x
ხუთი დაუჯერებელი ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც წინა ცხოვრებაში "იმოგზაურეს"
24 იანვარი, 23:12

მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა რელიგია აღიარებს სულის უკვდავობას. ამასთანავე ბევრი რელიგია არ უარყოფს იმასაც, რომ სულმა შესაძლებელია მეორედ შეისხას ხორცი და კვლავ მოევლინოს ქვეყანას ახალი სიცოცხლით. ჯერ კიდევ გალილეი ამტკიცებდა, რომ ცხოვრება არ სრულდება ადამიანის ფიზიკური გარდაცვალებით, სული კი - ესაა განუყოფელი ატომები, რომლებიც დაეხეტებიან სამყაროში. ასეა თუ არა ეს-ძნელი სათქმელია, მაგრამ ისტორიები ადამიანებისა, რომლებმაც წინა ცხოვრება გაიხსენეს, ბევრ ეჭვს აღგვიძრავს.


image


მოდით, გავიხსენოთ ყველაზე საინტერესო ისტორიები ადამიანებისა, რომელთაც წინა ცხოვრება გაიხსენეს.



ბიჭი, რომელმაც თავისი მკვლელი გაიხსენა


image

გოლანიის მაღლობებზე, ისრაელისა და სირიის საზღვართან ახლოს ცხოვრობს დრუზების საზოგადოება. ეს არის არაბული ეთნოკონფესიური ჯგუფი საკუთარი რელიგიით, რომელიც მონაწილეობას ღებულობს სულების გადასახლებაში.

ამ საზოგადოების ერთ-ერთ ოჯახში რამოდენიმე წლის წინ დაიბადა ბიჭუნა, რომელსაც თავზე თანდაყოლილი დიდი წითელი ლაქა ჰქონდა. როცა მას სამი წელი შეუსრულდა, მოულოდნელად განუცხადა მშობლებს, რომ წინა ცხოვრებაში ის მოკლული იქნა რამოდენიმე კილომეტრით დაშორებულ სხვა სოფელში. ბიჭს ისიც კარგად ახსოვდა, რომ ის ნაჯახის თავში დარტყმით მოკლეს. როგორც კი ბიჭუნა მის მერ დასახელებულ ადგილზე მიიყვანეს, მან მაშინათვე უჩვენა უხუცესებს სახლი, სადაც ის ცხოვრობდა წინა ცხოვრებაში. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაადასტურეს, რომ ამ სახლში მართლაც ცხოვრობდა მარტოხელა მამაკაცი, რომელიც ოთხი წლის წინ უცაბედად გაუჩინარდა. საოცარია, მაგრამ ბიჭუნამ ზუსტად დაასახელა არამარტო ამ ადამიანის სახელი და გვარი, არამედ მისი მკვლელის ვინაობაც.


image


მან უხუცესები მიიყვანა იმ ადგილას, სადაც დამარხული იყო გარდაცვლლის სხეული, იქვე ახლოს იპოვა მკვლელობის იარაღიც-ნაჯახი. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ამ ადგილას მართლაც იპოვეს მიცვალებულის ჩონჩხი თავში ღრმა ჭრილობით. სწირედ ნაჯახის დარტყმის ადგილზე ჰქონდა ბიჭუნას დიდი წითელი ლაქა. როცა მკვლელი ბიჭს დაუპირისპირეს, ის შოკში ჩავარდა და უყოყმანოდ აღიარა თავისი დანაშაული.



"ჩემი ქალიშვილი ფრანსა"


image

ეს გასაოცარი ისტორია გასული საუკუნის 70-იან წლებში მოხდა დასავლეთ ბერლინში. 12 წლის ელენა მერკარდი ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ ჰოსპიტალში სერიოზული ტრავმებით მიიყვანეს. ის უგონოდ იყო, მდგომარეობას ექიმები უმძიმესად აფასებდნენ. მიდიოდა დღეები და როცა ერთ დილას ელენამ თვალები გაახილა, მისი ახლობლები შოკში ჩავარდნენ - გოგონამ სუფთა იტალიურ ენაზე დაიწყო საუბარი, მანამდე მან ერთი სიტყვაც არ იცოდა ამ ენაზე. ის ამტკიცებდა, რომ ჰქვია როზეტა კასტელიანი და ცხოვრობს ქალაქ ნოვტეაში, იტალიაში. გოგონა ამბობდა, რომ 1887 წლის 9 აგვისტოს დაიბადა. ერთხელ ელენამ წამოიყვირა:"მე ბავშვები მყავს-ბრუნო და ფრანსა, ისინი მე მელოდებიან. უთხარით ბატონ ექიმს, რომ სასწრაფოდ უნდა დავბრუნდე სახლში"..

