x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გრიპი H1N1,ანუ ”ღორის გრიპი” - რამდენად დიდია საფრთხე?
image


image





image



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2009 წლის 25 ოქტომბრის მონაცემებით მსოფლიოში დაფიქსირებულია H1N1 სახის ვირუსით ინფიცირების 441 661-ზე მეტი შემთხვევა და მის შედეგად 5 712 ( 10 %- მდე) სიკვდილიანობის შემთხვევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ დამთრგუნავი სტატისტიკით არავის შეშინებას არ აპირებს, მაგრამ ის საკმაოდ დამაფიქრებელია. ვირუსისა და დაავადების გავრცელების სერიოზული საშიშროება აღინიშნება არა მხოლოდ ლათინური ამარიკის ქვეყნებში, ამერკასა და კანადაში, არამედ ახლო ქვეყნებშიც, რომლებთანაც გაგვაჩნია აქტიური მიმოსვლა, მაგალითად უკრაინაში, საბერძნეთში და რუსეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით სულ საქართველოში ღორის გრიპით დაავადების 59 შემთხვევაა აღრიცხული. ცენტრის ინფორმაციით, ხუთშაბათს თბილისში გამოვლენილია გრიპის კიდევ 7 შემთხვევა..ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევა თბილისის გარდა, სხვადა-სხვა ადგილებშიც დადასტურდა.



რა უნდა ვიცოდეთ ყველამ ამ ვირუსის შესახებ?.


პირველ რიგში - სიმპტომების თაობაზე:



დასაწყის ეტაპზე ის სიმპტომატურად დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა გრიპებისგან. ინკუბაციის პერიოდი უმეტეს შემთხვევაში 2-4 დღიანი აქვს, შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირამდე. ანუ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ გამოვლინდა სიმპტომები ე.ი. საფრთხე არ გელით.
ხოლო თუ ინფიცირება მოხდა ინკუბაციის დასრულებისათვის ვლინდება ჩვეულებრივი გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები:
სხეულის ტემპერატურის 39 და მეტ გრადუსამდე სწრაფი აწევა;



1.ყელის ლორწოვანის გაწითლება;

2.თვალების გაწითლება და სინათლის პირდაპირი სხივისაგან ტკივილის შეგრძნება;

3.თავის ტკივილი;

4.ზოგ შემთხვევაში კუჭის აშლილობა;

5.მეორე - მესამე დღეს შესაძლოა მშრალი ხველება;

6.მესამე - მეოთხე დღეს ტემპერატურა ეცემა და ფიქსირდება დაახლოებით 37 გრადუსის დონეზე;

7.თუ დაავადებამ არ გამოიწვია, რაიმე სახის გართულება 7 დღის შემდეგ ავადმყოფობა სრულდება.
ანუ უშუალოთ ღორის გრიპი, დიდად არ განსხვავდება სხვა გრიპებისგან, მაგრამ ის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს დასუსტებული ორგანიზმისათვის სერიოზული გართულების მხრივ. და ეს გართულება წარმოადგენს დაავადების დამძიმების და სიკვდილიანობის მიზეზს.



მკურნალობა:


ამ ვირუსის ხსენების დროს უმეტესობა გაიძახის ერთ-ერთ ცნობილ პრეპარატს, როგორიცაა - ტამიფლუ. სპეციალისტთა ნაწილი ემხრობა ამ მოსაზრებას, ხოლო მეორე ნაწილი სთვლის, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაზე ადრეულ, ანუ უშუალოდ ინფიცირების საწყის ფაზაში და დაავადების განვითარების სტადიაში ის ნაკლებად ეფექტურია.



სპეციალისტთა ერთი გაფრთხილება კი ძალზე საყურადღებოა:


დაავადების შემთხვევაში ისინი კატეგორიულად, განსაკუთრებით ბავშვებში, კრძალავენ სიცხის დაწევას ასპირინის მეშვეობით, რომელიც დიდად ართულებს ავადმყოფის მდგომარეობას და შეიძლება გახდეს არა სასურველი შედეგის მიზეზიც კი. ამ სახის ვირუსით დაავადების დროს სიცხის დასაწევად სპეციალისტთა უმეტესობა რეკომენდაციას იძლევა, რომ გამოყენებულ იქნას პარაცეტამოლი, ტაილენოლი, პანადოლი ან იბუპროფენი.

ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია დაეყრდნოთ ექიმის რჩევას.

გარდა ამისა სპეციალისტთა ერთი რჩევაც არის გასათვალისწინებელი: რეკომენდირებულია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება. სხვა და სხვა სახის ბალახების ნახარშების, ლიმონისა თუ ციტრუსების წვენების მოხმარებას აზრი არც აქვს, საჭიროა ჩვეულებრივი სუფთა წყალი.





ყველას გისურვებთ ჯამრთელობას...



სტატის ავტორი ბექა ავდიევი

2
128
6-ს მოსწონს
ავტორი:emty
emty
128
  
2016, 25 იანვარი, 19:36
მადლობა
2016, 25 იანვარი, 19:18
ძალიან საინტერესო იყო, გავაზიარე
0 1 2