x
25 შოკისმომგვრელი ფოტო, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაშია გადაღებული!
25 იანვარი, 20:59

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო - Reuters-მა გამოავლინა ბოლო 30 წლის

მანძილზე გადაღებული 25 შოკისმომგვრელი ფოტო.


image






1.

თარიღი: 30 მარტი, 1999 წელი

ფოტოგრაფი: დამირ საგოლჟი

ქალაქი: კოსოვო


image


1999 წელს კოსოვოდან მაკედონიაში 2000 დევნილიდან ერთ-ერთი ალბანელი დედა, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებს. ფოტო Reuters-ის რჩეულებში მოხვდა.



2.

თარიღი: 1 აგვისტო, 2005 წელი
ფოტოგრაფი: ფინბარ ო რეილი
ქალაქი: ტაჰუა, ნიგერი


image


2005 წელს ნიგერში ძალიან დიდი გვალვები იყო. აქედან გამომდინარე

მოსახლეობა შიმშილობდა. ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ დედას, რომელიც

თავის 1 წლის ალსუს ხელზე კოცნის.



3.

თარიღი: 9 აგვისტო, 2008 წელი
ფოტოგრაფი: გლებ გარანიჩი
ქალაქი: გორი, საქართველო


image


ფოტოში ჩანს ქართველი, რომელიც ტირილით ეხუტება თავის ახლობელს, რომელიც
რუსეთთან ომის პერიოდში დაიღუპა. ეს უბედური შემთხვევა მოხდა 2008 წლის
9 აგვისტოს, როდესაც რუსეთმა დაბომბა გორი. "2008 წლის აგვისტოს ომი"
5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ომში მონაწილეობას იღებდნენ
როგორც საქართველო და რუსეთი, ასევე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც!



4.

თარიღი: 13 ივლისი, 2006 წელი
ფოტოგრაფი: ჯიმ ბურჟი
ქვეყანა: გერმანია


image


ფოტოში ხედავთ ჯორჯ ბუშს, რომელსაც ხელში მტირალა ბავშვი უჭირავს.

ბუში მერკელთან პოლიტიკურ ვახშამისთვის იმყოფებოდა, სადაც მას მიაწოდეს

პატარა ბავშვი. ბუშის ხელში გადასვლისთანავე ჩვილს მოუსვენარი ტირილი აუტდა.



5.

თარიღი: 13 ნოემბერი, 1985 წელი
ფოტოგრაფი: ფრენკ პურიერი
ქვეყანა: კოლუმბია


image


1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია).
თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი აღგავა მიწისაგან პირისა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. გოგონამ 3 დღე გაძლო, რის შემდეგაც ერთდროულად რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდა. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. ეს ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე.



6.

თარიღი: 12 აგვისტო, 2009 წელი
ფოტოგრაფი: კარლოს ბარია
ქვეყანა: ავღანეთი


image


ფოტოში ჩანს ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ისვენებს კონფლიქტის დასრულების
შემდეგ. ფოტო ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, რადგან ერთი შეხედვით მეორე

ჯარისკაცი, რომელიც ფეხზე დგას, მწოლიარე ჯარისკაცის სული გეგონებათ...



7.

თარიღი: 13 იანვარი, 2010 წელი
ფოტოგრაფი: ედუარდო მუნოზი
ქალაქი: პორტ-ეუ-პრინცი, ჰაიტი


image


2010 წელს ჰაიტში მომხდარ მიწისძვრას 200 000 ადამიანის სიცოცხე შეეწერია,
ხოლო 300 000 დაიჭრა! ამ ფოტოშიც ჩანს პატარა ბავშვი, რომელიც ნანგრევებიდან

მაშველებმა ცოცხლად ამოიყვანეს.



8.

თარიღი: 11 თებერვალი, 1990 წელი
ფოტოგრაფი: ული მიხაელი
ქალაქი: კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა


image


დრამატული მომენტი ლეგენდალურ ნელსონ მანდელასთვის. მანდელამ 27 წელი

გაატარა ციხეში, გამოსვლისას მას მეუღლე და ათასობით მომხრე დახვდა.