თავდაპირველად ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ტვინის ტრავმის შედეგად გამოწვეული ბოდვა და ჰალუცინაციები, მაგრამ იმის ახსნა, თუ რატომ ლაპარაკობდა გოგონა იტალიურად, ვერავინ შეძლო. დახმარებისათვის ცნობილ დასავლეთ გერმანელ ფსიქოლოგ როვერდერს მიმართეს. ჟურნალისტების თანხლებით როვერდერი, ელენა და მის მშობლები გაემართნენ იტალიაში, ქალაქ ნოვტეაში, სადაც ძველ საარქივო ჩანაწერებში მიაკვლიეს სათანადო ინფორმაციას.


image


აღმოჩნდა, რომ გოგონა, სახელით როზეტა ტეობალდი, ნამდვილად დაიბადა 1887 წლის 9 აგვისტოს, ხოლო 1908 წელს ის ცოლად გაჰყვა ჯინო კასტელიანის. იმავე ჩანაწერებში ნაპოვნი იქნა მისამართი, სადაც ის ცხოვრობდა და სადაც გარდაიცვალა 1917 წელს. როცა ელენე ექიმის და მშობლების თანხლებით დასახელებულ ქუჩაზე მივიდა, მან ხელი გაიშვირა ერთი ძველი სახლისაკენ და წამოიძახა: "აი, ჩემი სახლი". ის არ შემცდარა. კარები როზეტას საკმაოდ ხანდაზმულმა ქალიშვილმა გააღო. 12 წლის ელენამ ის იცნო და წამოიძახა:"აი, ჩემი ქალიშვილი ფრანსა''.



მეორე ოჯახი


image

არანაკლებ საინტერესო ისტორია მოხდა ჩინეთის ქალქ დუნფანში. ბიჭუნამ, რომლის დაბადების სახელი და გვარი იყო ტან ცზიანშანი, სამი წლის ასაკში, როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, მშობლები განაცვიფრა, განუცხადა რა მათ, რომ ის არ იყო მათი შვილი და სინამდვილეში მას ჩენ მინადო ერქვა. ბიჭუნა ძალზე დაწვრილებით ჰყვებოდა იმ ადგილის შესახებ, სადაც ის ადრე ცხოვრობდა, დასახელა თავისი მშობლები და გაიხსენა, რომ ის დაიღუპა რევოლუციის დროს - ის ხმლით აკუწეს. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვს მუცელზე მართლაც ჰქონდა წითელი იარები, რომლებიც ნაჭრილობევს ჰგავდა. რადგან ბავშვი გამუდმებით მოითხოვდა მისი ძველი საცხოვრებლის მონახულებას, როგორც კი მას ექვსი წელი შეუსრულდა, მშობლებმა გადაწყვიტეს წაეყვანათ იმ ადგილზე, რათა ყველაფერისთვის ფარდა აეხადათ.


image


როცა ბიჭუნა დასახელებულ სოფელში მიიყვანეს, მან მაშინათვე მოძებნა თავისი ძველი სახლი, შევიდა სახლში და მამას განუცხადა, რომ ის ჩენ მინადო იყო. შოკირებულმა მშობლებმა თავდაპირველად ვერ დაიჯერეს ბიჭუნას ნაამბობი, მაგრამ როცა მან ისეთი დეტალები გაიხსენა წარსული ცხოვრებიდან, რომელიც ჩენის მეტს არავის შეიძლება სცოდნოდა, მაშინ კი დარწმუნდენ, რომ ამ ბავშვის სახით მათ დაღუპული შვილი გამოეცხადათ. ამ დღის შემდეგ ტან ცზიანშანს ორი ოჯახი ჰქონდა, მშობლებმა და დებმა ის ჩენ მინადოდ აღიქვეს და ოჯახის წევრად მიიღეს.


