x
"სიყვარულის ქოხი", "ცოლის გაყოფა ძმურად" და " ღალატის ღამე"--- შოკისმომგვრელი სექსუალური ტრადიციები მსოფლიოს სხვადახვა კუთხეში (+16)
24 იანვარი, 12:50

მსოფლიოს მრავალ კუთხეში და ქვეყანაში არსებობს მეტად უცნაური სექსუალური ტრადიციები, რომლებიც არც თუ ისე შეეფერება ცივილიზებულ XXI საუკუნეს. ზოგი მათგანი კი, საერთოდ, ფართო წარმოსახვის უნარის მქონდე მწერლის მონაჩმახადაც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს წესები დღესაც არსებობს და ალბათ კვლავაც დიდხანს იქნება დანერგილი ამ ხალხებში.

მაშ ასე, მინდა გაგაცნოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ყველაზე უცნაური და დაუჯერებელ სექსუალური ტრადიციები, რომელთა შესახებ, შესაძლოა, დღემდე არაფერი გსმენიათ.


image



"სიყვარულის ქოხი" მოზარდებისათვის


image

უამრავ ქვეყანაში, როგორც წესი, მიღებულია, რომ მამები ცდილობენ მათი ქალიშვილები რაც შეიძლება მეტი ხნის განმავლობაში დაიცვან საპირისპირი სქესთან ურთიერთობისაგან, მაგრამ აი კამბოჯაში მცხოვრებ კრეუნგის ტომებში საქმე სულ სხვაგვარადაა. აქ მამები არამარტო ეთანხმებიან მათი გოგონების ნაადრევ რომანტიკულ ურთიერთობებს, არამედ მათთვის სპეციალურ ''სიყვარულის ქოხებსაც'' კი აშენებენ, სადაც გოგონას შეეძლება განმარტოვდეს თავის რჩეულ ჭაბუკებთან. ქოხში მას უფლება აქვს მოიყვანოს თაყვანისმცემელთა განუსაზღვრელი რაოდენობა. ეს შეხვედრები მანამდე გრძელდება, სანამ ქოხის დიასახლისი არ იპოვის იმ მამაკაცს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებს. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია შემოღებულია იმის გამო, რომ ამ ტომში სასტიკადაა აკრძალული განქორწინება.


"ძმურად გაყოფა"


image

ნეპალის ზოგიერთ ხალხებში არსებობს ეგრეთ წოდებული " ძმური პოლიანდრია" ანუ რამოდენიმე მამაკაცი იყოფს ერთ ქალს. როგორ წესი, ეს მამაკაცები ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან, უფრო ხშირად ისინი ძმები არიან. ითვლება, რომ ეს ტრადიცია შემორჩენილია სასოფლო - სამეურნეოდ ვარგისი მიწების სიმცირის გამო. იმის მაგივრად, რომ ძმებმა ისედაც მცირე მიწა გაიყონ დაქორწინების შემდეგ და საცხოვრებლად ცალკე გავიდნენ, ისინი ერთ ქალზე ქორწინდებიან და მიწის ნაკვეთსაც მთლიანობაში ინარჩუნებენ.



"ღალატის ღამე"


image

ინდონეზიაში წელიწადში შვიდჯერ ტარდება დღესასწაული სახელწოდებით "პონ". ამ დღესასწაულის დროს მეუღლეებს უფლება ეძლევათ უღალატონ ერთმანეთს და იპოვონ პარტნიორი ინტიმური ურთიერთობისათვის. დღესასწაულის მონაწილეები თვლიან, რომ ამ გზით ისინი წარმატებას და იღბალს მიიზიდავენ. ადგილობრივი ცრურწმენით, ყველაზე იღბლიანად ითვლება ის ადამიანი, ვინც შვიდივეჯერ მოახერხებს ერთსა და იმავე უცნობთან კავშირის დამყარებას.


სექსი ტანსაცმელში


image

ირლანდიასთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულ ინის ბიგზე ცხოვრობს საზოგადოება, რომლისთვისაც სექსი სამარცხვინო საქმიანობად ითვლება. ამ საზოგადოების წევრებს სასტიკად ეკრძალებათ ინტიმური სიახლოვის დროს გაშიშვლება, ისინი ამ საქმეს საცვლებით აკეთებენ.


ექსჰიბიციონიზმი, როგორც ფლირტის სახეობა


image

კუნძულ ბუგენვილის ( შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში) მკვიდრ ქალებში დამკვიდრებულია ტრადიცია, მიიზიდონ სასურველი მამაკაცი ინტიმური ადგილების სახალხოდ დემონსტრირებით. წესის თანახმად, თუ ქალი ამ ჟესტზე წავიდა, ეს ნიშნავს, რომ ის მამაკაცს იწვევს სექსუალური პარტნიორობისათვის.


სექს-გაკვეთილები


image

წყნარ ოკეანეში მდებარე პატარა კუნძულ მანგაიას მცხობრებლებში მიღებულია მოზარდი ჭაბუკებისათვის სექსის გაკვეთილების ჩატარება. როგორც კი ბიჭუნას 13 წელი შეუსრულდება, მას შეუძლია სასურველი პარტნიორის არჩევა, ოღონდ ეს უნდა იყოს ზრდასრული, გამოცდილი ქალი. ქალმა უნდა ასწავლოს ბიჭს ყველანაირი ინტიმური საიდუმლო. მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, შეასწავლოს მოსწავლეს, თუ როგორ გახადოს სექსუალური აქტი ხანგრძლივი, რომ მომავალში მისი ცოლი დაუკმაყოფილებელი არ დარჩეს.