9.

თარიღი: 19 დეკემბერი, 1985 წელი
ფოტოგრაფი: ადგილობრივი
ქალაქი: ჟენევა, შვეიცარია


image


აშშ-ის ლიდერი რონალდ რეიგანი და სსრკ-ს ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი
ხელის ჩამორთმევის კადრი!



10.

თარიღი: 27 სექტემბერი, 2007 წელი
ფოტოგრაფი: ადრეს ლატიფი
ქალაქი: იანგონი, მიანმარი


image


ძირს მწოლიარე, დაჭრილი იაპონელი ჟურნალისტია, რომელიც ინფორმაციისთვის

სიცოცხლეს წირავს. მიანმარში მიმდინარე პოლიტიკური-სამოქალაქო ომში,

ერთ-ერთი ტყვია ამ იაპონელ ჟურნალისტს მოხვდა, მაგრამ ჯიუტმა ჟურნალისტმა

მაინც განაგრძო ფოტოების გადაღება.



11.

თარიღი: 22 აპრილი, 2010 წელი
ფოტოგრაფი: ლუკას ჯექსონი
ქვეყანა: ისლანდია


image


ისლანდიის ერთ-ერთი უძლიერესი ვულკანი, რომელიც წლის შემდეგ,
2010 წლის 22 აპრილს გააქტიურდა. ამ მოვლენის შედეგად რამოდენიმე
ავიარეისი გადაიდო, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ისლანდიის ეკონომიკას!



12.

თარიღი: 26 დეკემბერი, 2006 წელი
ფოტოგრაფი: აკინტუნდე აკინელე
ქვეყანა: ნიგერია


image


ნიგერიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ ლაგოსში, გაზ-გასამართ სადგურზე მომხდარი
აფეთქების შედეგად, 500-მდე ადამიანი დაიწვა!



13.

თარიღი: 4 სექტემბერი, 2005 წელი
ფოტოგრაფი: რობერთ გელბრეიტი
ქალაქი: ნიუ ორლეანსი, აშშ


image


ფოტოში ჩანს მამაკაცი, რომელიც მიკრო-ავტობუსზეა მიკრობილი და სიკვდილს
ებრძვის. შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 4 სექტემბერს აშშ-ის ისტორიაში
ყველაზე ძლიერი, დამანგრეველი და სასიკვდილო ქარიშხალი, კატრინა დაფიქსირდა.
ამ სასიკვდილო ქარიშხალს 1836 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ასევე ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა!



14.

თარიღი: 17 მაისი, 2008 წელი
ფოტოგრაფი: ჯეისონ ლი
ქალაქი: მიანიანგი, ჩინეთი


image


ფოტოზე ხედავთ თვალებცრემლიან ჩინელ ქალს, რომელმაც მიწისძვრის შედეგად, ნამსხვრევებში ვერ იპოვა მეუღლე და შვილი.
2008 წელს ჩინეთში, სიჩუანის რეგიონში მომხდარ 7.8 ბალიან მიწისძვრას 70 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა!


15.

თარიღი: 2 სექტემბერი, 2004 წელი
ფოტოგრაფი: ვიქტორ კაროტაევი
ქალაქი: ბესლანი, რუსეთი


image


ფოტოში ჩანს რუსი სპეცნაზი, რომელმაც სკოლის ალყაში მოქცევის შედეგად,
გადაარჩინა ჩვილი ბავშვი. ალბათ გახსოვთ 2004 წელში მომხდარი ბესლანის
ტრაგედია, სადაც ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს 1 100 ზე მეტი ბავშვი და
აქედან 300-მდე მოქალაქე მოკლეს. 3 დღიანი კონფლიქტის შემდეგ, ცნობილი იქნა
184 ბავშვის სიკვდილი და კიდევ ბევრი დაკარგულების სია.



16.

