x
xenta absenta - აბსენტი

imageაბსენტი ((Absinthe) ეს არის ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც მინდვრის მცენარის (Artemisia absinthium) არომატი აქვს. ჯერ-კიდევ ქრისტეს დაბადებამდე 500 წლით ადრე ეგვიპტელებმა ეს სასმელი შეაფასეს, როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ძველი აბსენტი ლიქიორისგან განსხვავდებოდა, მის ფოთლებს ღვინოსა და სპირტში ასველებდნენ. სავარაუდოდ სიტყვა აბსენტი ბერძნული "apsinthion"-გან მომდინარეობს, რაც "სასმელად გამოუსადეგარს" ნიშნავს. ასეთი სახელი მას, ალბათ, მწარე გემოს გამო შეარქვეს. პითაგორა და ჰიპოკრატე მას წამლად მიიჩნევდნენ. რომაელმა სწავლულმა პლინია უფროსმა სასმელს "apsinthion" უწოდა, ეს ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში მოხდა.
თანამედროვე აბსენტი დაახლოებით, 1792 წელს ექსტრაორდინალურმა ფრანგმა დოქტორმა პიერ ორდინერმა შექმნა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას დასავლეთ შვეიცარიის პატარა სოფელში გაექცა. ცხენით მგზავრობის დროს მან მინდორში მწარე მცენარე აღმოაჩინა, რომელიც ველურად იზრდებოდა. იგი იცნობდა აბსენდის ძველ რომში გამოყენების მეთოდებს, დაიწყო მისი ექსპერიმენტირება. “პრეპარატს” მას სახელად "მწვანე ფერიაც" (La Fee Verte)კი შეარქვეს.


image



ერთხელ აბსენტის საწარმოს ხანძარი გაუჩნდა, არსებულ სპირტის ცისტერნებზე ცეცხლი არ გადასულიყო, რაც აფეთქების ტოლფასი იყო, ქარხნის მუშებმა იგი დაღვარეს. აბსენტის მთლიანი მარაგი უახლოეს მდინარე დუში ჩაედინა. მდინარე გამწვანდა აბსენტის მოქმედებით. მოსახლეობა მიაწყდა მდინარეს. ისინი უფასო აბსენტის კოქტეილს მიირთმევდნენ ჭიქებით პირდაპირ მდინარიდან. მათ არც მეომრები ჩამორჩნენ და აბსენტი თავიანთ „კასკებში“ (ჩაფხუტებ-ში) მოიმარაგეს.




აბსენტის ასოციაციამ ბოჰემური ცხოვრების სტილთან ერთად მისი ეფექტის შიშიც გამოიწვია, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მარიხუანასთან დაკავშირებით მოხდა.image


ამიტომაც XX საუკუნის დასაწყისში აბსენტი ბევრ ქვეყანაში აიკრძალა. აბსენტი იყო მიზეზი მოპასანის, ტულუზ-ლოტრეკისა და ვერლენის სიკვდილისა. ყოველივე ეს და სხვა მიზეზები გახდა საბაბი 1905 წელს შვეიცარიასა და ბელგიაში, 1912 წელს აშშ-ში, 1913 წელს იტალიაში და 1915 წ საფრანგეთში აბსენტის წარმოების აკრძალვის.




აბსენტი არის 3 სახის:
1. მწვანე აბსენტი - ტრადიციული შვეიცარიული რეცეპტურით მიღებულია ნატურალური კოლორიზაციით და სამჯერადი გამოხდის გზით
2. შავი აბსენტი - დამზადებულია ჩეხური რეცეპტით, ნაზავში შერეულია ლავანდისა და გვირილის ნაყენი რაც მასში ტუიონის შემცველობას ზრდის 200 მილიგრამამდე.
3. ვადრისფერი აბსენტი - ეს არის შვეიცარიული აბსენტის სპირტში არეული ცხენისმუხლას ნაყენი; ცხენისმუხლა თავის მხრივ არის მცენარე რომელიც ადრენალინის მცენარეულ შემვვლელს შეიცავს და ტუიონთან ერთად იძლევა წარმოუდგენელი სიძლიერის ეფექტს.
image

არსებობს აბსენტის დალევის 4 მეთოდი:
1. კლასიკური (ფრანგული) _ ყინუ¬ლოვან წყალს უმატებენ ჭიქაში აბსენტს ისე, რომ წყალმა ჩანგალზე წინასწარ მო¬თავსებული შაქრის ნატეხი ჩარეცხოს და სასმელი შეიმღვრეს. წყალს ასხამენ სას¬მელის სასურველ სიმაგრემდე მისაყვანად (აბსენტის საწყისი სიმაგრე 70%-ია).
2 მეთოდი იგივეა, ოღონდ შაქრის ნა¬ცვლად წყალთან ერთად იყენებენ ფორ¬თოხალს, ანანასის წვენს, ტონიკსა და ყი¬ნულს.
3. პირველის მსგავსია, ამ შემთხვევა¬ში შაქარს წინასწარ ასველებენ აბსენტში და მერე ცეცხლს წაუკიდებენ. შაქრის გა¬მდნარი წვეთები ეცემა ჭიქაში და შემდეგ უმატებენ ყინულიან წყალს.
4. მოიხმარენ განუზევებელს, ძლიერ გაცივებულს. Eეს მეთოდი პროფესიონალე¬ბისთვის არის გათვლილი.imageimage





აბსენტის შემადგენლობაში შედის ტუიონის შემცველობა, რომელიც ისეთივე კვალს ტოვებს ადამიანის ორგანიზმზე, როგორსაც მარიხუანა.

0
595
2-ს მოსწონს
ავტორი:Dr-House
Dr-House
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0