x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61799
  • ვიდეო:311351
  • სურათი:412218
სუიციდი

image

უმეტეს ქვეყნებში, სადაც შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თვითმკვლელობა სიკვდილის მიზეზთა პირველ ათეულში შედის. ბრიტანეთში, დაავადებით განპირობებული დაკარგული წლების მიხედვით, გულის დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნის შემდეგ, სუიციდი მესამე ადგილზეა.

სუიციდს განსაზღვრავენ, როგორც ლეტალური დასასრულის მქონე აქტს, რომელიც განზრახ არის ინიცირებული და განხორციელდება
იმ ადაიანის მიერ, რომელმაც იცის ამ აქტის ლეტალური დასასრულის შესახებ, ან ელის ასეთ
დასასრულს . სუიციდი შეიძლება სხვადასხვა მეოდით განხორციელდეს. 2001 წელს ინგლისსა და უელსში, თავის ჩამოხრჩობა ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო მამაკაცებს
შორის და სუიციდის შემთხვევების საერთო რაოდენობა 40%-ს შეადგენდა. მას სიხშირის თვალსაზრისით, მოჰყვებოდა წამლის გადაჭარბებული დოზის მიღება (20%), თავის მოწამვლა მანქანის გამონაბოლქვით (10%), თავის დახრჩობა წყალში და სიმაღლიდან გადმოხტომა.
ქალებში ყველაზე გავრცელებული მეთოდია, წამლის დიდი დოზით მიღება
40%-ზე მეტი, თავის ჩამოხრჩობა თითქმის 27% და წყალში თავის დახრჩობა 7%.
ლეტალური დასასრულის მქონე სუიციდის შემთხვევათა უმრავლესობა დაგეგმილია.
პიროვნება, რომელსაც სუიციდი აქვს დაგეგმილი, ხშირად საგანგებო ზომებს მიმართავს. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, ის მაინც, რაღაც სახით მიგვანიშნებს თავისი განზრახვის შესახებ. აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, იმ ადამიანების ორ მესამედზე მეტი, ვინც სუიციდი განახორციელა, მანამდე გამოხატავდა სუიციდურ იდეებს, ხოლო თვითმკვლელობაზე ერთ მესამედზე მეტი საუბრობდა. ხშირად პიროვნება, ერთზე მეტ ადამიანს აფრთხილებს სუიციდის შესაძლო აქტის შესახებ.
ზუსტი სტატისტიკური მონაცემები სუიციდის შესახებ ადვილი მოსაპოვებელი არ არის, რადგან ინფორმაცია უცაბედი სიკვდილის ზუსტ მიზეზებზე ყოველთის არ არის ხელმისაწვდომი. სასამართლოს მხოლოდ მაშინ გამოაქვს გადაწყვეტილება
სუიციდის შესახებ, როდესაც არსებობს ნათელი მტკიცებულება, რომ საქმე გვაქვს თვითდაზიანებასთან და რომ გარდაცვლილ პირს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული . თუ ამ ორიდან ერთ-ერთი პირობა მაინც ეჭვს იწვევს, მიიღება გადაწყვეტილება შემთხვევითი გარდაცვალების, ანუ „ღია ვერდიქტის“ შესახებ.
სუიციდის ოფიციალური მაჩვენებელი ბრიტანეთში, დასავლეთის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია. ზოგადად, უფრო მაღალი მაჩვენებელია ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ხოლო ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში შედარებით დაბალია. სუიციდის ზოგიერთი მეთოდი დამახასიათებელია ადგილობრივი კულტურისთვის.
სუიციდის მიზეზების გამოკვლევას, რამდენიმე სირთულე უკავშირდება.
შეუძლებელია პირდაპირი ინფორმაციის მოპოვება პიროვნების ჯანმრთელობისა და მისი მდგომარეობის შესახებ სუიციდის განხორციელების მომენტში.
სუიციდის პროსპექტული გამოკვლევის ჩატარება რთულია, რადგან სუიციდი იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და შესაბამისად მისი გამოკვლევა დიდი ჯგუფის გამოკვლევას მოითხოვს. ამ სირთულეების დასაძლევად 2 სტრატეგიას იყენებენ:
1. რეტროსპექტულ გამოკვლევაში გროვდება ინფორმაცია იმ ვითარების შესახებ, რომელშიც განხორციელდა სუიციდი. ეს ხდება ჩანაწერების შესწავლით და იმ ექიმების
, ნათესავებისა და მეგობრების ინტერვიუირებით, რომლებიც გარდაცვლილს კარგად იცნობდნენ.

