x
ათი გასაოცარი ფაქტი, რომელთა შესახებ ალბათ არასოდეს გსმენიათ
23 იანვარი, 20:20

სამყარო ჩვენს ირგვლივ გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აქ ყოველდღიურად ხდება ათასგვარი უცნაური და გასაოცარი ამბავი. თქვენს წინაშეა ათი გასაოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან.


1. კოლიბრები თავიანთ ბუდეებს ობობების მიერ მოქსოვილი აბლაბუდით აშენებენ.


image


2. პერუში, ქალაქ ლა-რინკონადასთან ახლოს არსებობს ოქროს საბადო, სადაც ადამიანები მუშაობენ 30 დღის განმავლობაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. სამაგიეროდ მუშაობის 31-ე დღეს მათ ნებას აძლევენ მაღაროდან გაიტანონ იმდენი მადანი, რამდენსაც ბეჭით ზიდავენ.


image


3. იაპონიაში ჩამოყალიბდა ადამიანთა მთელი კლასი, რომელთაც "კიბერუსახლკაროებს" უწოდებენ. ეს ადამიანები ინტერნეტ-კაფეებში ცხოვრობენ, რადგან ეს გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე ბინის ქირაობა. ასეთი კაფეები, როგორც წესი, აღჭურვილია უფასო საშხაპეებითა და ავტომატებით, რომლითაც ქვედა საცვლების ყიდვაა შესაძლებელი.


image


4. მაკედონიელმა კორესპონდენტმა ვლადო ტანესკიმ სტატიების მთელი ციკლი მიუძღვნა სერიულ მკვლელს, რომელმაც რამოდენიმე მკვლელობა ჩაიდინა. შემზარავია ის ფაქტი, რომ ამ მკვლელობების ავტორი თავად ტანესკი აღმოჩნდა. როცა ამის შესახებ პოლიციისათვის გახდა ცნობილი, მანიაკმა-რეპორტიორმა თავი წყლიან ავზში დაიხრჩო.


image


5. თურნე ბრინჯის მოსაყვანად სულაც არაა აუცილებელი წყალი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ფერმერები უბრალოდ იყენებენ ბრრინჯის თვისებას, აიტანოს დიდი რაოდენობით სინესტე და მის წყლით დატბორილ ყანებში თესავენ, რათა თავიდან აიცილონ სარეველა ბალახების გამრავლება და შედეგად ბრინჯის უფრო დიდი მოსავალი მიიღონ.


image


6. ცნობილმა იუველირმა ჰარი უინსტონმა გადაწყვიტა 45, 54 წონის უზარმაზარი ბრილიანტი, ცნობილი სახელწოდებით "ჰოუპის ალმასი", სმიტსონის უნივერსიტეტისათვის ეჩუქებინა. მან ეს ძვირფასი საჩუქარი ჩვეულებრივი ფოსტით გააგზავნა, შეახვია რა ის უბრალო ყავისფერ შესაფუთ ქაღალდში. ბრილიანტი მშვიდობიანად ჩავიდა დანიშნულების ადგილზე.


image


7. გადმოცემით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ყველა ასტრონავტი სტარტის წინ აშარდავს იმ ავტობუსის უკანა მარჯვენა ბორბალს, რომლითაც ისინი კოსმოსურ რაკეტამდე მიჰყავთ. ამ უცნაური საქციელით ისინი ერთგვარ პატივს მიაგებენ პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ხსოვნას, რომელმაც ზუსტად იგივე გააკეთა კოსმოსში პირველი გაფრენის წინ.


image


8. ორ ტყუპ ძმას, რომლებიც დაბადებისთანავე გააშვილეს და ერთმანეთს დააცილეს, ბედის ირონიით ერთი და იმავე სახელი დაარქვეს-ჯეიმსი. როცა ბიჭები გაიზარდნენ, ორივე მათგანმა იქორწინა ქალებზე, რომელთაც ერთი და იგივე სახელი - ლინდა ერქვათ, ორი წლის შემდეგ განქორწინდნენ და ისევ დაქორწინდნენ. ორივეს ცოლს ამჯერადაც ერთი სახელი-ბეტი ერქვა. მეორე ქორწინებიდან ორთავეს შეეძინა ვაჟი და ორივემ მას სახელად ჯეიმს ალანი დაარქვა. ძმები მხოლოდ 45 წლის ასაკში შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს.


