x
სულების ხსენების დღე სვანურად
25 იანვარი, 21:49

სულების ხსენების დღე სვანურად არის ძველი დროიდან შემორჩენილი სვანური წეს ჩვეულებები სულების ხსენების და შენდობის შესახებ რაც საუკუნეებს ითვლის. რომელიც მე ბაბაუამ მომიყვა თავისი წინაპრების მოყოლილი..

ეს ტრადიცია არის დროიდან დრომდე კვირეების გამოთვლის მიხედვით იწყება ბარბარობის დღიდან და ასე მისდევს გამოთვლით ძველი სტილით 1 იანვარს (14 იანვარი) იწყება თვლა და გარდაცვლილთა ხსენების და შენდობის დღე მე5 დღეზე რასაც სვანურად ''ადგომს'' ეძახიან, იმ დღეს ყველა ოჯახი სპეციალურად რეცხავს ჯამ ჭურჭელს, ასუფთავებს ყველაფერს, წმინდავს იატაკს და ლამაზად და წყნარად მხიარულად რიტუალს იწყებს და ხვდება.

ძველ ახალ წელს ყველას მოაქვს (13 იანვარს ) ე.ი ძველი ახალიწლის წინა ღამეს ''გვიზი'' და ''ხულ'' ორივე ერთად იკვრება და მეკვლეს უნდა მისცე ოჯახში შესვლის წინ და იმით უნდა დაილოცოს და სხვა დასალოცი რაც გვაქვს იმასთან ერთად.


image

ეს ''გვიზი'' და ''ხული'' უნდა დაიწვას ''ადგომის'' ღამეს''გვიზი'' არის თხილის ტოტების პატარა შეკვრა რომელსაც ამ პერიოდში აქვს (იანვარში) პატარა გირჩებივით, ანუ ეს გირჩები არ უნდა დააყრევინო თორემ გადმოცემით უფროსები ამბობდნენ თაგვებად გადაიქცევიანო და ოჯახიდან სიმდიდრეს გაზიდავენოო.. ;)

''ხული'' არის მსხლის ტოტის ნაჭერი რომელსაც ოჯახის ორი წევრი კართან ხვდება სულების დაპატიჟების დროს და ზედ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს აჯენენ და სამხიარულო სიტუალით შემოჰყავთ სულები, მერე იმ ''ხულს'' ცეცხლში შეაგდებენ და დაწვამენ ოჯახს რაც იმ წელს ცუდი ჰქონდა ასე დაიწვასო მიაძახებენ. როცა სულები მოდიანო თოვლი მოაქვთო და წმინდავენო გზებსო და ასევე როცა მიდიან მაშინაც ჩამოთოვს და ზუსტად ესე ემთხვევა დღემდე, ამბობენ სულები წმინდა თოვლზე მარტო დადიანო...

