხოვოთ ჩვენი ინტერესის დაცვა ნეტა რა მოხდება? ფაქტიურად მოსახლეობის გაკოტრების ხარჯზე გამდიდრდა ბანკები, მოდით ვუჩივლოთ ყველამ ერთად
29 იანვარი, 15:43
პროცენტი და არა თანხა...
29 იანვარი, 14:59
მადლობა, თქვენ დიდი საქმე გააკეთეთ, დანარჩენი ხალხის მონდომებაზეა
29 იანვარი, 14:59
არ მესმის ფრაზა, ბანკებთან ვერ იდავებ :D უბრალოდ ხალხია დაშინებული და ჰგონიათ კანონს ვერ გამოიყენებენ. ყველა რომ ამოიღებს ხმას მაშინ დაიხევენ უკან.
29 იანვარი, 12:24
სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი/Legal Support Center –– ესენი ამტკიცებენ რომ უპერსპექტიოა ბანკებთან დავაო, მაგრამ რაც შეეხება იმას რომ როდესაც მსესხებელი ანუ ბანკი გაძლევს გარკვეული ოდენობით თანხას დოლარის ვალუტაში და მოხდა რაღაც დროის მერრე კურსის ვარდნა, რატო გვიწევს იმავე კურსით უკან დაბრუნება თანხის რაც ხელშეკრულებაში იყო მითითებული თანხის გაცემის დროს? მაშინ ( სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი/Legal Support Center) 389 მუხლი რას წარმოადგენს? რა ღირებულება აქვს ამ კანონს ხალხისთვის თუ უპერსპექტივოა ამ მუხლით ბანკებთან საუბარი. გამოდის რომ ბანკებს შეუძლიათ ვალუტის ვარდნის დროს სამართლებრივად მოითხოვონ ჩვენგან კუთვნილი თანხა და ჩვენ არანაირი უფლება არ გაგვაჩნია რომ იმ დროს არსებული კურსით გავასწოროთ დავალიანება, რა ხდება საერთოდ ვინ რას საუბრობთ ან რომელია მართალი? და 1. დენომინაცია ანუ ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება;
2. ვალუტის შეცვლა;
3. ჰიპერინფლაცია.
რომელი ერთი არაა უკვე ჩვენთან? ლარი დღითიდღე კარგავს თავის ფასს!
29 იანვარი, 10:22
რასაკვირველია, უზენაესი სასამართლოს მიერ 2001 წელს მიღებული ეს განმარტება უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი კანონს ვერ შეცვლის. ჩვენ არ ვართპრეცენდენტული სამართლის ქვეყანა, ამდენად კანონს გააჩნია იურიდიული ძალა და არა სასამართლოს პრეცენდენტს. რაც შეეხება თავად განმარტებას:
მოსაზრება, რომ სკ-ს 389-ე მუხლი შეეხება მხოლოდ სამ კერძო (დენომინაცია, ჰიპერინფლაცია და ვალუტის შეცვლა) და არა ზოგადად ვალუტის კურსის ცვლილების ნებისმიერ შემთხვევას, რასაკვირველია, მცდარია და არ უნდა იქნეს გაზიარებული. კანონმდებელი ნორმაში არ მიუთითებს კერძო შემთხვევებზე და იგი ზოგადად მხოლოდ ორ გარემოებას განიხილავს, კერძოდ: ვალუტის კურსის შეცვლისა და ვალუტის შეცვლის შემთხვევებს. ვალუტის კურსის შეცვლას უკავშირდება ნორმის პირველი წინადადება, ხოლო ვალუტის შეცვლას კი - მეორე წინადადება.
რაც შეეხება ვალუტის ნომინალის გამოცვლას, ანუ დენომინაციას, ეს კერძო შემთხვევა სწორედ ვალუტის გამოცვლად უნდა ვიგულისხმოთ და ამ შემთხვევაში ვისარგებლოთ ნორმის მეორე წინადადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმა აბსურდულ შინაარსს მიიღებდა. მართლაც, წარმოვიდგინოთ რომ მოხდა ლარის ახალი ნომინალის გამოშვება, რომელიც ლარის ძველ ნომინალზე იცვლება კურსით, ვთქვათ, 1;10-ზე. თუკი უზენაესი სასამართლოს აქ მოყვანილ განმარტებას გავიზიარებთ, გამოვა, რომ ვალი ახალ ნომინალში უნდა დაბრუნდეს არა კურსით 1:10-ზე, არამედ ძველი ნომინალის კურსით, რაც, რასაკვირველია აბსურდია და ცალსახაა, რომ დენომინაციის შემთხვევაზეე 389-ე ნორმის მეორე წინადადება უნდა იქნეს გავრცელებული.
რაც შეეხება ჰიპერინფლაციას. 389-ე მუხლი ფორს-მაჟორულ სიტუაციებს ზუსტადაც რომ არ ეხება, რადგან ამ შემთხვევაში მოქმედებს სამოქალაქო სამართლის ის ზოგადი ნორმა, რომლის ძალითაც დაუძლეველი გარემოებების წარმოქმნისას (ასეთ გარემოებათა შორისაა ჰიპერინფლაციაც) ვალდებულებების შესრულება გადაიდება ამგვარ დაუძლეველ გარემოებათა აღმოფხვრამდე.

რაც შეეხება განმარტებაში მოყვანილ ნომინაციის პრინციპს: 389-ე მუხლი ამ პრინციპს არ ეწინააღმდეგება და რასაკვირველია, თუ ვალდებულება ეროვნულ ვალუტაშია გამოხატული,კურსთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ წარმოიშობა. 389-ე მუხლის სწორად გაგებისა და ინტე
29 იანვარი, 1:10
გეთანხმებით
ეს ყველაფერი გასაგებია,მაგრამ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლში ნათლადაა განმარტებული,რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე.ხოლო ხელშეკრულებაში თუ კარგად დავაკვირდებით პირველივე გვერდზე წერია.თუ კურსი გახდება პირობითად 2.80 მაშინ კურსის შესაბამისად გაიზრდება პროცენტიც.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10
ყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოშიყველაზე "ცხელი" ქალების ათეული მსოფლიოში
არ არსებობს რეიტინგი, რომელიც საკამათო არ გახდეს, ეს შეეხება ნებისმიერ...
შევარდნაძე- ივანიშვილის იმედადშევარდნაძე- ივანიშვილის იმედად
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის თქმით რუსებს სააკაშვილთან ურთ...
"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან "პირველი...
რა მოხდა არასრულწლოვანთა  ლტოლვილთა ბანაკში?!რა მოხდა არასრულწლოვანთა ლტოლვილთა ბანაკში?!
წარმოშობით ლიბანელი, შვედეთის მოქალაქე ალექსანდრა მეზერი, რომელ...
ნორმა და პათოლოგიანორმა და პათოლოგია
რა არის ფსიქიკური დაავადება? რა არის ანომალური ქცევა? რომელი გამოვლინება უნდა ჩაითვალოს ფსიქ...
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...