x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თვითმფრინავის გატაცების ყველაზე გახმაურებული ფაქტები საბჭოთა კავშირში
image


1-Ан-24 -ის გატაცება-1970 წლის 15 ოქტომბერს "Аэрофлота"-ის თვითმფრინავი Ан-24 ასრულებდა რეისს ბათუმი კრასნოდარი, ბორტზე იმყოფებოდა 46 მგზავრი.მამა-პრანას ბრაზინსკასი და მისი 13 წლის ვაჟი ალგიდრასი წინა რიგებში ისხდნენ, ორივე გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული.მალე ბორტ-გამცილებელს ბრაზინსკას უფროსმა(რომელიც სხვათა შორის ნასამართლევი იყო) კონვერტი გაუწოდა.


კონვერტში ქაღალდზე თვითმფრინავის გატაცების შესახებ ეწერა. ბორტ-გამცილებელი ნადია კურჩენო იმწამსვე ეკიპაჟის კაბინისკენ გავარდა. ამ დროს, წამომხტარმა
ახალგაზრდამ იარაღისა და თვითმფრინავის აფეთქების მუქარით ყველას ადგილზე
დარჩენა უბრძანა. მამამისი კი კურჩენკოს დაედევნა, რომელიც მისთვის
ეკიპაჟის კაბინაში შესასვლელად ხელის შეშლას ცდილობდა. გამტაცებელმა კურჩენკოს ტყვია პირდაპირ გულში ესროლა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. კაბინაში შევარდნილმა უფროსმა ბრაზინსკასმა ეკიპაჟს თურქეთში გაფრენა უბრძანა. მალე Ан-24
ტრაპზონის აეროპორტში დაეშვა.

image


ფოტოზე:მორტგამცილებელი ნადია კურჩენკო



თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე გამტაცებლები თურქულმა პოლიციამ დააკავა.
მგზავრები კი უკან რამოდენიმე დღეში დააბრუნეს.თურქულმა მხარემ უარი განაცხადა დამნაშავეების საბჭოთა მხარისთვის გადაცემაზე. მამა-შვილს სასამართლომ 8
წელი მიუსაჯა. მაგრამ მალევე თურქეთში საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა,
რომელიც გამტაცებლებსაც შეეხო.


შემდგომ მამა-შვილი ბრაზინსკასები აშშ-ში გადასახლდნენ.2002 წელს პრანას ბრაზინსკასი საკუთარმა შვილმა მოკლა.








image

2-Ту-134 გატაცების მცდელობა 1983 წელს-18 ნოემბერს Ту-134А ასრულებდა რეისს თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი, ბორტზე იმყოფებოდა 57 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი.მგზავრებს შორის იმყოფებოდა 7 ადამიანი, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.(თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს)


აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში
ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა
კურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ
სიკვდილი ემუქრებოდათ. ისინი აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით:
„TT“ ტიპის 2 პისტოლეტით, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერით, 2
სასწავლო ტიპის ხელყუმბარით. შეიარაღებულები საბჭოთა წყობაზე
განაწყენებული „დასავლური“ ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ.


კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში
შეცვივდნენ. კახა ივერიელმა პილოტ ახმათგერ გარდაფხაძეს იარაღი თავზე მიადო
და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა.
image

თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა
ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამცილებელი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ
მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება
მიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა.


პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი. ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.

image

თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორი

პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე
ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და
მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც
ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი,
როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.


თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო.
დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. საქმეში
ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე
თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური
ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა
თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული
დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა.





image


3-Ту-134 გატაცების მცდელობა უფაში 1986 წელს- სამმა დეზერტირმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ გაქცევა, თავიდან შეთქმულებაში 7 ჯარისკაცი მონაწილეობდა, თუმცა ბოლო მომენტში ოთხმა მათგანმა გადაიფიქრა.