image


9. 1904 წელს შვედი მეზღვაურის კარლ პეტერსონის ხომალდმა კატასტროფა განიცადა პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან, სადაც კანიბალები ცხოვრობდნენ. საბრალო მეზღვაური მიიყვანეს ტომის ბელადთან და მას უცილობლად შეჭამდენ, რომ არა...სიყვარული. ტომის ბელადის ქალიშვილს პეტერსონი სიგიჟემდე შეუყვარდა და მისი ცოლობა მოინდომა. რამოდენიმე ხნის შემდეგ ბელადი მოკვდა და მისი კუნძულის მმართველი კარლ პეტერსონი გახდა.


image


10. 2003 წელს ერაყში პირველად შეჭრის ოპერაციამ მიიღო სახელწოდება «Operation Iraqi Liberation» ( "ერაყის განთავისუფლების ოპერაცია"). მაგრამ ამ სახელწოდებისაგან შედგენილი აბრევიატურა «OIL» (ნავთობი) საკმაოდ უხერხულ ასიციაციას იწვევდა, ამიტომ გადაწყდა ოპერაციის სახელის შეცვლა და მას «Operation Iraqi Freedom» ("ოპერაცია თავისუფალი ერაყი") უწოდეს.


image

1477
11-ს მოსწონს
10
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
23 იანვარი, 23:00
მაგარია
23 იანვარი, 20:47
მადლობა :)
23 იანვარი, 20:46
გავაზიარე
23 იანვარი, 20:27
ასე დამთხვევებიც ხდება ხოლმე ცხოვრებაში :)
23 იანვარი, 20:26
ტყუპი ძმები :D :D :D
0 1 5
10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი10 ფაქტი შავი ზღვის შესახებ. რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნ...
ფაქტები, რომლებიც აუცილებლად გაგაკვირვებთ. ეს უნდა იცოდეთ!ფაქტები, რომლებიც აუცილებლად გაგაკვირვებთ. ეს უნდა იცოდეთ!
სტატიის თემა საკმაოდ საინტერესოა. სტატიაში წარმოგიდგ...
ყველაზე "ამაზრზენი და გულისამრევი" მგზავრები +13ყველაზე "ამაზრზენი და გულისამრევი" მგზავრები +13
თანამედროვე მნიშვნელობით, ტერმინი კულტურა XVII საუკუნიდან იხმ...
დღემდე ამოუხსნელი 4 მოვლენა დედამიწაზედღემდე ამოუხსნელი 4 მოვლენა დედამიწაზე
"ყველა კითხვას აქვს რაღაც პასუხი" ეს წინადადება ხანდახან ბოლომდე არ არის...
შორენა ბეგაშვილი - ისტორია და ფოტოებიშორენა ბეგაშვილი - ისტორია და ფოტოები
შორენა ბეგაშვილი - შორენა ბეგაშვილი დაიბადა 1982 წლის 8 ივლისს, ქალაქ რუ...
ცნობილი დიქტატორების შვილები - ვინ და როგორები არიან ისინი?ცნობილი დიქტატორების შვილები - ვინ და როგორები არიან ისინი?
სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი... და კიდევ ბევრი დიქტ...
იდუმალებით მოცული 12 ცხოველიიდუმალებით მოცული 12 ცხოველი
ბუნებაში ბევრი უცნაური ცხოველია, თევზი და ფრინველი, რომელთა არსებობის შესახებ, ...
თბილისური ცათამბრჯენებითბილისური ცათამბრჯენები
ამ ბოლო დროს თბილისში მრავალსართუიანი კორპუსების მშენებლობამ საგრძნობლად მოიმატა. ერთი ...
10 ყველაზე ცნობილი ხვრელი მსოფლიოს ისტორიაში10 ყველაზე ცნობილი ხვრელი მსოფლიოს ისტორიაში
არ არის იმაზე ცუდი, როდესაც დილით გაიღვიძებ გადმოიხედავ აივნიდან...