ასთმა კოსმოსიდან


image

1998 წელს ამერიკელმა ჰიპნო - თერაპევტმა ელენ ბილინგსმა ჟურნალ «UFO Magazine»-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ერთი საოცარი ისტორია გაიხსენა თავისი პრაქტიკიდან. რამოდენიმე წლის წინ მას დახმარებისათვის მიმართა ქალმა, რომელსაც ბრონქიალური ასთმის უმძიმესი ფორმა ჰქონდა. ელენმა მას შესთავაზა ამ დაავადების საფუძველი მის წარსულში მოეძებნათ. ღრმა ჰიპნოზის ორი სეანსის განმავლობაში პაციენტი "მოგზაურობდა " თავის ბავშვობასა და სიჭაბუკეში, მაგრამ დაავადების მიზეზის პოვნა ვერ მოხერხდა. მესამე სეანსის დროს ექიმი და პაციენტი შეთანხმდნენ, რომ ჰიპნოზის დახმარებით ქალი გაიხსენებდა თავის წინა ცხოვრებას.

ამ ცხოვრებაში ქალმა თავისი თავი იხილა ვარსკვლავთშორისი კოსმოსური ხომალდის კიბის საფუხურზე მდგომი, უცნაური ფორმის სკაფანდრში გამოწყობილი.


image


ელენის კითხვაზე, ნამდვილად წინა ცხოვრებაში იყო თუ არა ის, პაციენტმა მტკიცედ უპასუხა-დიახ. მაშინ ექიმმა მას დაუსვა კითხვა, იყო თუ არა ის დედამიწელი. პასუხი იყო - არა. აღმოჩნდა, რომ პირველ ცხოვრებაში ქალი იყო კოსმოსური ექსპედიციის ექიმი, ამ ხომალდზევე მისი ქმარი ეკიპაჟის წევრი იყო. ბორტზე მომხდარმა უეცარმა ავარიამ გამოიწვია კაბინის ჰერმეტიზაციის დარღვევა, რის გამოც ქალი უჰაერობით გაიგუდა. სწორედ ამაში იყო დავაადების მიზეზი უკვე ახალ ცხოვრებაში. ელენის სიტყვით, ამის შემდეგ პაციენტი გამოჯანმრთელებისაკენ წავიდა და სულ მალე ასთმა უკვალოდ გაქრა.


"ჩვენს სახლში ასე არ კვებავენ"


image

1921 წელს ინდოეთის პატარა ქალაქ ბარემის ერთ ღარიბ ოჯახში დაიბადა ბიჭუნა, სახელად ბუშემ ჩანდი. მას პატარაობიდანვე სძულდა ის ადგილი, სადაც დაიბადა. როცა ბიჭუნამ ლაპარაკი ისწავლა, მან მშობლებს განუცხადა, რომ მის სახლში ასე ცუდად მოსამსახურეებსაც კი არ კვებავდნენ. ბიჭი ითხოვდა მდიდრულ საჭმელებს, უარს აცხადებდა ბამბის ტანსაცმლის ჩაცმაზე და ამბობდა, რომ ის მხოლოდ აბრეშუმის ტანსაცმლის ტარებას იყო მიჩვეული. ბიჭი ხშირად ახსენებდა თავის მდიდარ ოჯახს ქალაქ ფილბეხტიდან, სადაც, მისი სიტყვით, ის ადრე ცხოვრობდა. რვა წლის იყო ბიშემი, როცა შეისწრეს, თუ როგორ სვამდა ბრენდის სერვანტიდან მოპარული ბოთლით. მშობლების საყვედურზე მან მხოლოდ ის თქვა, რომ ბრენდი საშინლად უხარისხოა და მის სახლში ასეთს არ იყენებდნენ. ხანდახან ბიჭი მელანქოლიურად იყო განწყობილი და მამას ურჩევდა, დედის გარდა კიდევ მოეყვანა სხვა ცოლი.