20 სექტემებერს უმცროსი სერჟანტი, 20 წლის ნიკოლაი მაცნევი, 19 წლის რიგითი სერგეი იარგმუჯი და 19 წლის რიგითი ალექსანდრე კონოვალი გამოიპარნენ სამხედრო ნაწილიდან თან გაიტაცეს ტყვიამფრქვევი და შაშხანა.ჯარისკაცებს ჰქონდათ გავლილი სპეციალური მომზადება თვითმფრინავის გატაცების შემთხვევაში, პროგრამა "Набат"-ის ფარგლებში, ამიტომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ თვითმფრინავს გაიტაცებდნენ.



ჯარისკაცებმა ტაქსი იარაღის მუქარით გააჩერეს და აეროპორტში წაყვანა უბრძანეს.თუმცა გზაში ГАИ-ის პოსტი შეხვდათ და შეჩერდნენ, ერთადერთი ვარიანტი, რომ პოსტი გაეარათ სამხედრო ან მილიციის "უაზის" ხელში ჩაგდება იყო.


ახალგაზრდები გზაზე დადგნენ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდნენ. გამოიარა არასაუწყებო დაცვის "უაზმა", ჯარისკაცებმა უფროსი სერჟანტი ზალფირ ახტიამოვი და სერჟანტი აიტარ გალიევი ადგილზე ჩაცხრილეს.

image

როდესაც აეროპორტში მივიდნენ ტაქსისტი მიხვდა, რომ მისი მოკვლის ჯერიც დადგა, თუმცა ბოლო მომენტში მაცნევმა ტაქსისტს ჰკითხა:"შვილები გყავს?"დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ტერორისტებმა ტაქსისტი გაუშვეს.


ამასთანავე ალექსანდრე კონოვალოვი ძლიერ შეშინდა და თანამზრახველებს ჩამოშორდა, შემდგომ როგორც გაირკვა მან თავის მოკვლა სცადა მაგრამ უშედეგოდ.

image

ამასობაში კი მაცნევმა და იარგმუჯმა აეროპორტის ასაფრენ ზოლზე მოხვედრა სანიაღვრე არხის გავლის მეშვეობით მოახერხეს.დაინახეს აეროპორტზე მდგომი Ту-134, რომელსაც კიევი-უფა-ნიჟნევარტოვსკის რეისი უნდა შეესრულებინა.ბორტზე იმყოფებოდა 76 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი.


დეზერტირებმა მოითხოვეს თვითმფრინავის დაუყონებლივ აფრენა საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში.თუმცა პილოტებმა მოასწრეს კარის ჩაკეტვა და იქიდან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ახალგაზრდებთან.ისინი სხვადასხვა ტექნიკურ ხარვეზს იმიზეზებდნენ და ამით აფრენას აჭიანურებდნენ. ამასობაში კი აეროპორტზე გამოჩნდა სპეცრაზმი А, ხოლო ახალაგაზრდებთან მოლაპარაკებას მათი სამხედრო ნაწილის მეთაური აწარმოებდა.


ამასობაში კი თვითფრინავის სალონში მაცნევს და იარგუჯს ერთ-ერთი მგზავრთან ალექსანდრ ერმოლენკოსთან კამათი მოუვიდათ.ახალგაზრდებმა მგზავრი ადგილზე მოკლეს, ცეცხლი გაუხსნეს კიდევ ერთ მგზავრს იაროსლავ ტიხანსკისს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.მალევე დეზერტირებმა მგზავრების ნაწილი გაანთავისუფლეს.

image

როდესაც მიხვდნენ ტერორისტები, რომ მათ მოთხოვნებს არავინ ასრულებდა, გადაწყვიტეს თავის მოკვლა, მათ მოითხოვეს ძლიერმოქმედი ნარკოტიკები.