თარიღი: 18 მაისი, 2008 წელი
ფოტოგრაფი: გორან ტომასევიჩი
ქალაქი: გარმსტერი, ავრანეთი


image


აშშ-ს საზღვაო კომანდოს სერჟანტი უილიამ ოლასი, თალიბებთან შეტაკებისას.
ამ მომენტში ტყვია ხვდება მის ფარს, ფოტოგრაფმა ეს კადრი სასწაულებრივად
დაიჭირა. ფოტოშიც კარგად ჩანს სერჟანტის ურთულესი მომენტები.



17.

თარიღი: 1994 წელი
ფოტოგრაფი: კევინ კარტერი
ქვეყანა: სუდანი


image


ფოტოს ავტორმა, კევინ კარტერმა, 1994 წელს ამ ნამუშევრისთვის პულიცერის პრემია მიიღო. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც მზად არის გოგონას დასაკორტნად. ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.

კევინ კარტერი იყო ჯგუფ «Bang Bang Club»-ის წევრი, რომელიც ოთხი ფოტოჟურნალისტისგან შედგებოდა. ჯგუფი მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა:


""ბავშვი ვნახე რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ძირს იჯდა, მას უკან ორბი
აკვირდებოდა, ორბი წამსვე შევაშინე და გავაგდე, მაგრამ ბავშვს ვერ მივეკარი.
სანამ ფოტოების გადასაღებად ადგილზე მივიდოდით პოლიციამ გაგვაფრთხილა
მომაკვდინებელი ვირუსული დაავდების შესახებ, რომელიც ადგილობრივების 90%
ჰქონდა. მეც შევშინდი და ბავშვის გადარჩენა ვერ მოვახერხე."


როგორც ცნობილია კევინმა ეს ფაქტი ვერ გადაიტანა, ჯერ ღრმა დეპრესიამ მოიცვა
იგი, შემდეგ კი ვოლკმენის ყურსასმენებით თავი მოიკლა!



18.

თარიღი: 22 ივლისი, 2011 წელი
ფოტოგრაფი: უცნობია
ქვეყანა: ნორვეგია


image


ანდრეს ბრეივიკმა 69 მოზარდი მოკლა(მათ შორის იყო ქართველი გოგონაც). უკანასკნელი გადარჩენილი, რომელიც ზემოთ მოცემულ ფოტოში ჩანს, დახმარების მოლოდინში კლდეს აფარებდა თავს, როგორც ცნობილია ის გადარჩა.

მოგახსენებთ, რომ ანდერს ბრეივიკმა ნორვეგიაში 2011 წლის 22 ივლისს ბომბი ჯერ ოსლოში, სამთავრობო შენობებთან ააფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა, შემდეგ შაშხანით შეიარაღებული უტოიას საზაფხულო ბანაკში მივიდა და ახალგაზრდების ხოცვა დაიწყო. სანამ პოლიცია კუნძულამდე მიაღწევდა, ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა. კუნძულზე ქართველი გოგონები, ნათია ჩხეტიანი და თამთა ლიპარტელიანიც იმყოფებოდნენ. ჩხეტიანმა გადარჩენა მოახერხა, თამთა ლიპარტელიანი კი, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.



19.

თარიღი: 9 აპრილი, 2003 წელი
ფოტოგრაფი: გორან ტომასევიჩი
ქალაქი: ბაღდადი, ერაყი


image


ფოტოში ჩანს ამერიკელი ჯარისკაცი, სადამის ქანდაკების ჩამოგდების მომენტში.
როგორც ჩანს, ფოტოგრაფმა კადრი საკმაოდ კარგად დაიჭირა. ქანდაკების ჩამოგდების
შემდეგ ერაყის მოქალაქეებმა ნამსხვრევებად გადააქციეს.



20.

