x
10 ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია ХХ საუკუნიდან დღემდე
26 იანვარი, 13:52

image
ტერორიზმი - იდეოლოგიურად მოტივირებული ძალადობა, შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი და ამით პოლიტიკური მიზნების მიღწევა. თავად ტერორისტები საკუთარ თავს ჯარისკაცებს, პარტიზანებს, გმირებს უწოდებენ. ХХ საუკუნეში ტერორისტული ორგანიზაციების ნამდვილი ბუმი დაიწყო, რამაც ჩვენს დროში უნდა პიკს მიაღწია. მათი ქმედებები იმდენად გააქტიურდა, რომ საჭირო გახდა ანტიტერორისტული რაზმების - მაღალ დონეზე გაწვრთნილი და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური სამხედრო დანაყოფების შექმნა, რომელთა მიზანიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ქვემოთ მიმოვიხილავთ 10 უძლიერეს ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ХХ საუკუნეში გაჩნდნენ და ზოგიერთი მათგანი დღესაც მოქმედებს.

1. OAS (ფრ. Organisation de l'armée secrète) საიდუმლო არმიის ორგანიზაცია.

image

ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა საფრანგეთში ალჟირის ომის (1954—1962) დროს. იგი იყენებდა პარტიზანულ მეთოდებს, საბოტაჟსა და მკვლელობებს, რათა ხელი შეეშალა ალჟირისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. ორგანიზაციას ჰქონდა თავისი სლოგანი: "ალჟირი საფრანგეთს ეკუთვნის - ასე იქნება მომავალშიც." ორგანიზაციის პირველი მსხვერპლი გახდა პიერ პოპიე, რომელმაც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფრაგული ალჟირი მოკვდა (ფრ. L’Algérie française est morte). 1961 წელს კი მოკლეს როჟე გავური, ალჟირში ფრანგული პოლიციის უფროსი. OAS-ის სამიზნე რამდენჯერმე იქცა საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი.

დღესაც კი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ მოძრაობებში არიან OAS-ის მიმდევრები. 2006 წლის ივნისში მათ ხანძარი მოაწყვეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან.

2. ალ-კაიდა (ალ-ქაიდა, ალ-ყაიდა)

image

ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების ქსელი, რომლის ანგარიშზეა ტერაქტები კენიაში, ტანზანიაში, კუძულ ჯერბაზე, შარმ-ელ-შეიხში (23.07.2005) და აშშ-ში (11.09.2001). ალ-ქაიდა ტრანსნაციონალურ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება და ზოგაგად ასეთი სახის ტერორიზმის პროტოტიპად მოიაზრება. მის დამაარსებლად ოსამა ბინ-ლადენი ითვლება.

ალ-კაიდა არის არა ერთიანი სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია, არამედ საერთო მიზნების მქონე, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფების ნაკრები. მას არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან.

image
ალ-კაიდას მთავარ მიზნებად ითვლება: არაბულ ქვეყნებში იმ მთავრობათა რეჟიმების დამხობა, რომლებიც ალ-კაიდას მიხედვით მხოლოდ მართლმორწმუნები უნდა ცხოვრობდნენ და საღმრთო რეჟიმი უნდა ბატონობდეს; ისრაელის განადგურება; ბრძოლა აშშ-ის, დასავლური ცივილიზაციის და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ.

ალ-კაიდას ყველაზე ცნობილ ოპერაციად ითვლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები აშშ-ში. ერაყის ომის დაწყების შემდეგ სახელი "ალ-კაიდა" დასავლეთის ქვეყნებში გადაიქცა ბოროტების, მტრის სინონიმად.

3. ჰამასი

image

ჰამასი აკრონიმია "ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ"-ისა ("ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა"), და წარმოადგენს პალესტინის ისლამისტურ მოძრაობას, რომელიც მჭიდრო კავშირშია მუსლიმანურ საძმოსთან. მისი ოფიციალური მიზანია ისრაელის განადგურება და მის ადგილას (დასავლეთ სანაპიროსა დაღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნა.

ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც და სხვა ქვეყნების პალესტინის დიასპორაში. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევით და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.

4. ეტა (ბას. Euskadi Ta Askatasuna – ბასკების სამშობლო და თავისუფლება).

image

შეიარაღებული ბასკური ნაციონალისტური და სეპარატისტული ორგანიზაციაა, რომელიც 1959 წელს დაარსდა და გაერთიანებულია ბასკების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეის ირგვლივ.

1960-იანი წლებიდან ეტა სახემწოფო მოხელეებსა და პოლიციელებზე თავდასხმებს მიმართავდა, აფეთქებდა პოლიციის პოსტებს, ყაზარმებსა და რკინიგზას.

2010 წლის თებერვალში საფრანგეთისა და ესპანეთის სპეცსამსახურების ერთობლივი მოქმედების შედეგად დაკავებული იქნა ეტას ლიდერი, იბონა არონატეგუ. 2011 წელს კი ეტამ ბრძოლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

5. ირა

image

ირლანდიის რესპუბლიკური არმია, შეიარაღებული, გასამხედროებული ირლანდიური დაჯგუფება, რომლის მიზანია ირლანდიის სრული დამოუკიდებლობა და ჩრდილოეთ ირლანდიის (ოლსტერის) შეერთება ირლანდიასთან. რესპუბლიკური არმია ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება, რადგან ტერაქტები, მიზნის მისაღწევად მათთვის, გამართლებულია. მის მოქმედებას დიდწილად მხარს უჭერს ჩრდილოეთ ირლანდიის კათოლიკური მოსახლეობა. გავრცელებული ინფორმაციით, ირა თანამშრომლობს ევროპულ დაჯგუფებებთან და ასევე იტალიურ მაფიასთან.

6. RAF (გერმ. Rote Armee Fraktion), წითელი არმიის ფრაქცია.

image

გერმანული მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია. იგი 1960 წელს შეიქმნა და მისი სლოგანი იყო "ვინც შეიარაღდება, ის მოკვდება, იმას ცოცხლად დამარხავენ ციხეებში, გამოსასწორებელ დაწესებულებებში, ბაღებში, სკოლებში და ა.შ." ორგანიზაციის მთავარი მიზანი გერმანიაში ფაშიზმისწინააღმდეგ ბრძოლა იყო, რომელიც მათი მტკიცებით რუსების გამარჯვების შემდეგაც არ გამქრალა. არსებობის მანძილზე RAF-მა 555 სისხლლიანი აქცია მოაწყო. 1993 წელს RAF–მა საომარი მოქმედების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 5 წლის შემდეგ კი ოფიციალურად გამოაცხადა დაშლის შესახებ.

7. "ლაშქარ ე ტაიბა" (ურდუზე - "უფლის ლაშქარი")

image

სამხრეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის პაკისტანური რადიკალ-ისლამისტური მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანია კაშმირის ინდოეთიდან გამოყოფა და პაკისტანისთვის მიერთება. ისინი ფლობენ რამდენიმე სკოლასა და საავადმყოფოს პაკისტანში, მაგრამ კლავენ ადამიანებს, როგორც თავიანთ ქვეყანაში, ასევე ინდოეთში. ყველაზე მეტ დაფინანსებას ისინი იმ ისლამისტური დაჯგუფებებისგან იღებენ შემოწირულობის სახით, რომლებიც მათი ორგანიზაციით არიან დაინტერესებულნი.

8. “ბოკო ჰარამი”

image

image
თალიბანის აფრიკული ფრთა, აფრიკული ფუნდამეტალისტური ისლამური ორგანიზაცია, რომლის მიზანიც დასავლური ღირებულებების განადგურება და აფრიკის ქვეყნებში ისლამურ შარიათზე დაფუძნებული სახელმწიფოების წარმოქმნაა. იგი 2002 წელს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მუჰამედ იუსუფის მიერ ნიგერიაში და დღემდე აფრიკულ ნიგერიაში, ნიგერში, კამერუნსა და ჩადში ფლობს თავის მომხრეთა ძლიერ დაჯგუფებებს. “ბოკო ჰარამის” მებრძოლები გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით მოწინააღმდეგებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ.

