x
მეტი
  • 28.10.2016
  • სტატია:61695
  • ვიდეო:311079
  • სურათი:412069
ვარსკვლავები რომლებიც მკვლელობაში იყვნენ გარეულნი.

imageჰოლივუდში საკმაოდ ხმაურიანად მიდიოდა განხილვა ფეხბურთელის, ჯეიმ სიმპსონის, შემთხვევაზე. მას ბრალად ცოლის მკვლელობა ედებოდა მაშინ ფეხბურთელის გამართლება კიმ

კარდაშიანის მამამ ადვოკატმა რობერტ კარდაშიანმა შესძლო.


imageერთი წლის წინ ტრანსგენდერი კეიტლინ ჯენერი მალიბუში ავარიაში მოყვა, სადაც ხუთი მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი ქალი გარდაიცვალა.მისი ბრალეულობა ამ საგზააო შემთხვევის დროს არ დადასტურდა, მაგრამ მას მაინც მოუწევს სასამართლოს წინაშე თავის მართლება, რადგან ერთ-ერთი დაზარალებული კვლავ უჩივის მას და კომპენსაციას ითხოვს.


image2012 წელს ცნობილმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა კონსტანტინე მელაძემ ავტო საგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი მოკლა. სასამართლომ ის გაამართლა რადგან მან ყველაფერი გააკეთა თავიდან აეცილებინა ეს შემთხვევა. მუსიკოსი თავს დამნაშავედ გრძნობს და ვალდებულება აიღო გარდაცვლილის შვილები ფინანსურად უზრუნველყოს სრულწლოვანებამდე.


image პოლიციამ ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვა დემი მურის აუზში. აღსანიშნავია ის, რომ როდესაც მსახიობი სახლში არ იყო მისმა მოსამსახურემ "ვეჩერინკა" მოაწყო და მთვრალი, ახალგაზრდა მამაკაცი, აუზში, ნასვამ მდგომარეობაში დაიხრჩო. დემი მური რათქმაუნდა გაამართეს. მიუხედავად ამისა მსახიობმა გარდაცვლილის დაკრძალვის ყველა ხარჯი თვითონ გაიღო და ამის შემდეგ სახლი აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.


image


15 წლის შარლიზ ტერონმა ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა. მის თვალწინ დედამ მამას ესროლა და მოკლა. მისი მამა ალკოჰოლოკი იყო და ხშირად სცემდა დედას. ამიტომ სასამართლომ მსახიობის დედა გაამართლა იმ მოტივით, რომ ის თავს იცავდა. ჰოლივუდში დღესაც ამბობენ იმას, რომ იარაღი სწორედ შარლიზ ტერონმა გაისროლა და დედამ ყველაფერი თავის თავზე აიღო.


image



2014 წლის 14 თებერვალს, ცნობილმა სპორტსმენმა, ოსკარ პისტორიუსმა, მეგობარი გოგო მის სახლში მოკლა. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და ხუთი წელი მიუსაჯა. სპორტსმენი კი ირწმუნებოდა, რომ სახლში მძარცველი ეგონა და იმიტომ გაისროლა.ერთი წლის შემდეგ ადვოკატებმა შეძლეს მისჯილის წლების განახევრება, მაგრამ გოგონას მშობლებმა გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება და ახლა სპორტსმენს მოუწევს მინიმუმ 15 წლის გატარება ციხეში.

image



1993 წელს მუსიკოსი სნუპ დოგი და მისი მცველი მკვლელობაში ბრალდებით დააკავეს. მისმა მცველმა, მუსიკოსის თვალწინ მოკლა ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, ფილიპ ვოლდემარიუმი. მუსიკოსმა კი მცველს მკვლელობაში ხელი არ შეუშალა. სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახლიდან გაუსვლელად. შემდეგ კი ადვოკატებმა შესძლეს მათი გამართლება რადგან მათივე თქმით ისინი თავს იცავდნენ.

351
2-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0