x
image
emty
მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება...
image



მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ეს უკვე გადაწყვეტილია და ექსპრეზიდენტს აზრს მამაზეციერიც ვერ შეაცვლევინებს.


გახსოვთ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მისგან დასვენება შესთავაზა და დამშვიდობებისას ისიც კი განაცხადა, - მე არ დავღლილვარ თქვენით, თქვენ დაიღალეთ ჩემითო. ისიც გვახსოვს, მორიგი “ვიდეოჩვენების” დროს რომ თქვა, საქართველოზე კომენტარებს არ ვაკეთებო. მაგრამ ამ პერიოდში, სააკაშვილმა იმაზე მეტად გააძლიერა საკუთარი საერთაშორისო ავტორიტეტი, ვიდრე ქვეყნის სათავეში ყოფნის დროს ჰქონდა.




“პრემიერის” ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, “ნაციონალების” ცენტრალურ ოფისში სულ უფრო თამამად და ღიად ამბობენ, რომ ჩატარებული არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში წარმატების რეპეტიცია იყო, რომელმაც სააკაშვილის დადებითი შეფასება დაიმსახურა.



მოკლედ, სააკაშვილი ბრუნდება. გადაწყვეტილება მიღებულია და ამის მიზეზი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიცაა, სადაც “ნაცმოძრაობამ” დაამტკიცა, რომ ის ბრძოლისუნარიანი და ამავე დროს “ნაგლი” პოლიტიკური ძალაა. ექსპრეზიდენტის დაბრუნების სავარაუდო დროც ცნობილია - ის საქართველოში, სულ რაღაც, ერთ წელიწადში ჩამოვა. მოკლედ, წინ საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური პერიპეტიები გველის.

5
2302
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:emty
emty
2302
  
2016, 6 თებერვალი, 6:18
დაესიზმრა :D
2016, 27 იანვარი, 23:40
აქ რაუნდა კიდე არეულობა
2016, 26 იანვარი, 20:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 26 იანვარი, 17:38
ვაი ჩვენს პატრონს :((( დაეტიოს სადაც არის
0 1 5