x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობილი ჰიტის, "Wonderful Life "-ის ავტორი ავტოავარიაში დაიღუპა
imageბრიტანელი მუსიკოსი, მხატვარი, პოეტი და სიმღერების ავტორი კოლინ ვირნკოუმბი, უფრო ცნობილი ფსევდონიმით Black, გარდაიცვალა ქალაქ კორკას საავადმყოფოში ავტო ავარიიდან 2 კვირის შემდეგ, რომელიც მუსიკოსს ირლანდიაში შეემთხვა.


დიაგნოზი თავის ქალის მძიმე ტრავმა გახლდათ.მომღერალი კომაში იმყოფებოდა.იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

53 წლის ვირნკოუმბი გარდაიცვალა უჩუმრად ცოლის და სამი შვილის გარემოცვაში, -ნათქვამია განცხადებაში.


დაიბადა 1962 წელს ლივერპულში, პირველი მისი ჰიტი გახდფა "Sweetest Smile", რომელიც ბრიტანული ჩარტების ათეულში მოხვდა.მეორე მისი ჰიტი "Wonderful Life" იყო, რომელიც არა მარტო მშობლიური ბრიტანეთის არამედ, იტალიის, შვეიცარიის, გერმანიის, საფრანგეთის და ავსტრიის ტოპ-10-ში მოხვდა.



ხოლო ამავე სახელწოდების ალბომი 1, 5 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა და მესამე ადგილი დაიკავა ჩარტებში.

მუსიკოსის ბოლო ალბომი «Blind Faith» 2015 წელს გამოვიდა.

image

სიცოცხლის ბოლო წლები მუსიკოსი სამხრეთ ირლანდიაში ცხოვრობდა, სადაც მან საკუთარი ნახატების რამდენიმე პერსონალური გამოფენა გამართა, აგრეთვე გამოსცა საკუთარი ლექსების კრებული.

ვირნკოუმბს მშობლიურ ლივერპულში დაკრძალავენ.


2
322
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
322
  
2016, 27 იანვარი, 23:51
მიყვარს ეს სიმღერა :(
2016, 27 იანვარი, 18:51
ზალიან დასანანია, ეგეტი ახლგაზრდა და ეგეტი მაგარი კომპოზიტორუ და სესრულებელი
ნატელში იყავი კარგო მაგარო მუსიკოსო!
0 1 2