x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომელთა "ბოლოდროინდელმა- საშინელმა" გარეგნობამ მსოფლიო გააოგნა
ყველას არ უმართლებს და ციდან არ ებერტყება სილამაზე, ბუნებრივია ბევრი ვერც დაიკვეხნის საკუთარი გარეგნობით. სრულყოფილი ფიგურა მხოლოდ განსაზღვრული ნაწილის ხვედრია, ნაწილი სხვაგვარად ცდილობს საკუთარ ვიზუალიზაციას ხაზი გაუსვას, ნაწილს კი მხოლოდ ოცნება შეუძლია პრიალა იდეალებზე. თუმცაღა დრო და განსაზღვრული გარემოება არავის ინდობს და ადრე თუ გვიან მოგვიწევს დავემშვიდობოთ ხორციელ სილამზეს.


ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს ჩემეულა შესავლები, გადავალ სტატის თემაზე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სილამაზით არც თუ ისე შორეულ წარსულში მოკაშკაშე, ის ცნობილი ვარსკვლავები, რომელთაც ბოლოდროინდელი იმიჯით გააოგნეს და შეაშფოთეს თაყვანისმცემლები და არა მარტო...




1. Angelina Jolie. არ შემიძლია წერა სილამაზის ეტალონით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ულამაზეს ქალად აღიარებული- ჯოლით არ დავიწყო. სამწუხაროა, თუმცა საზოგადოებამ მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა შეაფასა შემდეგი სიტყვებით- "ძვალი და ტყავი". მისმა გამოჩენამ წითელ ხალიჩაზე, ანიმაციური ფილმის "კუნგ ფუ-პანდა3"-ის პრეზენტაციაზე, საზოგადოების უდიდესი შოკი გამოიწვია. ჯოლი თამამად პოზირებდა კამერების წინ მოკლე შავი კაბით და არ ერიდებოდა გარეგნობის დემონსტრირებას თუნდაც ასეთ მდგომარეობაში:


image


მის გულშემატკივრებს ძალიან "ეტკინათ" მისი სიგამხდრე.


ჟურნალისტებს 2014 წელს, "Maleficent"-ას პრემიერაზეც გაუკვირდათ ჯოლის სიგამხდრე, თუმცა მაშინ ცოცხალი ფერი ჰქონდა, ახლა კი უპრეცედენტო განსხვავებაა- დასძენენ ისინი.

image



2. Miley Cyrus. ბოლო ზაფხულის, ანუ გასული წლის აგვისტოში, მაილის მიერ გამოქვეყნებულმა სელფმა ასევე აჟიოტაჟი გამოიწვია ინტერნეტში.

image


თუმცა ამ ფოტომ დაამტკიცა, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს და შესაძლოა დიეტა ზედმეტი მოუვიდა.

image



3. Denise Richards. კინოს ვარსკვლავი ყოველთვის ფლობდა იდეალურ პარამეტრებს და არასოდეს აწუხებდა ზედმეტი სიმსუქნე თუ სიგამხდრე, თუმცა 2013 წელს გამოქვეყნებულ ფოტოებზე აშკარად ვერაა საქმე რიგზე და ეს არც ჟურნალისტებს გამორჩენიათ, მათ აღნიშნეს, რომ დენიზი დაბერდა.

image


ჟურნალისტებიც და გულშემატკივრებიც აი ასეთ, ვნებიან დენიზს იყვნენ მიჩვეულნი.

image



4. Маша Малиновская. ერთ-ერთი რუსული არხის ცნობილი ტელეწამყვანი არც უარყოფს ფაქტს, რომ ხშირად იმყოფება დიეტებზე, თუმცა მისმა ახალმა ფოტომ გამოიწვა ქარიშხალი და უარყოფითი კრიტიკა საზოგადოების მხრიდან, მოსიარულე ჩონჩხიც კი უწოდეს.

image


ადრე კი ის თითქმის სულ, ასეთ ფორმაში იყო.

image



5. Земфира. 90-ნი წლების ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი ხშირად ამხილეს და იყო ჭორებიც, რომ მიეძალა ნარკოტიკს, რაზეც მისი ბოლოდროინდელი, Рамазанов-ის ფოტოსესიიდან ეს შავ-თეთრი ფოტო მოწმობს.

image

ეს კი წლების წინ.

imageimage



6. МакSим. ასევე ერთ-ერთი ცნობილი რუსი მომღერალი Марина Сергеевна Абросимова (დედის გვარი კი Максимова და სწორედ ამ ფსევდონიმით არის ცნობილი კარიერაში), არასოდეს გამოირჩეოდა სიგამხდრით, ფერ-ხორციანი მომღერალი ნებისმიერი მამაკაცის გულს მაინც იპყრობდა, თუმცა მშობიარობის შემდგომმა ფოტომ, რომელიც სოც-ქსელში გამოაქვეყნა, თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა, შესანიშნავ ფორმაშია მომღერალი. (ის ერთადერთი გამონაკლისია ამ ჩამონათვალში)

image

"სპორტდარბაზებში გატარებულმა ბევრმა დრომ და ჩემმა ძალისხმევამ თუ ტრენერების სიმკაცრემ ვერ გამოიღო ასეთი შედეგი, მეც აღფრთოვანებული ვარ"-წერს მომღერალი.

image


6
2069
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2069
  
2016, 27 იანვარი, 19:56
ონკოლოგიურად არის ავად.
2016, 27 იანვარი, 18:49
ეტყობა ანჯელინა ისევ შეჯდა წამალზე....
2016, 25 იანვარი, 15:40
ქალს საჯდომიც უნდა ეტყობოდეს და მკერდიც, გაჩხინკუული ქალი არაა სასიამოვნო სანახავი...
2016, 25 იანვარი, 11:38
მართლა როგორი დამახინჯებულები არიან :(
2016, 25 იანვარი, 11:38
ჩემამდე არ დადის, რატომ უნდა დაიავადმყოფო თავი როცა ხედავ შედეგი არ არის, ან თუ არის, ამ კატასტროფულ შემთხვევამდე მიყავხარ. არასოდეს არ უნდა აყვე მოდას, ყოველთვის უნდა იყო ის, რაც ხარ- თავში ქვა უხლია საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის მონახავს მიზეზს გაგაკრიტიკოს.
2016, 25 იანვარი, 11:31
მოდა შეიცვლება,,,,ეს ყოველთვის ასე იყო..ოდესღაც აღარ იქნება მოდაში ძალიან გამხდარი ქალები და ანორექსიის შემთხვევბიც სულ უფრო იშვიათი იქნება
0 1 6