როცა ამ ''ადგომის პერიოდი იწყება მაშინ ყველა ისეთ საჭმელს ამზადებს როგორიც იმ დღისათვის იქნება მარხვის დროს სამარხოები თუ არადა ყველაფერი რაც გააჩნია ოჯახს, ოჯახი უნდა ეცადოს რაც მეტი უკეთესიაოო ხაჭაპურები, კუბდარი, ჭიშვდარი, ლეცვმარი და სხვადასხვა წვნიანი თუ მშრალი საჭმელები. სულთა შენდობის დღეები ზოგჯეს 5 დღიანია ზოგჯერ 3 დღიანი და 1 კვირიანიც არის ხოლმე. სვანურად ამ წეს ჩვეულებებს ''ღნს'' ეძახიან წელს 2016 წელს მაგალითად 1 კვირიანი იყო. ადგომის დროს ''ღნის'' მიხედვით მესამე ან მე4 დღეს უკვე მიცვალებულები მიდიან image''ლალხორში'' იმ დღეს განსაკუთრებით კარგი სუფრა უნდა გაამზადოოჯახმა რომ მისი მიცვალებულები იქ ლალხორში სიამაყით ლაპარაკობდნენ რომ მათ საუკეთესო სუფრა ჰქონდათ. იმ ლალხორში ადგენენოო ამ წელს ვინ უნდა წაიყვანონ ამიტომ ოჯახის უფროსი როცა სუფრასთან შეუნდობს სულებს ეუბნება, რომ ''ლალხორში'' არავინ არ გაჯობოთოო (მოგიგოთოო) და იყავითო ძლიერები იბრძოლეთო რომ ჩვენი ოჯახის ყველა წევრი მშვიდობიანად და ჯანმრთელად იყოსო ამ წელს. ადგომიდან მე4 დგეს საგამოს მიდიან სულები ''ლალხორში'' და მეორე იმ დროზე საგამოს ბრუნდებიან და უნდა დაახვედრო თბილი ორთქლი რო ასდის ისეთი საჭმელები უფრო მეტად ფაფეულობა. ეს იმიტომ რომ ''ლალხორში'' სიცივეაო და სითბო სჭირდებათო. ამის მერე უნდა უნდა გაშალო სუფრა იმის მიხედვით ხსნილია თუ მარხვა და მეორე დღეს დილას უთენია უნდა ისევ შენდობა და გააცილებ მიცვალებულებს ანუ ვეუბნებით სტუმრებს. ამ დღეს ვეუბნებით ''ჯოოდი ჰამს'' ანუ ქართულად რომ ვთქვათ გრძელი დილა. ეს რომ ჩაივლის ამ დილიდან მე4 დეღეს არის მიცვალებულთა შენდობის დღე რომელ დღესაც ის ის ოჯახები აწყობენ სუფრას ვისაც კოჭლი ჰყავდა ოჯახში. კოჭლები ამ დღეს მარტო მაღწევენო და ამ დღის რიტუალს სუფრას '' ჯანგლობს'' ეძახიან


და ძირითადი ეს მიცვალებულთა რიტუალები და მოხსენიება უკვე მთავრდება.

ვინც ასე სულებს პატივს არ მიაგებსო (რიტუალს) არ გაუმართავსო იმ ოჯახისთვის უშემოსავლო და უიღბლო იქნებაო!! image


ამ ''ადგომის '' მიცვალებულთა შესახებ არსებობს დღემდე მითი მანამდე მიცვალებულებს ყველა ხედავდა თურმე, მაგრამ ერთ ქალს ერთადერთი ვაჟი ჰყოლია გარდაცვლილი და როცა ''ადგომი''ს ბოლო დღე მოვიდა იმ დღეს თურმე დედამ ვეღარ მოითმინა და კარში რომ გადიოდა შვილი უკნიდან სტაცა ხელი და არ უშვებდა მაშინ ღმერთმა დასაჯა ის ქალი, რომ აწი ვერ ნახავს შვილსო ვერასოდეს და შენს გამო სხვაც ვერ ნახავსოო თავის გარდაცვლილ სულებს, მართლაც ასე მომხდარა იმ დღის მერე, არავის არ უნახია გარდაცვლილი სულები . ამბობენ რომ მარტო ახალშობილი ხედავსო მათ.image

131
4-ს მოსწონს
43
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლაშაპაკე
ლაშაპაკე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
სასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულებასასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულება
ლოცვა, რომლის დახმარებითაც უამრავი ადამიანი განიკურნა და განთავისუ...
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უ...
ჩვენი ცხოვრება.(ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ)ჩვენი ცხოვრება.(ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ)
მე არც მოძღვარი ვარ და არც მქადაგებელი.უბრალოდ მინდა ხალხს ვესაუბრო რ...
სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"
ქუთაისში, სასულიერო პირები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ეკლესი...
არქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის  დაწყევლისთვის  ეპიტემია დაედოარქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის დაწყევლისთვის ეპიტემია დაედო
საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს ფირცხალაიშვი...
სექსუალური სკანდალი ფრანგულ ეკლესიაში!სექსუალური სკანდალი ფრანგულ ეკლესიაში!
საფრანგეთში, ლიონის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, ფელიპე ბარბარინი ...