2.ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებში შეისწავლიან კავშირს ერთი მხრივ სოციალურ და დემოგრაფიულ ფაქტორებს, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა პერიოდში და პოპულაციაში სუიციდის მაჩვენებლებს შორის.
იმ ადამიანების უმრავლესობას, ვინც სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებს, გარდაცვალების მომენტში ამა თუ იმ სახის ფსიქიკური აშლიობა აღენიშნება. ესენია:
1. პერსონოლოგიურო აშლილობა-აღენიშნებათ ერთი მესამედიდან ნახევრამდე იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ სუიციდის მცდელობა.
2. გუნება-განწყობილების აშლილობის მქონე ადამაინების დახლოებით 6%
სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. დეპრესიული პაციენტების ავადმყოფობის ისტორიაში, რომლებმაც თვითმკვლელობა ჩაიდინეს, სხვა დეპრესიულ პაციენტებთან შედარებით, უფრო ხშირად ფიქსირდება თვითდაზიანების ეპიზოდები და უიმედობის განცდა. გარდა ამისა, ამ ჯგუფებში უფრო გვხვდება მარტოხელა, განქორწინებული, დაქვრივებული და უფროსი ასაკის ადამიანები, უფრო ხშირად მამაკაცები.
3. ალკოჰოლმოხმარება- ალკოჰოლმოხმარების მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა სუიციდის მუდმივი რისკის არსებობა. 7%-ში ასეთი რისკი სიცოცხლითვის საშიში იყო. ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანებში სუიციდის შემთხვევები უფრო ხშირადაა დაფიქსირებული უფროსი ასაკის მამაკაცებთან, რომლებსაც აქვთ ალკოჰოლიზმის ხანგრძლივი ისტორია, დეპრესიის ისტორია და წარსულში ჰქონდათ სუიციდის მცდელობა.
4.შიზოფრენია- სუიციდის მაჩვენებლი იზრდება ამ აშლილობის მქონე ახალგაზრდა მამაკაცებში დაავადების საწყის ეტაპზე. სუიციდის მაჩვენებლის ზრდა განსაკუთრებით დაფიქსირებულია რეციდივის მაჩვენებლის, დეპრესიული სიმპტომებისა და ავადმყოფობის გამო, მაღალი აკადემიური მოსწრების მკვეთრად გაუარესების დროს.
უკვე დიდი ხანია ტარდება ისეთი გამოკვლევები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება სუიციდის მაჩვენებლის შედარება ერთი ქვეყნის შიგნით და რამდენიმე ქვეყანას შორის.
დურკჰაიმმა შეისწავა სუიციდის მაჩვენებლები საფრანგეთში და შეადარა ისინი ევროპის სხვა ქცეყნების მონაცემებს. მან აჩვენა, რომ სუიციდის სიხშირეს მრავალი
სოციალური ფაქტორი განაპირობებს. სუიციდის ხარისხი უფრო დაბალი აღმოჩნდა ომიანობისა და რევოლუციის პერიოდში და უფრო მაღალი ეკონომიკური
აღმავლობისა და ეკონომიკური დეპრესიის დროს. ამის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ სუიციდის დონეს ძირითადად განაპირობებს სოციალური ინტეგრაცია და სოციალური რეგულაცია.
დურკჰაიმმა აღწერა სუიციდის ოთხი ტიპი, საიდანაც ერთ-ერთი ანონიმური სუიციდია. ტერმინი „ანონიმური სუიციდი“, აღწერს ისეთი ადამიანის თვითმკვლელობას, რომელსაც გაწყვეტილი აქვს კავშირი სხვა ადამიანებთან და აღარ მიიჩნევენ თავს საზოგადოების წევრად.
უფრო გვიანდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სუიციდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონესთან, განქორწინებასთან და სოციალურ ფრაგმენტაციასთან . კროს-კულტურული
მონაცემები იმას მიუთითებენ, რომ სუიციდის მნიშვნელობა და მისდამი დამოკიდებულება ძალიან განსხვავებულია სხვადასხვა კულტურიაში, რაც თავის მხრივ კავშირშია სუიციდის ხარისხთან.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც როგორც ჩანს ზემოქმედებს სუიციდის ხარისხზე, მედიის მიერ სუიციდის თემის გაშუქებაა. აღმოჩნდა, რომ სუიციდის და სუიციდის მცდელობის შემთხვევების რაოდენობა იზრდება ისეთი მხვატრული სატელევიზიო მპროგრამების შემდეგ, რომლებიც შეიცავს კადრებს სუიციდის შესახებ.
იკვეთება კავშირი სუიციდისა და სუიციდის ოჯახურ ისტორიას შორის. ნაშვილები პირების გამოკვლევები იმაზე მიუთითებს, რომ სუიციდის მექანიზმი გენეტიკური ხასიათისაა. ეს გენეტიკური მექანიზმი შეიძლება დამოუკიდებელი იყოს იმ მექანიზმებისგან, რომლებიც ნებისმიერ ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს და შესაძლოა ისეთ პიროვნულ თვისებებთან იყოს დაკავშირებული,
როგორიცაა იმპულსურობა და აგრესია.
