x
რა არ უნდა ჩავიცვათ ერთად
28 იანვარი, 18:19

image

ბოლო დროს, მოდაში ლიბერალიზმი დამკვიდრდა: ატარებენ ყველაფერს, ყველაფერთან ერთად. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ რა უფრო მოხერხებულია მათთვის. ასეთ თავისუფალ ატმოსფეროში, იმაზე საუბარიც კი უხერხულია, რომ კაბა უნდა იყოს სექსუალური, ქვედაბოლო ქალური (და არა ტომარისებური), პალტო თეძოზე მომდგარი, ხოლო ფეხსაცმელი – მოხდენილი. ამ სტატიაში განხილულია კომბინაციები, რომლებიც ყოველთვის წამგებიანია, ადამიანის გარეგნობის მიუხედავად.

image

პალტო + ბეწვიანი ჩექმები
ბეწვიანი ჩექმები ძალიან თბილი და მოსახერხებელია. ის ყოველთვის კარგად გამოიყურება კომბინაციაში ქურთუკთან ერთად, ისიც მთის კურორტებზე. მაგრამ, კლასიკური პალტო და «ყველგან მავალი» კარგი დუეტი არ არის.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

პიჯაკი + გრძელი ქვედაბოლო

ცალ-ცალკე ეს ნივთები კარგად გამოიყურება და ყველაზე პრაქტიკული სამოსია. მაგრამ ასეთ კომბინაციაშ, მიუღებელია. საქმე იმაშია, რომ ქვედა ბოლოს ან კაბის სიგრძე, უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია პიჯაკის სიგრძესთან ანუ რაც უფრო გრძელია პიჯაკი, მით უფრო მოკლე უნდა იყოს კაბა.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

განიერი შარვალი + თავისუფალი პერანგი

ასეთი კომბინაცია მხოლოდ იოგის ვარჯიშის დროს არის დასაშვები, სხვა შემთხვევაში, შარვალი «ჰარემის სტილში» და თავისუფალი პერანგი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მეტად უჩვეულოდ გამოიყურება.

image

ასეთი შარვალზე, უმჯობესია ტანზე მომდგარი პერანგის ჩაცმა და ასევე კარგი იქნება, ფეხსაცმლის და სპეციალური აქსესუარების შერჩევა:

image

მოკლე ჯინშის პიჯაკი + მაისური და ქვედაბოლო

თუ პიჯაკი წელამდე არის ან უფრო მოკლეა. მასთან ერთად გრძელი მაისურის ჩაცმა არ შეიძლება. მოკლე პიჯაკთან კომბინაციაში, სამოსის მხოლოდ ერთი განსხვავებული დეტალის გამოყენება შეიძლება. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ქვედატანი გრძელი იქნება თუ მოკლე. აქ მთავარი ის არის, რომ სამოსი «სამსართულიანი» არ იყოს. თუ პიჯაკი შარვალთან არის კომბინაციაში, მაისური ან პერანგი, პიჯაკის ქვემოდან არ უნდა «იყურებოდეს».

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

კომბინიზონი და უხეში ფეხსაცმელი

ეს იგივე ისტორიაა, რაც გრძელ პიჯაკს და გრძელ ქვედაბოლოს უკავშირდებოდა: ცალ-ცალკე, შესაბამის კომბინაციებში, ამ ნივთებს წუნს ვერ მოუძებნის ადამიანი, მაგრამ ერთად... ასეთი ქსოვილის კომბინიზონს, კლასიკური, დახვეწილი ფეხსაცმელი მოუხდება, ხოლო უხეშ ფეხსაცმელს – უფრო სქელი ფაქტურის ქსოვილის სამოსი.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