მიუხედავად იმისა, რომ ბუშემის შესახებ ადგილობრივმა გაზეთმა რამდენჯერმე დაწერა, მისი სიტყვებისათვის სერიოზული ყურადღება არავის მიუქცევია მანამ, სანამ ერთ დღეს ბიშემმა არ განაცხადა: " მე მახსოვს, რომ მყავდა შეყვარებული, სახელად ფადმა. როცა ის სხვასთან ერთად დავინახე, ავიღე იარაღი და ის არამზადა მოვკალი". საქმით ადგილობრივი პროკურორი დაინტერესდა. ის ფილბეხტში გაემგზავრა და გამოარკვია, რომ ამ ქალაქში ნამდვილად ცხოვრობდა ნარაიაანების მდიდარი ოჯახი. მათი თავზეხელაღებული შვილის - ლაქშმის ამბავი კი ლამის მთელმა ქალქმა იცოდა. აღმოჩნდა, რომ ლაქშმი ნარაიაანი, რომელადაც თავს თვლიდა ბიშემი, გადაკიდებული იყო ადგილობრივ მეძავ ფადმას. ის ქალს თავის საკუთრებად თვლიდა და ერთხელაც მისი ოთახიდან გამოსულ მამაკაცს ტყვია დაახალა. ნარაიაანების ოჯახი საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი იყო, რომ ეს საქმე მიეფუჩეჩებინათ. თუმცა ამ ამბიდან რამოდენიმე თვის შემდეგ ლაქშმი მოულოდნელად გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. ეს ამბები ჯერ კიდევ ყველას ახსოვდა, რადგან ლაქშმის გარდაცვალებიდან სულ რვა წელი იყო გასული.


image


მოწმეები ამტკიცებენ, რომ ამ საქმის გაყალბება გამორიცხულია, რადგან ბიშემ ჩანდას ოჯახს არაფერი მოუგია ნარაიაანების გაცნობით. მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ ლაქშმის სიკვდილის შემდეგ ეს მდიდარი ოჯახი გაკოტრდა და გაღატაკდა.

309
9-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
4 თებერვალი, 21:05
მესმის, რომ ფაქტები საწინააღმდეგოს ლაპარაკობს, მაგრამ მაინც არ მჯერა მეორე სიცოცხლის.
4 თებერვალი, 18:34
ესეთი ფაქტები რომ არ დაიჯერო სულელი უნდა იყო, სიახლე კაია
0 1 2
აუხსნელი მოვლენააუხსნელი მოვლენა
აუხსნელი და გაუგებარი მოვლენები ბუნებაში ხშირია. მიუხედავად მკვლევარების დიდი მცდელობისა ასეთი...
დოკუმენტი, რომლითაც  უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი მტკიცდებადოკუმენტი, რომლითაც უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი მტკიცდება
მექსიკაში გამოაქვეყნდა, 80 წლის წინ აღმოჩენილი...
მზის სისტემის მე-9-ე პლანეტამზის სისტემის მე-9-ე პლანეტა
კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინე ბა...
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა -მისტიკური ფაქტები -11 სექტემბრის ტერაქტიგინდ დაიჯერეთ, გინდ არა -მისტიკური ფაქტები -11 სექტემბრის ტერაქტი
11 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ ყველა თქვენგა...
ახალი სენსაციაახალი სენსაცია
უკვე ბევრი ამერიკელი ფიქრობს, რომ თუ დედამიწას უცხოპლანეტელები ან მუტანტები შემოესევა, ყველაფ...
ჯვაროსნები და მამლუქებიჯვაროსნები და მამლუქები
პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ევროპელებთან ერთად დავით აღმაშენებლის მოლაშქრეების მცირე ...
სენსაციასენსაცია
გასული წლის ნოემბერში, სეიშელის კუნძულებზე, კერძოდ დეროშზე აღმოჩენილი იქნა ქოქოსის შემგროვებელთა მიე...
საქართველოში რუსი პედოფილი დააკავესსაქართველოში რუსი პედოფილი დააკავეს
რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიში ალექსანდრე ლავროვი დაკა...
17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!17 საშინელი მოვლენა, რომლებიც რეალობას წარმოადგენს!
საშინელი რეალობა ეს სტატია ასეც შეგვიძლია რომ დავასათაუროთ....
ცნობილი  მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ  (+16)ცნობილი მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ (+16)
არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც მთელი ...
ბიპოლარული აშლილობა: დამახასიათებელი სიმპტომებიბიპოლარული აშლილობა: დამახასიათებელი სიმპტომები
ბიპოლარული აშლილობა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მანიაკალური ...