x
განკითხვის მოყვარულთათვის-მიშა მესხის ამბებს ეხმაურება კობა ჭუმბურიძე
25 იანვარი, 20:16

პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, მხატვარი, სატირიკოსი, კობა ჭუმბურიძე დაიბადა 1956 წლის აპრილში. იგი მრავალი ქართველის საყვარელი თანამედროვე მწერალია. image


ერის სადარაჯოზე მყოფმა კვლავ აიმაღლა ხმა და მიმართა სრულიად ქართველ ერს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც განკითხვის მოყვარულია... აი რა რჩევა-დარიგებებს გვაძლევს ბატონი კობა:


განკითხვის მოყვარულთათვის
საზარელი საყურებელია ნარკოტიკის დიდი დოზით გონდაკარგული ადამიანი.
რომ განვიცდით, გასაგებია, მაგრამ გამოხატვასაც თავისი კულტურა სჭირდება.
მსოფლიო მასშტაბის ლომები იყვნენ ჩერჩილი და სტალინი, მაგრამ ნებისყოფა არ ჰყოფნიდათ, რომ თამბაქოს შეშვებოდნენ.
მე მეყო ნებისყოფა, მაგრამ ამის გამო გმირად არავის შევურაცხივარ.
მნიშვნელობა აქვს ცხადია, რომელი ადრე მოგკლავს, მაგრამ არც იმდენად არსებითი, რომ შენ სიგარეტს ეწეოდე და მარიხუანას მწეველს განიკითხავდე.
ან შენ მწვადის მალიმალ ჭამით ინფარქტისა და ინსულტის რისკს იზრდიდე და სხვას იმავე შედეგის სწრაფი მიღებისთვის თათხავდე.
თუ ვინმემ ერთი კოვზი ყაყა ჭამა, მან გინდაც ერთი კასრი ყაყის მჭამელს რომ ყაყიჭამია უძახოს და მორალი უკითხოს, მაინც სასაცილო მგონია.
300 ათასამდე ადამიანს აქვს ნარკოტიკი ნაგემები, ანუ ერის მეათედს. თუ ესენი ამ გზით ივლიან, ეს იქნება დანაკარგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში განიცადა საქართველომ.
ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაბატონებლად უნდა ვიღონოთ რამე. ზოგმა ავტოფარეხების ნაცვლად სასპორტო მოედანი მოაწყოს კორპუსის წინ, ზოგმა პირადი მაგალითი მისცეს მოზარდებს, ანუ "მამა-პაპური მუცლის გახეთქვის ტრადიცია" შეზღუდოს, წევას დაანებოს თავი, ღიპი დააგდოს და ასე შემდეგ.
აგერ, ნათია ფანჯიკიძემ თავისი ცოდნითა და მონდომებით უკვე ათეულობით ადამიანი გამოგლიჯა ამ ჯოჯოხეთს, ანუ თუ გული გულობს, შეუძლებელსაც შეძლებს ადამიანი.
თან, რაღაც უცნაური რამეები დაგვიჩემებია. ვინმე რამეს მოიპარავს და - ერი შეარცხვინაო. ანუ, მთელი ერი ვემიჯნებით სიგლახის მქნელს.
ეს იმგვარადვე სასაცილოა, როგორც ის, რომ ვიტყვით ხოლმე - ჩვენ ვეფხის ტყაოსანი დავწერეთო.
ისიც ერთმა ადამიანმა დაწერა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეიკრიბონ სტადიონზე და ერთად დაწერონ მეორე ვეფხის ტყაოსანი.
და კიდევ, ქრისტეანობა იწყება აქედან - ვინც უცოდველია, დე პირველმა მან ესროლოს ქვა.


image



პ.ს. თითოეული ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს სანამ ვინმეს განიკითხავს. გადაავლოს თავის განვლილ ცხოვრებას თვალი. ეცადოს თავისი შეცდომის გამოსწორებას და გონებას ნუ გადაღლის იმაზე ფიქრით, თუ ვინ როგორ, რა ცხოვრებით ცხოვრობს!!! უფალი ყველას თავისას მოსთხოვს, ასე რომ სხვისი ცოდვებით სულს ნუ დაიმძიმებთ.

249
10-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლეელ
ლეელ
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
თიკო სადუნიშვილის და ერეკლე დეისაძის პირადი ფოტოებითიკო სადუნიშვილის და ერეკლე დეისაძის პირადი ფოტოები
თიკო სადუნიშვილისა და ერეკლე დეისაძის ფეისბუქ პოსტები დიდი...
როგორი იქნება მსოფლიო და რა ელის ადამიანთა მოდგმას 150 წლის შემდეგ?!როგორი იქნება მსოფლიო და რა ელის ადამიანთა მოდგმას 150 წლის შემდეგ?!
სამეცნიერო ფანტასტიური ფილმები შესაძლოა რე...
ქართველი ვარსკვლავების ღამის ცხოვრების ამსახველი უცნობი კადრებიქართველი ვარსკვლავების ღამის ცხოვრების ამსახველი უცნობი კადრები
თავისუფალ დროს, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთ...
მათ 29 წლით დაიგვიანესმათ 29 წლით დაიგვიანეს
XVIII საუკუნეში, ლუდივიკო XVIV-მ გადაწყვიტა თავისი ვაჟის აღზრდაზე ეზრუნა. მან ბრძანა შე...
intermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსსintermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის პირობე...
ვერასოდეს მიხვდებით თუ რატომ დააკავეს ეს ნორვეგიელი ტურისტივერასოდეს მიხვდებით თუ რატომ დააკავეს ეს ნორვეგიელი ტურისტი
37 წლის გერმანიის მოქალაქე ბერლინში კვირა საღამოს ს...
2016 წლის გინესის წიგნში შესული უცნაური რეკორდების ნაკრები2016 წლის გინესის წიგნში შესული უცნაური რეკორდების ნაკრები
გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლება გამოაქვეყნ...
ფოტოები რომელიც ისტორიას დარჩებაფოტოები რომელიც ისტორიას დარჩება
რუსი ვეტერანი იმ ტანკის წინ იჩოქებს რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს მართავდა ...