მამაკაცურობის კოქტეილი


image

კიდევ უფრო უცნაურ გამოცდას უწყობენ მოზარდ მამაკაცებს სამბიას (ისევ პაპუა-ახალი გვინეა) ხალხებში. აქ მიღებულია მოზარდი ბიჭუნების იზოლირება ქალთა საზოგადოებისაგან მთელი სამი წლის განმავლობაში, რათა ისინი არავინ აცდუნოს, მაგრამ ეს არაა ყველაზე საშინელი. განდეგილობის პერიოდში მათ აიძულებენ სვან სპეციალური კოქტეილი, რომელიც ... ტომის უხუცესის სპერმისაგან მზადდება. ითვლება, რომ ეს სასმელი დაეხმარება მოზარდებს ნამდვილ მამაკაცებად ჩამოყალიბებაში.


სიყვარული "უმცროსი ძმებისადმი"


image

უმრავლეს ქვეყნებში ზოოსექსუალიზმი კანონით აკრძალულია, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, ლიბანში ოფიციალურად ნებადართულია მამაკაცების კავშირი ცხოველებთან, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად მდედრობითი სქესის ცხოველი. მამრობითი სქესის ცხოველთან კავშირისათვის კაცს სიკვდილით სჯიან. 2015 წლამდე ამ სახის კავშირი ნებადართული იყო დანიაშიც. ''სიყვარული ცხოველის მიმართ" აქ ცოტაოდენი ხნის წინ აიკრძალა და მისი დარღვევისათვის დაწესდა სასჯელი-ციხე ერთი წლით.


სექსი მოწმეების თანდასწრებით


image

კოლუმბიის საამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ კალიში არსებობს ერთი მეტად უცნაური ტრადიცია, რომელიც ქორწინების პირველ ღამეს ეხება. ტრადიციის მიხედვით, გოგონამ, რომელიც პირველად ამყარებს კავშირს მეუღლესთან, ეს უნდა გააკეთოს დედის თანდასწრებით, რომელიც მოწმის სახით გამოდის.


"საჩვენებელი ღამე"


image

დაახლოებით მსგავსი ტრადიცია არსებობს მარკიზის კუნძულებზე (ფრანგული პოლინეზია). ადგილობრივ მცხოვრებელებში გავრცელებულია ტრადიცია, რომლის თანახმადაც მეუღლეები, შედიან რა ინტიმურ კონტაქტში ერთმანეთთან, არ უკრძალავენ თავიანთ შვილებს თვალყური ადევნონ ამ პროცესს, რათა ისწავლონ, თუ რა როგორ უნდა გააკეთონ მომავალში (რას აღარ გაიგონებს კაცი, მერე იტყვიან, ყურები რატომ გრძელდებაო? :)




2368
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
26 იანვარი, 20:22
კი ნამდვილად ასეა, სამწუხაროდ ჩვენ ამის შეცვლა არ შეგვიძლია... :(
25 იანვარი, 23:40
სამწუხაროა, თუ ეგრეა...ამაზე მეტი დამცირება და სირცხვილი რაღა გინდა? :(
25 იანვარი, 23:36
ბევრი რეგიონია საქართველოში, სადაც კიდევაა შემორჩენილი ეგ ძველმოდური ტრადიცია და 21 საუკუნეს კი არა დროის მსვლელობასაც არ უყურებენ. ;)
24 იანვარი, 23:14
და სადღაა ეგ ტრადიცია? 21-ე საუკუნეა :)
24 იანვარი, 19:38
ის რომ ქორწინების პირველ ღამეს ე.წ მოწმეები დაესწრონ, საქართველოშიცაა ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილი, იმ განსხვავებით რომ სექსუალური აქტის დამთავრების შემდეგ დედამთილს ან ოჯახის რომელიმე წევრს თეთრეული გააქ ოჯახის წევრებთან და აჩვენებს თუ რამდენად "პატიოსანი" რძალი მიიღეს... უაზრო ტრადიცია
0 1 5
ქართველი გოგონა რომელმაც ქალიშვილობა გაყიდაქართველი გოგონა რომელმაც ქალიშვილობა გაყიდა
როგორც მოგეხსენებათ უცხოეთში აქტუალურია ქალიშვილობის გაყიდვა. არის ...
არაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონიარაბული სამყაროს 10 ყველაზე მიმზიდველი ქალბატონი
1. იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა შეიძლება გაგიკვირდე...
ყველაზე "ამაზრზენი და გულისამრევი" მგზავრები +13ყველაზე "ამაზრზენი და გულისამრევი" მგზავრები +13
თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმ...
10 ყველაზე მადისაღმძვრელი უკანალის მქონე ცნობილი ქალბატონი10 ყველაზე მადისაღმძვრელი უკანალის მქონე ცნობილი ქალბატონი
უკანასკნელ წლებში მადისაღმძვრელი უკანალი ქალის სილამ...
ქმარი ცოლს ძაღლთან ღალატობდაქმარი ცოლს ძაღლთან ღალატობდა
ეჭვიანი ქმარი დააკავეს მეუღლის ძაღლთან "სექს-შურისძიების" გამო. გასულ შაბათს...
ცნობილი  მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ  (+16)ცნობილი მამაკაცები, რომლებიც 1000-ზე მეტ ქალთან იწვნენ (+16)
არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც მთელი ...
ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალებიყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები
ქალ მმართველებს, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე, კაცებზე ნაკლები გავლენა არ...