x
image
ლეელ
განკითხვის მოყვარულთათვის-მიშა მესხის ამბებს ეხმაურება კობა ჭუმბურიძე
პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, მხატვარი, სატირიკოსი, კობა ჭუმბურიძე დაიბადა 1956 წლის აპრილში. იგი მრავალი ქართველის საყვარელი თანამედროვე მწერალია. image


ერის სადარაჯოზე მყოფმა კვლავ აიმაღლა ხმა და მიმართა სრულიად ქართველ ერს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც განკითხვის მოყვარულია... აი რა რჩევა-დარიგებებს გვაძლევს ბატონი კობა:


განკითხვის მოყვარულთათვის
საზარელი საყურებელია ნარკოტიკის დიდი დოზით გონდაკარგული ადამიანი.
რომ განვიცდით, გასაგებია, მაგრამ გამოხატვასაც თავისი კულტურა სჭირდება.
მსოფლიო მასშტაბის ლომები იყვნენ ჩერჩილი და სტალინი, მაგრამ ნებისყოფა არ ჰყოფნიდათ, რომ თამბაქოს შეშვებოდნენ.
მე მეყო ნებისყოფა, მაგრამ ამის გამო გმირად არავის შევურაცხივარ.
მნიშვნელობა აქვს ცხადია, რომელი ადრე მოგკლავს, მაგრამ არც იმდენად არსებითი, რომ შენ სიგარეტს ეწეოდე და მარიხუანას მწეველს განიკითხავდე.
ან შენ მწვადის მალიმალ ჭამით ინფარქტისა და ინსულტის რისკს იზრდიდე და სხვას იმავე შედეგის სწრაფი მიღებისთვის თათხავდე.
თუ ვინმემ ერთი კოვზი ყაყა ჭამა, მან გინდაც ერთი კასრი ყაყის მჭამელს რომ ყაყიჭამია უძახოს და მორალი უკითხოს, მაინც სასაცილო მგონია.
300 ათასამდე ადამიანს აქვს ნარკოტიკი ნაგემები, ანუ ერის მეათედს. თუ ესენი ამ გზით ივლიან, ეს იქნება დანაკარგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში განიცადა საქართველომ.
ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაბატონებლად უნდა ვიღონოთ რამე. ზოგმა ავტოფარეხების ნაცვლად სასპორტო მოედანი მოაწყოს კორპუსის წინ, ზოგმა პირადი მაგალითი მისცეს მოზარდებს, ანუ "მამა-პაპური მუცლის გახეთქვის ტრადიცია" შეზღუდოს, წევას დაანებოს თავი, ღიპი დააგდოს და ასე შემდეგ.
აგერ, ნათია ფანჯიკიძემ თავისი ცოდნითა და მონდომებით უკვე ათეულობით ადამიანი გამოგლიჯა ამ ჯოჯოხეთს, ანუ თუ გული გულობს, შეუძლებელსაც შეძლებს ადამიანი.
თან, რაღაც უცნაური რამეები დაგვიჩემებია. ვინმე რამეს მოიპარავს და - ერი შეარცხვინაო. ანუ, მთელი ერი ვემიჯნებით სიგლახის მქნელს.
ეს იმგვარადვე სასაცილოა, როგორც ის, რომ ვიტყვით ხოლმე - ჩვენ ვეფხის ტყაოსანი დავწერეთო.
ისიც ერთმა ადამიანმა დაწერა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეიკრიბონ სტადიონზე და ერთად დაწერონ მეორე ვეფხის ტყაოსანი.
და კიდევ, ქრისტეანობა იწყება აქედან - ვინც უცოდველია, დე პირველმა მან ესროლოს ქვა.



image



პ.ს. თითოეული ადამიანი კარგად უნდა დაფიქრდეს სანამ ვინმეს განიკითხავს. გადაავლოს თავის განვლილ ცხოვრებას თვალი. ეცადოს თავისი შეცდომის გამოსწორებას და გონებას ნუ გადაღლის იმაზე ფიქრით, თუ ვინ როგორ, რა ცხოვრებით ცხოვრობს!!! უფალი ყველას თავისას მოსთხოვს, ასე რომ სხვისი ცოდვებით სულს ნუ დაიმძიმებთ.

0
289
10-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0