x
"დემონების მიერ შეპყრობილი" VS დისოციაციური იდენტობის აშლილობა
25 იანვარი, 2:48

image ალბათ ყველას გსმენიათ ეგზორციზმის შესახებ-როდესაც ადამიანი, მეტწილად ეკლესიის წევრი ატარებს რიტუალებს (კითხულობს ლოცვებს, იყენებს რელიგიურ მატერიალებს, ხატებს, სიმბოლოებს და ა.შ) ბოროტი ძალების განსადევნად. ეგზორცისტი რიტუალის დროს მოუწოდებს ღმერთს ან/და ანგელოზებს დაეხმარებისკენ, რათა მან შეძლოს "დემონების მიერ შეპყრობილი" ადამიანის "ხსნა" ეშმაკებისგან. განდევნის რიტუალის შემდეგ დიდი შანსია, რომ შეპყრობილ ადამიანში ისევ ჩასახლდეს ბოროტი სული, ამიტომ მან უნდა შეცვალოს ცხოვრების გზა უკეთესობისკენ, ამ შემთხვევაში გახდეს მეტად რელიგიური და ღვთის მოშიში, რათა უფალმა იხსნას ის განსაცდელისგან. განდევნის ეს რიტუალი, რომელიც საუკუნეებს ითვლის ბევრი კულტურისა და რელიგიის ნაწილია დღესდღეობითაც. არსებობს რამოდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც ეყრდნობიან ეგზორცისტები, რათა დაადგინონ ადამიანი რეალურად არის შეპყრობილი დემონით თუ არა. ესენია: 1) მსხვერპლი საუბრობს მისთვის უცნობ(ეზოთერულ) ენებზე. 2) აქვს არააადამიანური ძალა. 3) გააჩნია ოკულტური ცოდნა ( მაგ. ინფორმაცია აქვს რაიმე საკითხზე, რომელიც არ შეიძლება სცოდნოდა).

4) მკვეთრად შეცვლილი გარეგნობა 5) პანიკის შეტევები და ა.შ

როგორც წესი, "ეშმაკით შეპყრობილი" ადამიანები არ აგებენ პასუხს საკუთარ ქმედებებზე და არც ბუნებით არიან მოწოდებულნი აკეთონ ბოროტება. მათ უმეტესობას მდგომარეობიდან გაოსვლის შემდეგ არ ახსოვს "შეპყრობილობის" პერიოდი. აღსანიშნავია ისიც, რომ წყაროებში, სადაც აღწერილია მსგავსი შემთხვევები ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზეა საუბარი.

საინტერესოა რეალურად რა ფენომენია "დემონებით შეპყრობილობა", არის თუ არა კავშირში ფსიქიკურ აშლილობასთან, კერძოდ კი "დისოციაციური იდენტობის აშლილობასთან", რომლის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და ზოგადად კლინიკური აღწერიობა ძალზედ ჰგავს ეგზორცისტების მიერ აღწერილ შემთხვევებს.

დისოციაციური იდენტობის აშლილობის მქონე ადამიანებს შეიძლება ერთდროულად არსებული რამოდენიმე იდენტობა ჰქონდეთ, ანუ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ადამიანის სხეულში არსებობენ სხვადასხვა პიროვნებები. თითოეულ იდენტობას მისთვის დამახასიათებელი ქცევა, ხმის ტონი და ფიზიკური მანერების აქვს. სტატისტიკურად იდენთობის დისოციაციური აშლილობა ქალებში უფრო ხშირად ვლინდება. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად ამის მიზეზი ისაა, რომ ქალები მეტად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ. DSM-5_ში, რომელიც ფსიქიკური აშლილობების სტანდარტულ საკლასიფიკაციო სისტემაა და გამოიყენება აშლილობების სანდოდ დიაგნოსტირებისთვის, აღწერილია დიაგნოსტიკური კრიტერიუმები დისოციაციური იდენტობის აშლილობისთვის.