თარიღი: 1984 წელი
ფოტოგრაფი: სტივ მაკკარი
ქვეყანა: ავღანეთი


image


ფოტო გადაღებულია მსოფლიო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ლეგენდად აღიარებული სტივ მაკკარის მიერ. მისი ფოტოხელოვნების შედევრად ავღანელი ლტოლვილი გოგონას ფოტოა მიჩნეული. სტივ მაკკარიმ 13 წლის შარბათ გულა პაკისტანის ქალაქ ნასირ-ბაგში, ლტოლვილთა ბანაკში შენიშნა. ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის შემდეგ გოგონას მშობლები დაეღუპა და ნათესავებთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა.
1984 წელს პუშტუნელმა გოგონამ, შარბათ გულამ, მსოფლიოში სახელი გაითქვა. პირველად ეს ფოტო ჟურნალ National Geographic-ის გარეკანზე დაიბეჭდა და ამავე ჟურნალის საუკეთესო ტოპ-ასეულში მოხვდა. გულას მომაჯადოებელ მზერას, გახუნებული და ალაგ-ალაგ დამწვარი თავსაბურავი მატებდა ელფერს. ამის შემდეგ ამ ფოტომ ღია ბარათებსა თუ სხვადასხვა გამოცემის ფურცლებზე გადაინაცვლა…



21.

თარიღი: 11 სექტემბერი, 2011 წელი
ფოტოგრაფი: უცნობი
ქვეყანა: აშშ


image


მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი. ამ თემაზე

საუბარი ნამდვილად ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან

დიდი უბედურება მოხდა.



22.

თარიღი: 6 თებერვალი, 1990 წელი
ფოტოგრაფი: რადუ სიგეტი
ქალაქი: ბუქარეშტი, რუმინეთი


image


რუმინელი წყვილი, რომლებიც შიდსით დაღუპული შვილის ცხედრის გამოსაყვანად
მიდიან საავადმყოფოში. ამ ფოტოს ბევრი ახსნა არ სჭირდება, რადგან კარგად
ჩანს მშობლების ცხოვრებისეული დრამა.



23.

თარიღი: 20 სექტემბერი, 2010 წელი
ფოტოგრაფი: რაინჰარდ კრაუსი
ქალაქი: ღაზას სექტორი, პალესტინა


image


ისრაელის პოლიციის გაზის გამოყენების შედეგად, პალესტინელები ცდილობენ
გაქცევას! ხოლო ეს ბავშვი ათვალიერებს იმ პოლიციელებს, რომლებმაც

მოზარდებს სასიკვდილოდ იმეტებენ.



24.

თარიღი: 28 ნოემბერი, 2004 წელი
ფოტოგრაფი: არკო დატა
ქალაქი: კუდალორი, ინდოეთი


image


ფოტოში ჩანს იდნოელი ქალი, რომელიც ცუნამის შედეგად დაღუპულ ნათესავს
გლოვობს. როგორც იცით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარ ცუნამის
14 ქვეყნიდან, ჯამში 230 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.



25.

თარიღი: 11 აგვისტო. 2014 წელი
ფოტოგრაფი: უცნობი
ქალაქი: ნინევია, ერაყი


image


"ისლამურ სახელმწიფოს" ტერორისტებისგან გამოქცეული იეზიდები, რომლებიც მთებში გაიხიზნნენ.



26.

თარიღი: 13 თებერვალი, 2015 წელი (უახლესი)
ფოტოგრაფი: კიმ კიუნი
ქალაქი: კორიამა, იაპონია


image


ფოტოში ჩანს ოფიცერთა თანამშრომლები, რომლებიც სკრინინგს უკეთებენ, იმ
ადამიანებს, რომლებიც 2011 წელს იმყოფებოდნენ ფუკუშიმაში.
როგორც იცით, იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს 9.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა,
მიწისძვრას მოყვა ცუნამი. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, ფუკუშიმას
ბირთვულ ქარხანაში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა, ამიტომ ქვეყნის
მთავრობის გადაწყვეტილებით, შემოწმება უნდა ჩატარებულიყო ყველა
ფუკუშიმას მოქალაქეზე.



27.