ამასობაში სპეცრაზმი თვითმფრინავში შეიჭრა, გაბრუებული მაცნევი, რომელიც ტყვიამფქვრევით იყო შეიარაღებული ადგილზე მოკლეს, ხოლო უიარაღო იარგუჯი (იარაღი ბორტგამცილებელმა ააცალა) ფეხში დაჭრეს.

image

საბოლოოდ დააკავეს 6 ადამიანი, მათ შორის კონოვალოვიც.იარგმუჯის სასჯელის უმაღელსი ზომა დახვრეტა მიუსაჯეს, კონოვალოვს 10 წელი თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენ ოთხს, რომლებიც მხოლოდ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ 2-იდან 6-წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.







image


4- Ту-154-ის გატაცება 1988 წელს-1988 წლის 8 მარტს ირკუტსკიდან ლენინგრადისკენ ანხორციელებდა რეისს სამგზავრო ლაინერი Ту-154, ბორტზე იმყოფებოდა 76 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი.


ბორტზე იმყოფებოდა მრავალშვილიანი ოვეჩკინების ოჯახი.თუმცა ბორტზე ასულ სხვა მგზავრებისგან განსხვავებით ნინელი ოვეჩკინს, თითით საჩვენებელ სანიმუშო ოჯახის უფროსს სულ სხვა მიზანი ჰქონდა:თვითმფრინავის გატაცება და გაქცევა საბჭოთა კავშირიდან.


ოვეჩკინები მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.11 შვილს ძირითადად ნინელი
ზრდიდა.მისი ქმარი ლოთი იყო და 1984 წელს გარდაიცვალა.მას შემდეგ ნინელი
მრავალშვილიან ოჯახში უალტერნატივო ავტორიტეტი გახდა.
image

სწორედ დედამ შემაჩნია, რომ მისი შვილები საოცრად მუსიკალურები
იყვნენ...მანვე 1983 წელს ჩამოაყალიბა ჯაზური ანსამბლი "Семь
Симеонов".წარმატება კოლოსალური იყო.მათზე დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს,
ხოლო სახელმწიფომ მრავალშვილიან ოჯახს ორი სამოთახიანი ბინა მისცა.


შემდეგ იყო გასტროლები არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ კაპიტალისტურ ქვეყნებშიც.

image

1987 წელს ოვეჩკინები იაპონიაში გაემგზავრნენ საგასტროლოდ, სადაც დიდი აუდიტორიის წინაშე მოუწიათ გამოსვლამ...

სწორედ ამის შემდეგ დაებადათ იდეა ოვეჩკინების ოჯახს საზღვარგარეთ
გაქცეულიყვნენ და საგანგებოდ გეგმა თითქმის 6 თვით ადრე შეიმუშავეს.


ოფიციალურად ოვეჩკინები მიფრინავდნენ ლენინგრადში საგასტროლოდ..თუმცა მათი დანიშნულების ბოლო პუნქტი სულ სხვა იყო, -ლონდონი.

თავიდან ოვეჩკინებმა ბორტგამცილებელს პოლოტთან გაატანეს წერილი, სადაც
ისინი ითხოვდნენ თვითმფრინავს შეეცვალა მარშრუტი და ლონდონში გაფრენილიყო,
წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.
თავიდან პოლოტებს ეგონათ, რომ მუსიკოსები ხუმრობდნენ, მაგრამ როდესაც
ოვეჩკინებმა გადაჭრილი თოფი ამოიღეს და მგზავრების მოკვლით დაიმუქრნენ,
საქმემ სერიოზული ხასიათი მიიღო...
თავიდან პოლოტებმა გადაწყვიტეს თვითონ გაეწიათ წინააღმდეგობა
ტერორისტებისთვის(იმ პერიოდში უკვე მფრინავები "მაკაროვის" სისტემის
იარაღით იყვენენ შეიარაღებულები), თუმცა ეს გეგმა სარისკოდ მოეჩვენათ და
მორიგ მითითებებს მიწიდან დაელოდნენ.


ამის შემდეგ გამტაცებლებთან გავიდა ბორტგამცილებელი თამარა ჟარკაია და მათ აცნობა, რომ მალე თვითმფრინავი დაჯდებოდა პატარა ფინურ ქალაქ კოტკაში.

imageსურათზე: ბორტგამცილებელი თამარ ჟარკაია(1959-1988)


სინამდვილეში კი თვითმფრინავი ლენინგრადის მახლობლად, ვეშევოში,
სამხედრო აეროდრომზე ჯდებოდა. ოპერაციის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ,
რომ მუსიკოსები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ისევ საბჭოთა ტერიტორიაზე
იმყოფებოდნენ... იქ უკვე მობილიზებული იყო სპეცრაზმი.