ესენია: A. იდენტობის რღვევა, რომელიც ორი ან მეტი ცალკეული პიროვნული მდგომარეობით ხასიათდება და ზოგიერთ კულტურაში შეიძლება აღიწერებოდეს, როგორც შეპყრობილობის გამოცდილება. მე_ს შეგრძნებისა და ქცევის შესამჩნევი წყვეტა, რაც თან ახლავს აფექტში, ქცევაში, ცნობიერებაში, მეხსიერებაში, აღქმაში, კოგნიციასა და/ან სენსორულ-მოტორულ ფუნქციონირებაში. ეს ნიშნები და სიმპტომები სხვებმა შეიძლება შეამჩნიონ ან თავად ინდივიდმა აღწეროს.

B. ყოველდღიური მოვლენების, მნიშვნელოვანი პიროვნული ინფორმაციის და/ან ტრავმული მოვლენების მოგონებისას განმეორებითი ჩავარდნები, რომელიც არ შეესაბამება ჩვეულებრივ გულმავიწყობას.

C. სიმპტომები კლინიურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას იწვევს სოციალურ, პროფესიულ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანმა არც კი იცის, რომ მის სხეულში სხვა პიროვნება არსებობს.

ზემოთ განხილულიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ "შეპყრობილობა" და "დისოციაციური იდენტობის აშლილობა" ერთი და იგივე ფენომენის განსხვავებულ, მსოფმხედველობიდან გამომდინარე აღწერილობას წარმოადგენს. კლინიკოსები იდენტობის რღვევისას წარმოქმნილ ცალკეულ პიროვნულ მდგომარეობებს ალტერებს უწოდებენ, რაც ფაქტობრივად სასულიერო პირების მიერ ეგრეთ წოდებული დემონების ექვივალენტად შეიძლება ჩაითვალოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რელიგიური ჩარჩოებიდან გამოვიდეთ და ასეთი შემთხვევების აღმოჩენისას მივმართოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე კვალიფიციურ სპეციალისტებს და არა ეგზორცისტებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აუარესებენ ადამიანის მდგომარეობას და სამწუხაროდ, დიდწილად, მსგავსი შემთხვევები ფატალურად სრულდება, როგორც მაგალითად ანელიზის შემთხვევაში მოხდა.
ანელიზის ისტორია დღემდე ყველაზე გახმაურებულ საქმედ ითვლება, რომლის მიხედვითაც ფილმი- The Exorcismof Emily Rose გადაიღეს. 16 წლის ასაკში ანალეზს კრუნჩხვები დაეწყო და მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. 4 წლის შემდეგ განაცხადეს, რომ ის ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი. მასში 6 დემონი იყო ჩასახლებული. ხმა, სახის გამომეტყველება სრულიად ეცვლებოდა და რიტუალების დროს იმდენად აგრესიული ხდებოდა, რომ ჯაჭვებით დაბმა ხდებოდა საჭირო. მიუხედავად 40_მდე ჩატარებული რიტუალისა ანალეზი უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, ტკივილი ძლიერდებოდა. მისი ორგანიზმი გამოიფიტა და ის გარდაიცვალა. ასეთი შემთხვევები ისტორიამ უამრავი შემოგვინახა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის და ფაქტობრივად ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების ხელყოფად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ, გარდაუვალია იმ ფაქტის მიღება, რომ სპირიტუალური რიტუალები ბიოლოგიური(მედიკამენტები) და ფსიქოლოგიური მკურნალობის ალტერნატივად ვერასდროს ჩაითვლება!

88
1-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ნინო არჯევანიძე
ნინო არჯევანიძე
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
სასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულებასასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულება
ლოცვა, რომლის დახმარებითაც უამრავი ადამიანი განიკურნა და განთავისუ...
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უ...
სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"
ქუთაისში, სასულიერო პირები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ეკლესი...
ჩვენი ცხოვრება.(ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ)ჩვენი ცხოვრება.(ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ)
მე არც მოძღვარი ვარ და არც მქადაგებელი.უბრალოდ მინდა ხალხს ვესაუბრო რ...
არქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის  დაწყევლისთვის  ეპიტემია დაედოარქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის დაწყევლისთვის ეპიტემია დაედო
საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს ფირცხალაიშვი...
სექსუალური სკანდალი ფრანგულ ეკლესიაში!სექსუალური სკანდალი ფრანგულ ეკლესიაში!
საფრანგეთში, ლიონის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, ფელიპე ბარბარინი ...