x
10 ეშმაკობა, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს
27 იანვარი, 11:14

1. წვნიანი თუ დაამლაშეთ, მასში გაფცქვნილი კარტოფილი ჩადეთ. ის ზედმეტ მარილს შეიწოვს.

imageimage

2. თუ გაინტერესებთ, ახალია თუ არა კვერცხი, აიღეთ თასი და ჩაასხით წყალი, დაახლოებით, 10 სმ-ზე და კვერცხები შიგნით ჩაალაგეთ:

I. ახალი კვერცხი ფსკერზე დაეშვება;

II. თუ წყლიდან კვერცხის მხოლოდ ერთი ბოლო გამოჩნდა, პირველ რიგში სწორედ ეს კვერცხი უნდა იხმაროთ.

III. ზემოთ ამოსული კვერცხი ძველია და საკვებად არ გამოდგება.

image

image

3. კარტოფილის და მაკარონის ხარშვის შემდეგ დარჩენილი წყალი გააციეთ და ოთახის მცენარეებს დაუსხით. საკვები ნივთიერებები, რომელსაც ნახარში შეიცავს, ძალიან მოეწონებათ მცენარეებს.

image

image

4. თუ სახლში თევზები გყავთ, აკვარიუმის დასუფთავების შემდეგ, წყალი არ გადაღვაროთ. ასეთი წყალი აზოტს და ფოსფორს შეიცავს, რაც სასარგებლოა მცენარეებისთვის.

image

image

5. ტომარაში მოთავსებული კარტოფილი რომ არ გაიზარდოს, შიგნით ვაშლი ჩადეთ.

image

image

6. იმისთვის, რომ ცარიელმა, ჰერმეტულად დახურულმა კონტეინერმა ცუდი სუნი არ აიღოს, შენახვის წინ, ერთი მწიკვი მარილი ჩაყარეთ.

image

image

7. არ შეინახოთ ბანანი ერთად (მტევნად) ან სხვა ხილთან. გაყავით მტევანი და ცალ-ცალკე შეინახეთ.

ბანანი გამოყოფს გაზს, რომელიც აჩქარებს ბანანის და სხვა ხილის დამწიფების პროცესს. თუ ბანანი იზოლირებული არის ხილისგან და სხვა ბანანისგან, ის უფრო დიდ ხანს ინახება.

image

image

8. იმისთვის, რომ გახსნილი რძე არ ამჟავდეს და დიდ ხანს შეინახოს, გახსნით თუ არა, მაშინვე ჩაყარეთ 1 მწიკვი მარილი.

image

image

9. გაყინული ხორცის გალღობის დროს, ცოტა ძმარი დაასხით. ამის შემდეგ, ხორცი უფრო ნაზი იქნება და გალღვობის პროცესი დაჩქარდება.

image

image

10. იმისთვის, რომ გაასუფთაოთ ნადებისგან ლარნაკის, ბოთლის ან დოქის შიდა კედლები და ძირი, ის წყლით აავსეთ და შიგნით 2 აბი ალკა ზელცერი ჩააგდეთ.

image

4872
7-ს მოსწონს
1035
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 იანვარი, 14:32
მეც მარტო კვერცხზე და ბანანზე ვიცოდი, მეტი არა
27 იანვარი, 14:30
დიდი მადლობა, გაიხარე
27 იანვარი, 12:58
ბევრი რამ არ ვიცოდი, ძალიან სასარგებლო სტატიაა.
27 იანვარი, 11:23
საინტერესო და სასარგებლო :) რა თქმა უნდა გავაზიარე
0 1 4
ძველი საბურავების გამოყენების 40 კრეატიული იდეაძველი საბურავების გამოყენების 40 კრეატიული იდეა
საბურავები დიდი თავის ტკივილია მას შემდეგ რაც ექსპლუატაციის ვად...
შოკისმომგვრელი კადრები რომლებსაც ინდოეთში ნახავთშოკისმომგვრელი კადრები რომლებსაც ინდოეთში ნახავთ
ალბათ ბევრ თქვენგან უოცნებია ინდოეთში მოგზაურობაზე და წარმოუდ...
როგორც ჩანს მოგეჩვენათროგორც ჩანს მოგეჩვენათ
ამ ადამიანებმა არ იცოდნენ რომ მათ ფოტოებს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, კარგად დააკვირ...
რატომ არ უნდა გავბრაზდეთ შეურაცყოფაზერატომ არ უნდა გავბრაზდეთ შეურაცყოფაზე
ერთმა ადამიანმა სახალხოდ შეურაცხყო ომარ ხაიამი: -შე უღმერთოვ! ლოთო! ქურდო...
"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან "პირველი...
ბავშვის ოთახში ამოვიდა ნამდვილი ხე ფუღუროთი (12 ფოტო)ბავშვის ოთახში ამოვიდა ნამდვილი ხე ფუღუროთი (12 ფოტო)
მამამ შვილის ოთახში შექმნა ნამდვილი "ავატარის" სამყარო. მ...
ყველაზე ცინიკური გამონათქვამები მსოფლიო ისტორიაშიყველაზე ცინიკური გამონათქვამები მსოფლიო ისტორიაში
1. სტალინი , , ცხოვრება გახდა უკეთესი, და გახდა უფ...
სიტყვები,რომლის მნიშვნელობა ზოგჯერ საჭიროა ვიცოდეთსიტყვები,რომლის მნიშვნელობა ზოგჯერ საჭიროა ვიცოდეთ
ბავშვობაში ბევრჯერ გამიგია რომელიმე სიტყვა ტელევიზორში ან ფა...