x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!“, "პროფილი"დიდ სკანდალში და პასუხი კრიტიკოსებს
image
გადაცემა "პროფილი" მორიგ სკანდალში გაეხვა. ფსიქოლოგი გიორგი დონაძე იმ გადაცემის ეთერში გასვლას ეწინააღმდეგება, რომელიც "მოზარდთა სუიციდის" თემას ეხება. "მოგესალმებით მეგობრებო! მიუხედავად მცდელობისა, რომ გადაცემა "პროფილს" არ გაეკეთებინა ასეთ ფორმატში გადაცემა სუიციდის შემთხვევების გაშუქების თემაზე, როგორიცაა შემთხვევების განხილვა პირდაპირ ეთერში, გარდაცვლილის ახლობლების მოწვევა, თემის რომანტიზება და მომხდარის ცალსახად ერთ რომელიმე მიზეზზე დაყვანის მცდელობა! ზემოთ თქმული კი დაკავშირებულია ქვემოთ მოყვანილ რისკებთან!

მიუხედავად ამისა კვლავ გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, რაც ნათლად ჩანს გადაცემის ანონსში!

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები ვგმობთ ამ ფაქტს და ვთვლით, რომ ეს გადაცემა არ უნდა გავიდეს ეთერში!

რადგან ანონსშივე უკვე ნათლად ჩანს ქვემოთ აღნიშნული რისკების არ ცოდნის და შოუს გაკეთების მცდელობა, მანიპულირება ადამიანების ემოციებზე ისეთი თემებით, რომელიც თავისთვში შეიცავს ფატალურ რისკებს!


სუიციდის გაშუქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ამბის ღირებულების შეფასებისას, ჟურნალისტებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ მათი შეტყობინება ძლიერ ზეგავლენას იქონიებს არამარმარტო გარდაცვლილის მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, არამედ მკითხველებსა და აუდიტორიაზეც.

ევროპის დართ ცენტრმა ჟურნალიტებისთვის გამოსცა განახლებული და სრულყოფილი ბროშურა სუიციდის გაშუქების თემაზე. (სუციდის გაშუქება, სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის; კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა; ფსიქოტრავმის საზოგადოება)

სადაც წერია და ეყრდნობა მტკიცებულებით კვლევებს: “გამოკვლევები მიუთითებს, რომ საშუალოდ 2.5%-ით მატულობს სუიციდის მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც თვითმკლელობის შესახებ ისტორია საზოგადოების ფართო განხილვის საგანი ხდება.’’

აქვე გრძელდება: “მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახადაც არაა: სხვა კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ ფრთხილი, კვალიფიციური გაშუქება, პირიქით, დიდ როლს თამაშობს სუიციდის შემცირებაში და საზოგადოებას ეხმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნა გაიღრმავოს.’’

‘’გაწონასწორებული გაშუქება გულისხმობს სუიციდის გამომწვევი პოტენციური ფაქტორების სპექტრის გათვალისწინებას. თვითმკვლელობის მიზეზების დაკნინება და მათი დაყვანა მხოლოდ რომელიმე ერთ კონკრეტულ საბაბამდე, მაგალითად დამცირება/დაცინვა(bullying), გაკოტრება, ან შეყვარებულთან დაშორება – გავრცელებული შეცდომაა.’’

“არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ერთი მიზეზი, მაგალითად დამცირება/ბულინგი ან სექსუალური ძლადობა გამხდარიყო გადამწყვეტი ფაქტორი სუიციდისთვის, თუმცა თვითმკვლელობის ასახსნელად, მხოლოდ ერთ რომელიმე მიზეზზე ყურადღების გამახვილება არ იქნება მართალი. სხვა ფაქტორებზე წაყრუება ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც სუიციდზე ფიქრობს, ამასთან ამგვარი გაშუქება შესაძლოა თვითმკვლელობის ირიბ წახალისებად იქცეს"-წერს ფსიქოლოგი. imageმოგვიანებით გიორგი დონაძემ მორიფი პოსტი გაავრცელა: "ახლახანს მაია ასათიანმა დამირეკა და ძალზედ შეწუხებული იყო, რომ მიუხედავად მრავალი თემის ირგვლის კვლევისა ანონსში გაიპარა ის მომენტები რაც არ უნდა ყოფილიყო წესით . მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ესეთ თემებზე არ ვხუჭავთ თვალებს მედიას ვუთითებთ არა იმიტომ, რომ მათი მტრები ვართ, არამედ, რომ ისწავლონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ადეკვატური გაშუქება, რადგან არა სწორი გაშუქება ბევრ დანაკარგებთან არის პირდაპირ კავშირში! მადლობა მაის გამოხმაურებისათვის და შევთანხმდით შემდგომ თანამშრომლობაზე. ასევე გადაცემა სანამ გავა დეტალების ამოღებაზე. ანონსი ასევე იქნება შეამციროთ ჩვენება, ვიცი რომ ამოღება ვერ მოხდებაო სამწუხაროთ. ისე ძალიან სამწუხაროა აქვე ავღნიშნავ, რომ ამის დაწერა მომიწია, რადგან აქამდეც მაის უთხრეს სპეციალისტებმა აზრი. მიუხედავად ამისა მადლობა, რომ დაინტერესდა ამ განცხადებით!".

image



































მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან "პროფილის" ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზეც: "ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება წინასწარი შეფასება და დასკვნები გადაცემაზე, რომლიც ჯერ ეთერში არ გასულა. მით უფრო მაშინ, როდესაც გადაცემაზე მუშაობის დროს ჩვენ დავუკავშირდით სახალხო დამცველის ოფისს და მოვიწვიეთ მათი წარმომადგენელები მსჯელობაში მონაწილეობის მისაღებად, რაზეც მათ უარი განაცხადეს, თუმცა არ უთქვამთ რომ ამ თემაზე გადაცემის მომზადება არ იყო რეკომენდირებული!. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გადაცემა მომზადებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და კვალიფიცური სპეციალისტების რეკომენდაციით, რომლებიც თემის განხილვაში თავად მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ბავშვთა სუიციდის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდსნ გამომდინარე. და ჩვენც ამ თემაზე მუშაობა სწორედ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიის გამო დავიწყეთ . ჩვენთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება აჟიოტაჟი ეთერში ჯერ არ გასული გადაცემის ირგვლივ. და რატომ კეთდება წინასწარი კატეგორიული შეფასებები იმაზე, რაც ეთერში ჯერ არავის უნახავს!"

image


1
1083
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1083
  
2016, 27 იანვარი, 12:19
რუსთავი 2 ობოექტური ტელევიზიიდან გარდაიქმნა მონსტრად, რომელიც საზოგადოებაში შუღლს, სტრესს და "ბოღმას" თესავს.
ასათიანის "პროფილი" კი საერთოდ დასახურია, იმდენად უსახური და სამარცხვინოა მისი შინაარსობრივი დატვირთვით.
0 1 1