განიერი შარვალი + ფეხსაცმელი პლატფორმაზე

ეს ამ სტილის შარვლის ყველაზე შეუსაბამო ინტერპრეტაცია არის. ამ შარვალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება, ცალკე ქუსლით. ხოლო პლატფორმიანი ფეხსაცმლით, ბევრად უფრო კარგი კომბინაციების შექმნა შეიძლება.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

imageimage

imageმოქარგული ჯინსი + ჭრელი ზედა

თუ ჯინსი მოქარგულია, მისი ტარება ჭრელ სამოსთან ერთად არ შეიძლება. ასეთ ჩაცმულობას, უკვე კომბინაციაც აღარ ჰქვია. მოქარგული ჯინსის ტარება შეიძლება მხოლოდ სადა ფერის სამოსის ელემენტებთან. მოქარგულ ჯინსზე ლამაზად გამოიყურება თეთრი ან შავი ზედა ან უკიდურეს შემთხვევაში, ზუსტად ის ფერი, რა ფერის ნაქარგებიც არის მასზე.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

638
15-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
28 იანვარი, 21:55
დიდი მადლობა, მეგობრებო
28 იანვარი, 21:16
ძალიან კარგი სტატიაა, როგორც ყოველთვის. აი გრძელი გაშლილი კაბა და მოკლე პიჯაკი მე პირადად მომწონს. გავაზიარე კიდეც.
28 იანვარი, 20:38
მეც ყველას ვეთანხმები
28 იანვარი, 19:57
ვეთანხმები ყველა მათგანს.
0 1 4
2015 წლის 10 მოდური ტრენდი, რომლის დავიწყებასაც გვირჩევენ 2016 წელს2015 წლის 10 მოდური ტრენდი, რომლის დავიწყებასაც გვირჩევენ 2016 წელს
მოდა ძალიან პრეტენზიული და არამყარი ქალბატო...
რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!რატომ იცმევს ქალი კაბას და მამაკაცი - შარვალს? - ეს ბევრმა არ იცის!
ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა თუ რატომ არის...
ისევ შედგება გიორგი კალანდაძის და ნათია წიწილაშვილის წყვილი?ისევ შედგება გიორგი კალანდაძის და ნათია წიწილაშვილის წყვილი?
ყველასთვის ცნობილ ახალგაზრდა და ნიჭიერ მსახიობებს ...
შეცდომები, რომლებსაც ქალები ბიუსტჰალტერის ჩაცმისას უშვებენშეცდომები, რომლებსაც ქალები ბიუსტჰალტერის ჩაცმისას უშვებენ
ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ქალების 80% უშვებს შეცდ...
45 კრეატიული კაბა ედგარ არტისისგან45 კრეატიული კაბა ედგარ არტისისგან
ამერიკელი მოდის ილუსტრატორი ედგარ არტისი სტილიზებულ ქაღალდსა და ყოველდღიურ ს...
2016 წლის მოდა, ზამთრის ტენდეციები.2016 წლის მოდა, ზამთრის ტენდეციები.
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად არ ნიშნავს მიჰყვებოდე...
"ვერსაჩეს" 2016  წლის გაზაფხულის კოლექცია"ვერსაჩეს" 2016 წლის გაზაფხულის კოლექცია
ცნობილმა მოდის სახლმა , , ვერსაჩემ'' პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე წ...
ახლო აღმოსავლეთის მამაცი ქალები!ახლო აღმოსავლეთის მამაცი ქალები!
"საუდის ქალების შეცვლილი სახე" საუდის არაბეთისა და სხვა არაბულ ქვეყნები...
როგორც ჩანს მოგეჩვენათროგორც ჩანს მოგეჩვენათ
ამ ადამიანებმა არ იცოდნენ რომ მათ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, კარგად დააკვირ...
საქორწილო კაბების მოდური ტენდენციასაქორწილო კაბების მოდური ტენდენცია
ბოლო დროს აქტუალურია წელში გამოყვანილი, სადა საქორწილო კაბები, რომლებიც გაწყ...
უცნაური ბედისწერაუცნაური ბედისწერა
ამბავი რომელსაც ახლა გიამბობთ გასულ საუკუნეში რუსთავში მოხდა. სახელებს შეგნებულად შევცვლი იმ ...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...