9. FARC-EP (ესპ. Fuerzas Armadas Revolucionarias de Colombia – Ejército del Pueblo) -"რევოლუციური შეიარაღებული ძალა კოლუმბიაში - სახალხო არმია".

image

image
მემარცხენე რადიკალური დაჯგუფება, რომელიც 1964 წლილდან მოქმედებს, ხოლო 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. დანაშაულის უმრავლესობა მათ საკუთარ ქვეყანაში აქვთ ჩადენილი, სადაც ისინი კაპიტალისტებსა და იმპერიალისტებზე ნადირობენ. დაფინანსების ნაწილს დაჯგუფება ნარკოტიკებით ვაჭრობით შოულობს.


10. "ისლამური სახელმწიფო"

image

image
დღეისვის ყველაზე ძლიერი და სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია. სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთ თურქეთი. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე. ეს ორგანიზაცია, ოფიციალური ცნობით, ერაყში ალქაიდას ერთ-ერთი დაჯგუფებიდან განვითარდა. დღეისთვის იგი მთელი სამყარსთვის ახალ გლობალურ საფრთხედ არის მიჩნეული. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აშშ და ირანიც კი გაერთიანდა, ისტორიული მტრობის მიუხედავად. ISIS-მა შეტევაზე გადასვლის დღიდან, ინტერნეტის საშუალებით უამრავი ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომლებზეც სასტიკი მკვლელობებია ასახული. სუნიტი ჯიჰადისტები დაუნდობლად ექცევიან ყველა განსხვავებული რელიგიის ადამიანებს - ქრისტიანებს, იეზიდებს, შიიტებს. მათთვის, ვინც სუნიტი არაა ყველა დამნაშავეა. მათი სისასტიკე იქამდე მივიდა, რომ ალ-ქაიდამაც კი უარი განაცხადა ამ ორგანიზაციასთან კავშირზე და გაავრცელა განცხადება, რომ მათ ქმედებებზე ისინი პასუხს არ აგებენ.

372
10-ს მოსწონს
12
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
26 იანვარი, 15:43
საინტერესოა
0 1 1
მსოფლიოს ულამაზესი ჯარის ქალებიმსოფლიოს ულამაზესი ჯარის ქალები
მოგეხსენებათ ყველა ქვეყანას ყავს საკუთარი არმია და ამ არმიებში დიდი ხანია უკვე ...
7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ...
10 სუპერსაზარელი პროექტი,რომელიც ნამდვილად არსებობდა.10 სუპერსაზარელი პროექტი,რომელიც ნამდვილად არსებობდა.
სუპერბოროტი ადამიანები უკვე დიდი ხანია გახდნენ ნაწილი პოპ...
ყველაზე საშინელი ავკაცების ბავშვობის დროინდელი ფოტოებიყველაზე საშინელი ავკაცების ბავშვობის დროინდელი ფოტოები
რთულია გაიხსენო ის მომენტი, როდესაც ეს არაკაცები თავიანთ...
ნანგრევებიდან გამოყვანილი ფეხმძიმე ქალი! გმირი სირიელი ექიმები!ნანგრევებიდან გამოყვანილი ფეხმძიმე ქალი! გმირი სირიელი ექიმები!
სამწუხაროდ, ყველა ომში სწორედ მშვიდობიანი მოსა...
ათი  ყველაზე  სასტიკი  საბრძოლო ხელოვნება  მსოფლიოშიათი ყველაზე სასტიკი საბრძოლო ხელოვნება მსოფლიოში
ბევრ თქვენგანს ჰგონია, რომ დღეში 2-3 საათი ფიზიკური მომზა...