თუმცა ტერორისტები მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, 24 წლის დიმიტრი ოვეჩკინმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოკლა თამარა ჟარკაია, ხოლო ნინელიმ თავის შვილებს უბრძანა შტურმით აეღოთ პილოტების კაბინა.


თუმცა ამ გეგმამ ფიასკო განიცადა.ამის შემდეგ ძმები დაიმუქრნენ, რომ
დახოცავდნენ მგზავრებს, ამასთანავე მათ უარი თქვეს ხომალდიდან ბავშვების და
ქალების გამოშვებაზე...

ამასობაში თვითმფრინავს საწვავის მანქანა მიუახლოვდა, ტერორისტებმა
ბორტგამცილებელი გარეთ გაუშვეს, რომ ავზი გაეხსნა.სინამდვილეში ეს
ყველაფერი სპექტაკლი იყო.სპეცრაზმი, ნაწილი თვითმფრინავის კუდიდან, ხოლო
მეორე ნაწილი მფრინავების კაბინიდან შტურმისთვის ემზადებოდა.

თვითმფრინავმა საწვავი "შეავსო" და ასაფრენ ბილიკისკენ გაემართა...

ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმის უნიჭო და არაპროფესიონალური
ოპერაცია...ოვეჩკინებმა თავიდანვე საპასუხო სროლით რამდენიმე სპეცრაზმელი
დაჭრეს..შედეგად სპეცრაზემელები ისევ პილოტის კაბინაში დაიმალნენ...არც
თვითმფრინავის კუდიდან განხორციელებული შეტევა გახდა ეფექტური...ურთიერთ
სროლის შედეგად კიდევ 3 მგზავრი დაიღუპა.

image


ამის შემდეგ ნინელიმ თავის შვილები გარშემო შემოიკრიბა და თვითნაკეთი
ბომბი ააფეთქეს(სუიციდი თავიდანვე იყო ოვეჩკინების გეგმაში, თუ გატაცება
გეგმის მიხედვით არ განხორციელდებოდა), თუმცა აფეთქების შემდეგ მხოლოდ ალექსანდრე დაიღუპა.

ამის შემდეგ ნინელიმ თავის უფროს ვაჟს, ვასილის უბრძანა მისთვის ესროლა, შვილმა უყოყმანოდ შეასრულა დავალება.შემდეგ დადგა დიმიტრის და ოლეგის ჯერიც....17 წლის იგორს არ უნდოდა სიკვდილი და ამიტომ ტუალეტში დაიმალა..თუმცა მის ძმას მის საძებნად ნამდვილად აღარ ჰქონდა დრო..ოლეგის მოკვლის შემდეგ თავში დაიხალა
ტყვია..თვითმფრინაში ხანძარი გაჩნდა, დაიწყო პანიკა....როგორც იქნა
ერთ-ერთმა მგზავრმა კარი გახსნა.პანიკაში ჩავარდნილი მგზავრები
თვითმფრინავს ქაოსურად სტოვებდნენ..

საღამოს 8 საათზე ოპერაცია დასრულდა. დაიღუპა 9 ადამიანი, (3 მგზავრი,
ბორტგამცილებელი და 5 ოვეჩკინების ოჯახის წევრი)15-მა მძიმე ტრავმა მიიღო.

2
1694
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1694
  
2016, 28 იანვარი, 15:51
სერიოზული სტატიაა,ბრავო
2016, 27 იანვარი, 12:20
მამა თეოდორემ (ჯინსების თაობაზე მაქვს საუბარი) თავის თავზე აიღო ეს დანაშაული, ვითომ მისი იდეა იყო და შთააგონა ახალგაზრდებს თვითმფრინავის გატაცება ქვეყნიდან გაქცევის მიზნით, რომ ისინი არ დაეხვრიტათ, თუმცა ამაოდ, სულ ტყუილად ისიც დახვრიტეს.
0 1 2