x
"ნანკას მაგალითზე ვხვდები რა არის ბედნიერება"-რას წერს ნანკა კალატოზიშვილის ტყუპისცალი
25 იანვარი, 0:57

image
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს ტყუპისცალი ძმა ჰყავს. გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დას უძღვნის. "რა არის ბედნიერება? ნანკას მაგალითზე ვხვდები რა არის ბედნიერება და წარმატება და რამდენს ნიშნავს მოტივაცია. ბავშვობიდან ცოცხლობდა თავისი მომავალი პროფესიით-ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო მსახიობი. ზეწარს გააბამდა და აწყობდა სახლში ჯერ სათამაშოების მონაწილეობით სპექტაკლებს, შემდეგ თვითონაც შეუერთდა და სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა-ოჯახი ესწრებოდა სრული შემადგენლობით. თინეიჯერმა მიშა ანთაძის თეატრში დაიწყო თამაში, წავიდა გასტროლებზე. მერე ჩააბარა თეატრალურში, ისწავლა ხელობა და ხელოვნება, ახლაც სწავლობს თუ როგორ უყვარდეს კიდევ უფრო მეტად ერთიც და მეორეც. თამაშობდა იმ პერიოდიში, როცა კინო და თეატრიც ხელოვნურ სუთქვაზე ყავდათ... ტყუპები ვართ. მე 4 პროფესია გამოვიცვალე, ნანკამ ისწავლა გარდასახვა, მაგრამ თავისი თავის და მისიის ერთგული დარჩა, არასოდეს გადაუხვევია თავისი გზიდან, რადგან იმ ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველთვის, რომელიც უყვარდა და უყვარს. რა მაგარია, როცა ბედნიერი ხარ ბავშვობიდან. რა არის ბედნიერება? 100% გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ! გქონდეს მისია!"-წერს გიორგი სოციალურ ქსელში.
image"რა არის ბედნიერება? როცა ასეთი ძმა გყავს. როგორ მიყვარხარ და მეამაყები ჩემო სუპერ ადამიანო. ბედნიერება ხარ შენ ჩაპლინ"-ასე პასუხობს მსახიობი ძმის პოსტს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ გიორგი დაოჯახებულია, კარიერულად კი საქმის ნაკლებობასაც არ უჩივის. image


425
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
50 წელს გადაცილებული ყველაზე სექსუალური ვარსკვლავები (+ ფოტო)50 წელს გადაცილებული ყველაზე სექსუალური ვარსკვლავები (+ ფოტო)
ვარსკვლავების ვიზუალი და პირადი ცხოვრება მუდმივად...
შორენა ბეგაშვილის შვილი - ევა (ფოტოები)შორენა ბეგაშვილის შვილი - ევა (ფოტოები)
შორენა ბეგაშვილი ქართულმა საზოგადოებამ, "ფლეიბოიში" საკმაოდ თამამი სურ...
როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილოროგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილო
2011 წლის ჯეოსტარი მარიტა როხვაძე აქტიურად განაგრძობს მუსიკალურ მო...
ქეთა თოფურია: "არც ნინის უყვარდა ირაკლი და არც ირაკლის - ნინი"ქეთა თოფურია: "არც ნინის უყვარდა ირაკლი და არც ირაკლის - ნინი"
ქეთა თოფურიამ ზაფხულის ცხელი დღეები ნიცაში გაატა...
გიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს დაშორდაგიორგი ვარდოსანიძე შეყვარებულს დაშორდა
გიორგი ვარდოსანიძე წლების განმავლობაში მსახიობ თამთა შალამბერიძეზე იყო შ...
აკრძალული ქართველი მომღერლებიაკრძალული ქართველი მომღერლები
მე ვცხოვრობ ოცდამეერთე საუკუნეში, ცივილიზებულ, უდიდესი კულტურის მონე ქვეყანაში...
რას წერს ქრისტინა აგილერას მოცეკვავე ქართველებზერას წერს ქრისტინა აგილერას მოცეკვავე ქართველებზე
კრისტინა აგილერა საქართველოს ეწვია და მისი კონცერტი დღეს გაიმა...