სუიციდის ფსიქოლოგიური ფაქტორების შესახებ, ძირითადად, მსჯელობენ
განზრახ თვითდაზიანების ქცევის შესწავლით.
ბეკმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს დაკვირვება 200 პაციენტზე, რომლებიც მანამდე ჰოსპიტალიზებულნი იყვნენ სუიციდური აზრების გამო. აღმოჩნდა, რომ უიმედობის მაღალი მაჩვენებელის მქონე პირებს აღენიშნებოდათ სუიციდის მომატებული
სიხშირე მომდევნო 5-10 წლის მანძილზე.
შემდგომი კვლევებით დადგინა, რომ სუიციდური ქცევა შეიძლება დაკავშირებული
იყოს იმპულსურობასთან, დიქოტომიურ აზროვნებასთან, კოგნიტურ შეზღუდულობასთან, პრობლემის გადაჭრის დაქვეითებულ უნართან. ყველა ამ ფაქტორს
შეუძლია იმპულსური ქცევისკენ განაწყოს ადამიანი.
თუ გავითვალისწინებთ მჭიდრო კავშირის არსებობას ფსიქიკურ აშლილობასა და სუიციდს შორის, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ბევრი პირი, რომელიც თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას, ფსიქიატრიული სერვისის მომხმარებელია.
ზემოთ თქმულის მიუხედავად, სუიციდი ზოგჯერ, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის რაციონალურ ქმედებას წარმოადგენს. გარდა ამისა, აღწერილია მასობრივი თვითმკვლელობის ფაქტები. მაგ: გარკვეული ტიპის რელიგიურ ჯგუფებში. მიუხედავად ასეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, მაინც უნდა დავუშვათ, რომ ადამიანს, რომელიც საუბრობს სუიციდის შესახებ, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.
თუ ფაქტორების შემდგომი ანალიზი, საპირისპიროს არ დაამტკიცებს და თუ ეს დაშვება
სწორია, სიკვდილის იმპულსი უნდა შესუსტდეს ნორმალური სულიერი მდგომარეობის აღდგენის შემდეგ. უფრო მეტიც, თუ გადაწყვეტილება თვითმკვლელობის
შესახებ რაციონალურადაა მიღებული, მაინც მიზანშეწონილია თვიდაზიანების პრევენცია, რადგან რაციონალური გადაწყვეტილება სუიციდის შესახებ შეიძლება
მცდარ შეხედულებას ემყარებოდეს და დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად შეიძლება შეიცვალოს.
სუიციდის მაჩვენებლები უფრო მაღალია ექიმებში, ზოგად პოპულაციასთან შედარებით და უფრო მაღალია ქალ ექიმებში, მამაკაცებთან შედარებით. ექიმებთან სუიციდის მაღალი მაჩვენებლის ახსნა მრავალი მიზეზით იყო ნაცადი. სუიციდით გარდაცვლილი
38 ექიმის ფსიქოლოგიურმა აუტოფსიამ აჩვენა, რომ მათ ორ მესამედს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა (ძირითადად დეპრესიული აშლილობა), ალკოჰოლ ან
წამალმოხმარება. ამდენივე შემთხვევაში დაფიქსირდა სამსახურეობრივი პრობლემები.
სუიციდის მეთოდებში, ყველაზე ხშირი გამოდგა წამლით თავის მოწამვლა.
სუიციდის პრევენციის სხვადასხვა გზები არსებობს. ესენია:
პირველადი ჯანდაცვის სისტემის ექიმების განათლება- მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ საგანმანათლებლო პროგრამა ეფექტურია, მაგრამ გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად ის ორ წელიწადში ერთხელ უნდა განმეორდეს.
ფსიქიატრიული მომსახურების გაუმჯობესება- მოსალოდნელია რომ ფსიქიკური
აშლილობის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის გაუმჯობესება შეამცირებს სუიციდის მაჩვენებელს.
მაღალი რისკის ჯგუფებზე მიმართული დახმარება- მაღალი რისკის მქონე ჯგუფებისთვის დამატებითი დახმარების გაწევა, გავრცელებულ კლინიკურ პრაქტიკას წარმოადგენს. ასეთ ჯგუფებში შედიან სტაციონალური პაციენტები, რომლებსაც ახლახანს ჩაუტარდათ ფსიქოლოგიური მკურნალობა და პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ განზრახ თვითდაზიანების შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის ეპიზოდების შემდეგ ანტიდეპრესანტების უწყვეტად მიღება ამცირებს
დეპრესიის შემდგომი ეპიზოდების რისკს, ამას არ მოსდევს სუიციდური ქცევის შემცირება.
თუმცა საკმარისი მტკიცებულება დაგროვდა იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ლითიუმით ჩატარებული პროფილაქტიკა ამცირებს სუიციდის ხარისხს.

0
94
1-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:0 ნინო ხურცილავა 0
0 ნინო ხურცილავა 0
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0