თარიღი: 7 აგვისტო, 1998 წელი
ფოტოგრაფი: ჯორჯ მულალა
ქალაქი: ნაირობი, კენია


image


ფოტოში ჩანს ის ადამიანები, რომლებსაც ბომბის აფეთქების შედეგად, ნანგრევებიდან
გამოჰყავთ დაჭრილები. აფეთქების შედეგად 250 კაცი დაიღუპა, ხოლო 5000-მდე
დაიჭრა. ასაფეთქებელი მიზანი ამერიკის საელჩო იყო, მაგრამ ბომბის არაზუსტი
მიმართულებით გასროლამ ეს შედეგი გამოიღო.







იმედია მოგეწონებათ!
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






















3372
19-ს მოსწონს
5
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
31 იანვარი, 13:12
მადლობაა
31 იანვარი, 12:12
ძალიან საინტერესო ფოტოებია
29 იანვარი, 1:10
მადლობააა
29 იანვარი, 0:37
უმაგრესი სტატიაა და დრამატული
28 იანვარი, 0:03
საკმაოდ დრამატულია
28 იანვარი, 0:02
ძაან საინტერესო სტატიაა.17 ფოტოზე გული ჩამწყდა.........
27 იანვარი, 20:27
კი ფოტო რეალურია. არანაირი ფოტოშოპი, ერთგვარი ვირუსია..დიდი მადლობა გაიხარე ძმა.ასეთი შეფასებისთვის
27 იანვარი, 20:05
მაგარი სტატიაა ძაან, ყოჩაღ შენ.
მეხუთე ფოტოზე რაღაცნაირი თვალები აქვს იმ პატარა გოგოს ...
27 იანვარი, 12:26
მადლობა
27 იანვარი, 9:41
კაია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10
7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს7 "გამოგონება",რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ამაყობს
კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ...
მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება...მიხეილ სააკაშვილი ბრუნდება...
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმას აპირებს. ე...
ყველაზე ლამაზი ქართველი დებიყველაზე ლამაზი ქართველი დები
დები გოგიჩაიშვილები საზოგადოების მხრიდან, აღიარებული ლამაზმანები არიან. ორივე მოდ...
"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!"პირველი ღამე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან "პირველი...
აღმოჩენა ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზეაღმოჩენა ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე
ოკეანის ფსკერის გამოკვლევისას აღმოაჩინეს, რომ ბერმუდის სამკუთხედის სიღრმ...
თიკო სადუნიშვილის და ერეკლე დეისაძის პირადი ფოტოებითიკო სადუნიშვილის და ერეკლე დეისაძის პირადი ფოტოები
თიკო სადუნიშვილისა და ერეკლე დეისაძის ფეისბუქ პოსტები დიდი...
ყველაზე "ამაზრზენი და გულისამრევი" მგზავრები +13ყველაზე "ამაზრზენი და გულისამრევი" მგზავრები +13
თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმ...
რონალდოს და ამბროზიოს თამამი ფოტოსესიარონალდოს და ამბროზიოს თამამი ფოტოსესია
პორტუგალიელმა ვარსკლვავმა კრისტიანო რონდალდომ და ბრაზილიელმა სუპერმოდელმ...
ცნობილი დიქტატორების შვილები - ვინ და როგორები არიან ისინი?ცნობილი დიქტატორების შვილები - ვინ და როგორები არიან ისინი?
სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი... და კიდევ ბევრი დიქტ...
ყველაზე ლამაზი ბავშვი მოდელები, რომლებმაც უკვე დაიპყრეს მსოფლიოყველაზე ლამაზი ბავშვი მოდელები, რომლებმაც უკვე დაიპყრეს მსოფლიო
ტილან ბლონდო ახლა ეს, არამიწიერი გარებნობის...
ნოეს კიდობანთან თურქები არავის უშვებენნოეს კიდობანთან თურქები არავის უშვებენ
4348 წლის წინ, 2348 წლის 28 ივლისს, ლეგენდარულმა ნოემ, მრავალი თვის ც...