x
მეტი
  • 24.11.2017
  • სტატია:71237
  • ვიდეო:324317
  • სურათი:426345
ყველა თამაშობს ბავშვების გარდა-გიორგი ქადაგიძე

გიორგი ქადაგიძის ლექსები, ყველა თამაშობს ბავშვებისგარდა, გიორგი ქადაგიძე, giorgi qadagidze, leqsebi, poeti qada

“ყველა თამაშობს ბავშვების გარდა''



ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინც იცინის ბედნიერია?!
გულის ცრემლები, თვალებამდე არასდროს მოდის
მორგებულ ნიღბის ტარება კი მშვენიერია,
რომ დაიმკვიდრო აქ ადგილი, ადამთა მოდგმის


ნუთუ ფიქრობთ, რომ ვინც გვერდში დგას მეგობარია?!
აქ ანგარებამ გამოცალა ღალატის თასი,
არავის ენდო! შენს თავსაც კი- ვინც გაბარია
გროშად ჰყიდიან, მეგობრობამ დაკარგა ფასი


ნუთუ ფიქრობთ, რომ ეს გრძნობებიც არის ნამდვილი?!
აქ მრუშობასაც სიყვარულის სახელი ჰქვია,
დღევანდელ დროში ფულით ყიდვა არის ადვილი
ხალხის გულებში ანგარების სურნელნი ქრიან



ნუთუ ფიქრობთ, რომ სუყველა “კაცია-ადამიანი''?!
ყველა თამაშობს, ზურგს უკან ჩუმად გირევენ ნაბიჯებს
და ამ დიდ წარმოდგენაში თუ არ აღმოჩნდა გვიანი
ცხოვრების შავ-თეთრ ფურცლებზე მაშინ ამოშლი ნაბიჭვრებს...



გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი)

გიორგი ქადაგიძის ლექსები

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გოგილაშვილიი
ნათია გოგილაშვილიი
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0